19 მარტი 2012 წ. - მიმართვა აფხაზეთის ავტონომიის საკითხზე
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
მიმართვა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ განსახილველად წარმოგიდგენთ: „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“-ს თაობაზე მომზადებულ წინადადებათა პაკეტს.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება - 2012 წლის 31 მარტამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით - info@ufali.ge], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს - 2012 წლის 5 აპრილისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.
წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.
დანართი: „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“ [16 გვერდი]
სამართლიანობის აღდგენის
კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლეს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
ტელ.: 5 (91) 63-63-36
აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს;
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს;
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს;
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი გვაზავას;
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს;
საზოგადოებრივი მოძრაობა `ქართული ოცნების~ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს;
პოლიტიკური ორგანიზაცია `განახლებული საქართველოსთვის~ თავმჯდომარეს ნანა გულუას;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თამარ ჩუგოშვილს;
თავისუფალი სიტყვის სახლს - გივი თალაკვაძეს;
პ/ო "მთლიანი საქართველოს" ვლადიმერ ვახანიას;
პ/ო "მრეწველებს" - ზურაბ ტყემალაძეს.