Print

მიხეილ [გელა] სალუაშვილი პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბ-ნ გიორგი გახარიას

N43 საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზის...“

 

                                                                            ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

                                                            კანონის დაცვა აუცილებელია, ანუ

                                                  ახალარჩეული პარლამენტის წევრებისათვის

                                                   ნარკოლოგიური შემოწმების საკითხისათვის

 

ბატონო გიორგი!

 

2020 წ. 31 ოქტომბრის შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისული მდგომარეობა, თქვენ, როგორც პრემიერ მინისტრს გავალდებულებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების ასრულებაში.

ეს მით უფრო დიდ აქტუალობას იძენს იმის გათვალისწინებაში, რომ საქმე ეხება, უშუალოდ თქვენს პირად პასუხისმგებლობას, და გამოკვეთავს სადეპუტატო მანდატების მომპოვებელ პირთა ნარკოლოგიური შემოწმების ვადებთან დაკავშირებული საკითხების გარკვევას.

 

                                                                         პირველი ნაწილი

საქმე ეხება, 2020 წ. 18 სექტემბერს საქართველოს პერლამენტის მიერ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ 2031 მუხლის სახით შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს [18 სექტემბერი 2020 წ. N7163-Iს], რომელშიც კანონი არეგულირებს - ახლადარჩეული პარლამენტის წევრების მიერ ნარკოლოგიური ცნობის აღების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ხსენებული ცვლილებიდან გამომდინარე:

ახლადარჩეული პარლამენტარი ვალდებული გახდა, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა აიღოს, არაუგვიანეს არჩევნებიდან [განსახილველ შემთხვევაში - 31 ოქტომბრის არჩევნებიდან] არაუმეტეს 7 დღის ვადაში, ანუ - 2020 წლის 7 ნოემბრამდე;

და

„...ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში [7+7, ანუ - 2020 წ. 14 ნოემბრამდე] წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა...“ [იხ. მუხლი 2031,2];

 

ამასთან, ცესკო ვალდებული გახდა:

ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენისა თუ წარმოუდგენლობის თაობაზე ინფორმაცია, „თავის ვებგვერდზე განათავსოს, ამ ვადის „...გასვლიდან 2 დღეში“ [(7+7)+2, ანუ - 16 ნოემბრამდე]“ [იხ. მუხლი 2031,3];

 

„პარლამენტის რეგლამენტის“ -- 86,3 მუხლში ვკითხულობთ:

„3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას...“;

 

ხსენებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით:

- „ცესკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ინფორმაციას [მუხლი 2031,4];

 

- „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ზ) საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა არ წარმოადგინა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა“ [მუხლი 117,5 –„ა“; „ზ“] .

 

მაშასადამე, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ახლადარჩეული პარლამენტის თითოეული წევრი ვალდებულია - არჩევნებიდან არაუგვიანეს 7 დღეში აიღოს ნარკოლოგიური ცნობა, და მომდევნო 7 დღეში -„ წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა...“ [იხ. მუხლი 2031,2];

 

ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში - „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება...“ [მუხლი 117,5 –„ა“ ] .

 

 

                                                                          მეორე ნაწილი

2020 წ. 3 დეკემბერს მიღებული - ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2020 წ. 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრებად - ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მხრიდან - 90; ხოლო ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის 8 პარტიიდან - 60 დეპუტატია დასახელებული.

ცესკოს ელ. გვერდზე მოცემულია:

- „ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში წინასწარი შედეგებით პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარუდგენლობის თაობაზე“, საიდანაც გვეუწყება, რომ სადეპუტატო მანდატების მომპოვებელი საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან არჩეულ - 60 წევრიდან არცერთს - ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა წარმოდგენილი არ აქვს.

შესაბამისად, ვინაიდან, ასეთ შეთხვევაში დღეს მოქმედი „საარჩევნო კოდექსისმიერი“ ჩანაწერის თანახმად - „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება...“ [მუხლი 117,5 – „ა“; „ზ“],

ამიტომ, 60-ივე ასეთი დეპუტატის „საარჩევნო რეგისტრაცია“ - უნდა „გაუქმდეს“.

 

- ცესკოს იმავე მისამართზე მოცემულია ინფორმაცია: „საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში წინასწარი შედეგებით პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ წარმოდგენილი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ“.

მასში დაფიქსირებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩეულად მიჩნეული 90-დან 89 წევრის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. კერძოდ:

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეულ - ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა დღემდე არ აქვს წარმოდგენილი;

დანარჩენ 89 წევრთან მიმართებით, იქვე წარმოდგენილი მონაცემები ასეთია:

როგორც ითქვა, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის აღება საპარლამენტო არჩევნებიდან 7 დღის, ანუ - 7 ნოემბრის ჩათვლით შემოსაზღვრულ ვადაში ევალებათ [იხ. მუხლი 2031,2].

მიზეზთა გამო, ხსენებული - 89 წევრიდან ექვსს, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხსენებული 7 დღიანი ვადის დარღვევით, ანუ 7 ნოემბრის შემდგომად აქვს აღებული. ესენია:

1. პარტიული სიით არჩეული ბატონი გიორგი გახარია, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 12 ნოემბერს აქვს აღებული [იხ, დანართი];

2. პარტიული სიით არჩეული ბატონი ქალბატონი ანა ბუჩუკური, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 16 ნოემბერს აქვს აღებული [იხ, დანართი];

3. პარტიული სიით არჩეული ბატონი გოდერძი ჩანქსელიანი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 18 ნოემბერს აქვს აღებული [იხ, დანართი];

4. მაჟორიტარული წესით არჩეული ბატონი სამუელ მანუკიანი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 18 ნოემბერს აქვს აღებული [იხ, დანართი];

5. მაჟორიტარული წესით არჩეული ბატონი გივი ჭიჭინაძე, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 19 ნოემბერს აქვა აღებული [იხ, დანართი];

6. პარტიული სიით არჩეული ქალბატონი მარიამ ლაშხი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა 30 ნოემბერს აქვა აღებული [იხ, დანართი];

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა მიხედვით, საარჩევნო რეისტრაცია უნდა გაუუქმდეს:

ერთის მხრივ - „ქართული ოცნება დემოკრატიული საპართველოს“ სახელით ახლადარჩეულ 7 წევრს. ესენია:

1. გიორგი გახარია, 2. ანა ბუჩუკური, 3. გოდექრძი ჩანქსელიანი, 4. სამუელ მანუკიანი, 5. გივი ჭიჭინაძე, 6. მარიამ ლაშხი და 7. ვლადიმერ ჩაჩიბაია; ხოლო

მეორეს მხრივ - დანარჩენი 8 ოპოზიციური პარტიის სახელით, 60-ივე საპარლამენტო მანდატის მომპოვებელ ყველა წევრს.

 

                                                                        მესამე ნაწილი

წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და „პარლამენტის რეგლამენტის“ მოთხოვნათა თანახმად, დღეის მდგომარეობით - ახლადარჩეულ პარლამენტში მხოლოდ 85 წევრია დარეგისტრირებული.

 

ბატონო გიორგი!

როგორც ვხედავთ, მიზეზთა გამო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 2031 და 117,5 – „ა“; „ზ“ მუხლების მოთხოვნათა დარღვევიდან გამომდინარე, 2020 წ. 11 დეკემბრის ახალარჩეულ დეპუტატთა შეკრებაზე  - თქვენს და სტატიაში მითითებული "ქართული ოცნების" კიდევ 6 ახალარჩეული წევრის მიმართ მიღებული სადეპუტატო რეგისტრაცია ექვემდებარება სავალდებულო გაუქმებას.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ წარმოდგენილი მასალის სათანადო იურიდიული ანალიზი, საშუალებას მოგცემთ მიიღოთ კანონიდან გამომდინარე მართებული გადაწყვეტილება.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნული საკითხის მოგვარებისათვის დაგეგმილ, თქვენთვის ხელმისაწვდომ დროსა და ადგილზე გამართულ შეხვედრაში.

 

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

პატივისცემით

 

N43 საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა

[ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის]“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2020 წლის 30 დეკემბერი