Print

2012 წ. 15 მაისი

 საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს

შალვა ნათელაშვილს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს

ბიძინა ივანიშვილს

პ/გ  „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს 

ნანა გულუას

 15 მაისის

ღია წერილი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ლასკარის მიერ 2011 წლის 31 დეკემბერს, ბატონ ზვიად გამსახურდიას ამქვეყნიდან წასვლის მე-18 წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო სხდომაზე დამტკიცებული [№31/12-11] ჩვენი „პოლიტიკური პრიორიტეტები“-ს ამსახველი ნუსხა, ლასკარის 2012 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილების [№7/01-12] თანახმად, დაეგზავნათ:

- საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდს;

- საქართველოს პრეზიდენტს;

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

- საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

- საქართველოს იუსტიციის მინისტრს;

- საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებს;

- აღნიშნული თემატიკით დაკავებულ (დაინტერესებულ) არასამთავრობო ორგანიზაციებს.

თანდართულ მიმართვაში დაფიქსირებული გახლდათ ჩვენი თხოვნა - თითოეულ მათგანს, წარდგენილი თემატიკის გაცნობის შემდეგ, შეძლებისდაგვარად დაეფიქსირებინათ [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ] თავისი პოზიცია [ცნობად მიღება, კრიტიკული შენიშვნა, შეხედულებათა თანხვედრა და სხვა].

ჩვენი „პოლიტიკური პრიორიტეტები“-ს ნუსხით გათვალისწინებულ საკითხთა თაობაზე მომზადებული წინადადებათა სრული პაკეტი შემდეგი თანამიმდევრობით მოგეწოდათ:

1. საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის - 20 იანვარი, 2012 წ.;

2. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული „საქართველოს კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებები - 20 იანვარი, 2012 წ.;

3. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის - 3 თებერვალი, 2012 წ.;

4. საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები - 28 თებერვალი, 2012 წ.;

5. აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები - 19 მარტი, 2012 წ.;

6. საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის - 3 აპრილი, 2012 წ.;

7. საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული „საქართველოს კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებები - 10 აპრილი, 2012 წ.;

8. „საქართველოს პრეზიდენტი“ - „საქართველოს კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებები - 25 აპრილი, 2012 წ.;

9. საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი“ [„კავმშვისა“] – 1 მაისი, 2012 წ.;

10. საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“] – 8 მაისი, 2012 წ.

წარმოდგენილ საკითხებთან მიმართებაში, თქვენის მხრიდან, დღემდე არ დაფიქსირებულა არცერთი კრიტიკული მოსაზრება, რაც საშუალებას გვაძლევს დავუშვათ - მთლიანად, ან ცალკეული თემატიკის ირგვლივ, ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით - დღეის მდგომარეობით, თქვენთვის მისაღებ თითოეულ საკითხთან მიმართებაში, გაფორმებულ იქნეს - სპეციალური შეთანხმება-მემორანდუმი, რომელიც დაეფუძნება, როგორც ამომრჩევლის წინაშე, ასევე ერთმანეთთან მიმართებაში ორმხრივად აღებულ ვალდებულებას იმის თაობაზე, რომ:

საქართველოში მომქმედი კანონმდებლობით მონიჭებული უფლება-მოსილების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ წინამდებარე მემორანდუმით განსაზღვრული პრინციპების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში განხორციელებისათვის.

გაცნობებთ აგრეთვე, რომ მზად ვართ გავიზიაროთ, ჩვენს მიერ თქვენდამი წარმოდგენილ წინადადებათა მთელ პაკეტზე, ან მის ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში, მიღწეული შეთანხმების გაფორმების - თქვენთვის მისაღები, დროისა და ადგილის თაობაზე გამოთქმული ნებისმიერი თვალსაზრისი.

ჩვენის მხრივ გთავაზობთ, რომ ხსენებული შეთანხმების გაფორმება მოხდეს - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს შტაბ-ბინაში - 2012 წლის 26 მაისს, 15.00 საათზე.    

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულით

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი