Print

ჩვენს მიერ შემუშავებული პოლიტიკური მექანიზმის საბოლოოს მონახაზი

N43-ე საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზის...“

თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია მიმართვა

საქართველოს ამომრჩეველს,

საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ სპექტრს

2020 წ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა ასეთია:

 

„ქართულმა ოცნებამ“ 90, ხოლო დანრჩენმა 8 პოლიტიკურმა პარტიამ 60 სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ამომრჩეველთა ხმების მოგროვება შეძლო.

არჩევნების გაყალბებაში დარწმუნებულმა საპარლამენტო ოპოზიციამ უარი განაცხადა სადეპუტატო მანდატების აღებაზე.

პოლიტიკური კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში ჩართული პოლიტიკური სპექტრი დღემდე უშედეგოდ ცდილობს დაარწმუნოს საქართველოს ამომრჩეველი და საერთაშორისო დამკვირვებლები მათ მიერ შემუშავებული მექანიზმის უპირატესობაში.

 

მოქმედი კანონიდან გამომდინარე მმართველ ძალას კანონიერი უფლებამოსილების მოპოვება, მხოლოდ ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მინიმუმ 100 წევრის დასწრების პირობებში შეეძლოთ.

საკუთარი უფლებამოსილებისათვის კანონიერი გზის მაძიებელ პოლიტიკურ ვაჭრობაში ჩართულიქართული ოცნება“, მიუხედავად დიდი მცდელობისა დღემდე ვერ ახერხებს სადეპუატო მანდატების აღებაზე საპარლამენტო ოპოზიციის მინიმუმ 10 წევრი მაინც დაითანხმოს.

მოქმედი კანონისმიერი მოთხოვნიდან გამომდინარე ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-7 დღეს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა აიღოს, და არა უგვიანეს მომდევნო 7 დღეში წარუდგინოს იგი იმ საარჩევნო კომისიას, სადაც მან პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გაიარა

 

დღეისათვის, პარლამენტის წევრად არჩეულად მიჩნეული მმართველი ძალის 90 წევრიდან 7-ს, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის აღების ვადები დარღვეული აქვს. შესაბამისად, გაყალბებულად მიჩნეულ ახალარჩეულ პარლამენტში არჩეულად მხოლოდ 83 წევრი შეიძლება ჩაითვალოს.

 

ამასთან, ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღემდე საპარლამენტო ოპოზიციის არც ერთ წევრს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა წარმოდგენილი არ აქვს. შესაბამისად, არც ერთი მაათაგანი არ შეიძლება ჩაითვალოს სადეპუტატო მანდატის მფლობელად.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა ითქვას შემდეგ;

ვინაიდან 2020 წ. 11 დეკემბერს გამართული ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე მმართველი ძალის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილება კანონდარღვევით იქნა მიღებული, დღეისათვის საქართველოში მოქმედი პარლამენტი უკანონოდ შეიძლება მივიჩნიოთ.

2020 წ. 19 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, უკანონო პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა ასევე უკანონოდ უნდა მივიჩნიოთ.

შესაბამისად: „საქართველოს კონსტიტუციის“, „საარჩევნო კოდექსისა“ და „პარლამენტის რეგლამენტის“ მოქმედი მუხლების კანონისმიერი მოთხოვნიდან გამომდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგში ავტომატურად უნდა შევიდეს, როგორც „საქართველოს პარლამენტის“ ახალი არჩევნების ჩატარების, ასევე განისაზღვროს საქართველოს უმრავლესობასა და ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციას შორის გასამართი დიალოგის შინაარსი.

 

დასასრულს საქართველოს ამომრჩეველთა გასაგონად უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენის აზრით, წარმოდგენილი მექანიზმი მთლიანად უზრუნველყოფს ქვეყანაში შექმნილი პოილიტიკური კრიზისის მოგვარებას.