Print

2012 წლის 12 ივნისი - მინდია გულუას!

პარტია "განახლებული საქართველოსთვის" 
მთავარ მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში
ბატონ მინდია გულუას!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმაე რისა: 
უფალია ჩვენი სიმართლე“-
ლასკარის
ღია წერილი

 

ბატონო მინდია!

ვიზიარებთ თქვენი სიდედრისა და დისშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტრაგედიას - ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.

 გვსურს რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი თქვენს წინაშე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბიბლიასთან - ზოგადად, და კონკრეტულად - მისგან მომდინარე ღმერთის სიტყვასთან დამოკიდებულება, ჩვენგან უდიდეს სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

გასული წლის დეკემბერში თქვენთან შეხვედრისას ჩვენ, შეძლებისდაგვარად, დეტალურად გაგაცანით - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეალობის ამსახველი, ბიბლიაში დაფიქსირებული, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები. კერძოდ:

ზვიად გამსახურდიასა და ედ. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლა-წასვლის თარიღების პარალელურად, გაუწყეთ - მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის დასასრულის შესაცნობი ნიშნების ნაწილიც...

მოგახსენეთ ისიც, რომ, ჩვენის აზრით, თქვენ - პიროვნულად, და თქვენს მიერ ფუძეჩაყრილი პოლიტიკური ერთეული, უნდა ბრძანდებოდეთ - ის ძალა, რომელთაც, ბიბლიის მიხედვით, განსაკუთრებული მისია გაკისრიათ.

ამასთანავე, იქვე განგიცხადეთ, რომ, - ბიბლიური: „იონა წინასწარმეტყველის“ მსგავსად, - თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის დონიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციასთან დამოკიდებულების შესაბამისად მოგვეკითხებოდა.


ბატონო მინდია!

მიზეზთა გამო, დღემდე ჩვენი განმეორებითი შეხვედრა - ვერ მოხერხდა; არადა ჩვენს წინ, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.

ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან [ანუ - ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო] წარმოგიდგინოთ, ბიბლიაში დაცული - მიმდინარე ეტაპის ამსახველი, სავარაუდო სამოქმედო გეგმის ის დეტალები, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს - მ. სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაში მთავარი როლის შემსრულებელი ძალა.

ამ ურთულეს გზაზე წარმატების მიღწევა, მხოლოდ ღმერთის მიერ წინასწარ ნაუწყების - თანამიმდევრულად და განუხრელად შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი. გვახსოვდეს - ჩვენ ყველანი, ჩვენი საქმეებით ვაგებთ პასუხს უზენაესის წინაშე

იმედს ვიტოვებთ რომ, თქვენ - ნამდვილად ბრძანდებით ის პიროვნება, რომელმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, ბიბლიაში წინასწარნაუწყების ასრულების საქმეში.

ამიტომ, ვცდილობთ რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი თქვენს წინაშე, მზად ვართ, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროსა და ადგილზე, პირადად გაგაცნოთ ბიბლიაში დაფიქსირებული სამოქმედო გეგმის დეტალები.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ პოზიცია გაგვიზიაროთ თქვენთვის ხელსაყრელი  ფორმით:

- ფეისბუქის გვერდი - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

- ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

- ტელ.:  5(91) 63-63-36

თქვენთან შეხვედრის სურვილით,

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით


„სამართლიანობისაღდგენის კავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“-ს

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი


2012 წლის 12 ივნისი,

პეტრე-პავლობის მარხვა