Print

საქართველოს ამომრჩეველსა და საპარლამენტო მანდატების მქონე პარტიათა გასაგონად

N43 საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზის...“ თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

                                                                              ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

                                                               კანონის დაცვა აუცილებელია, ანუ

                                                    ახალარჩეული პარლამენტის წევრებისათვის

                                                     ნარკოლოგიური შემოწმების საკითხისათვის

 

წინამდებარე მიმართვა განკუთვნილია:

საქართველოს ამომრჩევლის, „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საარჩევნო ბარიერის გადამლახავ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციისადმი.

 

გვინდა გაუწყოთ, რომ 2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, შედეგების გაყალბების გარდა, დღის წესრიგში დგას სადეპუტატო მანდატების მომპოვებელ პირთა ნარკოლოგიური შემოწმების ვადებთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა.

კერძოდ:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 117,4-ე მუხლის მიხედვით, პარტიული და მაჟორიტარული სიების რეგისტრაციისათვის საჭირო იყო ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობის, საპარლამენტო არჩევნებამდე წარდგენა. იქვე მითითებული გახლდათ, რომ ამ ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი რეგისტრაციას ვერ გაივლიდა.

 

2020 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის მიერ, საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ახლებულად განისაზღვრა ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვადებთან დაკავშირებული წესი. კერძოდ, კოდექსის 2031 მუხლში ასახული ცვლილების მიხედვით დადგინდა:

 

2. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებულია შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება... და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.

3. ცესკო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარუდგენლობის თაობაზე ინფორმაციას აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 2 დღეში აქვეყნებს თავის ვებგვერდზე“ [2031,2-3 მუხლი];

 

„პარლამენტის რეგლამენტის“ თანახმად:

„1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ცესკოს თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა: ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია...“ [იხ. მუხლი 86,1-ბ];

 

იქვე მოცემულ - 86,3-4 მუხლში ვკითხულობთ:

„3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ)“.

4. „პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით“ [მუხლი 86,3-4].

 

„საარჩევნო კოდექსში“ ხაზგასმულია, რომ ცესკის თავმჯდომარის მიერ დროებითი სამანდატო კომისიისათვის გადასაცემ სხვა საბუთებს შორის უნდა იყოს ინფორმაცია - „...პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე“, კერძოდ:

ცესკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ინფორმაციას [მუხლი 2031,4];

 

ზემოთ მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით - „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ზ) საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა არ წარმოადგინა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა“ [მუხლი 117,5 –„ა“; „ზ“] .

 

 

                                                            ზემოთქმულიდან გამომდინარე

                                                         დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ

                                საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

                                    2020 წ. 18 სექტემბერს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებით:

 

ახლადარჩეული პარლამენტარი ვალდებული გახდა, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა აიღოს, არაუგვიანეს არჩევნებიდან [განსახილველ შემთხვევაში - 31 ოქტომბრის არჩევნებიდან] არაუმეტეს 7 დღის ვადაში, ანუ - 2020 წლის 7 ნოემბრამდე;

და

„...ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში [7+7, ანუ - 2020 წ. 14 ნოემბრამდე] წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა...“ [იხ. მუხლი 2031,2];

 

ამასთან, ცესკო ვალდებული გახდა:

ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენისა თუ წარმოუდგენლობის თაობაზე ინფორმაცია, „თავის ვებგვერდზე განათავსოს, ამ ვადის „...გასვლიდან 2 დღეში“ [(7+7)+2, ანუ - 16 ნოემბრამდე]“ [იხ. მუხლი 2031,3];

 

„პარლამენტის რეგლამენტის“ -- 86,3 მუხლში კი, როგორც ითქვა, ვკითხულობთ:

„3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას...“;

 

ზემოთ მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით:

- „ცესკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ინფორმაციას [მუხლი 2031,4];

 

- „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ზ) საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა არ წარმოადგინა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა“ [მუხლი 117,5 –„ა“; „ზ“] .

 

მაშასადამე, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ახლადარჩეული პარლამენტის თითოეული წევრი ვალდებულია - არჩევნებიდან არაუგვიანეს 7 დღეში აიღოს ნარკოლოგიური ცნობა, და მომდევნო 7 დღეში -„ წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა...“ [იხ. მუხლი 2031,2];

 

ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში - „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება...“ [მუხლი 117,5 –„ა“ ]

 

N43 საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2020 წლის 29 დეკემბერი