Print

2012 წლის 29 მაისის მიმართვა

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

29 მაისის

ღია წერილი

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე ვხელმძღვანელობთ რა წმიდა წერილისეული შეგონებით - ... მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხ. 22,17), ჩვენი „პოლიტიკური პრიორიტეტები“-ს ნუსხით გათვალისწინებულ საკითხთა თაობაზე მომზადებულ წინადადებათა ათი სრული პაკეტი, 2012 წლის 20 იანვრიდან - 8 მაისამდელ დროის მონაკვეთში, ეტაპობრივად წარმოგიდგინეთ.

მიზეზთა გამო, ჩვენს მიერ თქვენდამი სათანამშრომლოდ გადმოდგმულ ნაბიჯებს, სამწუხაროდ, სათანადო საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია რა, რომ თქვენ უკვე ინფორმირებულები ხართ, გვინდა დავაფიქსიროთ, რომ - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მხრიდან თქვენთან პოლიტიკური თანამშრომლობის რესურსი, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად ამოწურულია. ამის შემდგომად - ჯერი თქვენზეა!

ღმერთის მიერ ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, - „როგორც თქვენ გინდა მოგექცნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ... (მათე 7,12), - გვინდა რა ბოლომდე მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი, წარმოგიდგენთ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წინასაარჩევნო განაცხადს - „უფლის სახელით“.

მთელი პასუხისმგებლობით გაფრთხილებთ - ჩვენ, ბოლო ჟამის მიწურულს გვიწევს ცხოვრება, რომელიც, ღმერთის მიერ განსაზღვრულ დროს - მეორედ ღმერთად მომავალ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებით დასრულდება. ამ დიადი წამის მოლოდინის სურვილით, წმიდა წერილისეული შეგონებით დაგემშვიდობებით, ვიცოდეთ:

- „... რადგანაც ახლოა ჟამი. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს ჯერ, ბილწი კვლავ ბილწობდეს ჯერ, მართალი კვლავ მართლობდეს ჯერ, წმიდა კვლავ წმიდობდეს ჯერ. აჰა, მოვალ მალე, და ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისაებრ მივაგებ თვითეულს“ (გამოცხ. 22,10-12).

ქრისტესმიერი სიყვარულით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს

პოლიტიკური ორგანიზაცია „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს  ნანა გულუას