Print

ღია მიმართვა არასაპარლამენტო პარტიებს

ან თავად გაერკვიეთ, ანდა სხვას მოუსმინეთ

N43-ე პ/გ „ზვიადის გზის“ სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ საკუთარი პოლიტიკური უმწიფრობისა და იურიდიული თემატიკისადმი სრული უცოდინრობის დამაფიქსირებელი პარტიების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა -

„ვადამდელი არჩევნების თემა სამწუხაროდ დასრულდა“;

და

დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს რჩევასაც კი აძლევენ:

„,,, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიწყოთ საპარლამენტო საქმიანობა და თქვენ პარლამენტის ტრიბუნიდან, ჩვენ კი, კონსტრუქციულ არასაპარლამენტო ოპოზიციის ხედვებიდან, მონაწილება მივიღოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ განვითარებაზე და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებაზე...:

 

ამის საპასუხოდ მხოლოდ ერთი რამის თქმით გვინდა შემოვიფარგლოთ:

თქვენდამი ჩვენი ადრინდელი, პიროვნული კეთილგანწყობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გირჩევთ: -

თუ ნამდვილად გსურთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, ჯერ კარგათ გაერკვიეთ მის ნიუანსებში...

ჩვენის მხრივ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ თემის დეტალებში თქვენი გარკვევის საკითხში.

 

ღმერთმა მოგცეთ უნარი მართებული არჩევანის მიღებაში

 

N43-ე „ზვიადის გზის“

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი