Print

5 ივნისი 2012 წელი - პროკურატურას

საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ მურთაზ ზოდელავას!

 

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი  ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

მიმართვა

ბატონო მურთაზ!

„საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად: საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, ოთხი წლის ვადით აირჩევა [იხ. მუხლი 49-1].

კონსტიტუციური ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, რომლის პირველი სხდომაც 2008 წლის 7 ივნისს გაიმართა, თავისი - ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა - 2012 წლის 7 ივნისს ამოეწურება. მაშასადამე:

2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული, 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტის საქმიანობა მომქმედ კანონმდებლობასთან მოვა წინააღმდეგობაში, ანუ - ანტიკონსტიტუციური იქნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტი „საქართველოს კონსტიტუციის“: 61-ე მუხლის 2 და 3 პუნქტების თანახმად, უახლოესი 24 საათის განმავლობაში - არ მოიწვევს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, კონკრეტული, წინასწარგანსაზღვრული დღის წესრიგით:

ა) პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა [54-ე მუხლის 1 პუნქტი];

ბ) პარლამენტის წევრთა მხრიდან დადგენილ გასამრჯელოს მიღებაზე უარის თქმა [53-ე მუხლის 3 პუნქტი];

მაშინ კონსტიტუციურ ნორმათა მოთხოვნიდან გამომდინარე, სრულიად აშკარა იქნება, რომ 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტი, მისთვის კონსტიტუციური ნორმით განსაზღვრული ოთხწლიანი ვადის ამოწურვის, ანუ 2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული:

1. ახდენს საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპაციას;

2. პარლამენტის წევრები ბოროტად იყენებენ თავის თანამდებობრივ მდგომარეობას;

3. კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის განხორციელებისას ახდენს საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვას.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი, ეყრდნობა რა ზემოთქმულს, უფლებამოსილი და ვალდებულია მოგმართოთ თხოვნით:

2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტისა - ზოგადად, და მისი თითოეული წევრის მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, მათი მხრიდან - ხელისუფლების უზურპაციის; თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების უკანონოდ ხარჯვის ფაქტთან დაკავშირებით.

იმედი გვაქვს თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი


ტელ.:

5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა

- This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი,

2012 წ. 5 ივნისი