2012 წ. 8 მაისი
მიმართვა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ განსახილველად წარმოგიდგენთ: საქართველოს პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში საპარლამენტო კომიტეტის „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს [„ერთადა“] შექმნასთან დაკავშირებით მომზადებულ წინადადებათა პაკეტს.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება - 2012 წლის 22 მაისამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს - 2012 წლის 26 მაისისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.
წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.
დანართი:
საქართველოს პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“] - [8 გვერდი].
აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს
პოლიტიკური ორგანიზაცია „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს ნანა გულუას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს.