Print

2012 წ. 24 ივნისი - მინდია გულუა

პარტია "განახლებული საქართველოსთვის
მთავარ მრჩეველს 
საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში
ბატონ მინდია გულუას!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: 
უფალია ჩვენი სიმართლე-
ლასკარის
ბოლო ღია წერილი

 

ბატონო მინდია!

დღევანდელი ჩვენი ბოლო ღია-წერილი, თქვენდამი 2012 წლის 12 ივნისს გამოგზავნილი ღია წერილის ერთგვარი გაგრძელება-დასასრულია.

როგორც პირადი შეხვედრისას - თქვენ, და თქვენს დას, ქ-ნ ნანას მოგახსენეთ, ჩვენ დღეს - ბოლო ჟამში ვცხოვრობთ, და რომ

- მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტეს გაცხადებისწინა დროის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები, სწორედ - საქართველოში (ძირითადად) მიმდინარე მოვლენებით გვიდასტურდება;

 - წმიდა წერილებში დაფიქსირებულის მიხედვით წარიმართა - ზვიად გამსახურდიასა და ედ. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლა-წასვლასთან დაკავშირებულ მოვლენათა ძირითადი ჯაჭვი;

- მათში, ასევე დაფიქსირებულია მ. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისა და მისი მმართველობის დასასრულის მაუწყებელი ნიშნები.

ამ კოდირებულ ინფორმაციებში, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს პრინციპით, დეტალურადაა მოცემული დროის ამ მონაკვეთში მომქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების მთელი საქმიანობა.

ბიბლიური მინიშნებით - „რვიანის“, ჯერ - „ექვსიანად“, ხოლო მოგვიანებით - „ოთხიანად“ გარდასახვის შემდგომად, ანუ - 2011 წლის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, „სათავე“ დაედო ბოლო ჟამის გასრულებისწინა დროის დადგომის შესაცნობი ნიშნების ასრულებას.

წმიდა წერილებში კოდირებულად გადმოცემულის თანახმად ე.წ. მოსამზადებელი მონაკვეთი - 2012 წლის ივლისის თვეში მთავრდება.

2011 წლის 3-4 დეკემბერს - მინსკში, ორივესთან, ხოლო იმავე თვის მიწურულს - თბილისში, თქვენი პ/გ-ის თავმჯდომარის ქ-ნ ნანასთან პირადი შეხვედრისას, მე - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარემ, და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილემ - ბეჟან შერგელაშვილმა, ნათლად დაგიფიქსირეთ, რომ - ბოლო ჟამისმიერი თვალთახედვით, წმიდა წერილისეული მინიშნებებით განსაზღვრული საქმიანობის თანამიმდევრულად არ დაცვის [გათვალისწინების] შემთხვევაში, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობის დონის შესაბამისად მოგვეგებოდა...

2011 წლის დეკემბრის მიწურულიდან მოყოლებული დღემდე, თქვენი პ/გ-ის სახელზე გაკეთებული არაერთი მიმართვის მიუხედავად, მიზეზთა გამო, თქვენი მხრიდან არანაირი გამოხმაურება (თუმცა ესეც ხომ ერთგვარი - „პასუხია“) არ ყოფილა.

2012 წლის იანვრიდან - 8 მაისამდელ დროში, თქვენი პ/გ-ის თავმჯდომარესა და თქვენს დას, ქ-ნ ნანა გულუას სახელზე, ეტაპობრივად მოგართვით წინადადებათა სრული პაკეტი, რომლებშიც გთხოვდით რათა თქვენი პოზიცია დაგეფიქსირებინათ:

- ზვიად გამსახურდიას მიერ ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისა გამო, მისი წმიდანად შერაცხვის თაობაზე დედა-ეკლესიის წინაშე საკითხის დაყენებასთან მიმართებაში;

- საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის ირგვლივ;

- 1991/1992 წლების მოვლენათა შეფასების თაობაზე;

- 1991/1992 წლებიდან მოყოლებული საქართველოში დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის მექანიზმთან დაკავშირებით;

- საქართველოში სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თემატიკის მიმართ;

- აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაციისა და მასში, ათასობით დევნილი მოსახლეობის ნების რეალურად ასახვის მექანიზმის შემუშავებაზე;

- ზემოთაღნიშნული საკითხების რეალობად ქცევისათვის, უახლოეს მომავალში, გასატარებელი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხთა თაობაზე  და ა.შ. (იხ. თქვენს კანცელარიაში ჩაბარებული მასალა).

ყოველივე ზემოთქმულის ირგვლივ, თქვენი პ/გ-ის თავმჯდომარის წინაშე 2012 წლის 15 მაისით დათარიღებულ ღია წერილში, კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯების განხორციელების საკითხიც დავაყენეთ.

ჩვენი ლასკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ბ-მა ჯემალ ჯიქიამ, თქვენი პ/გ-ის გამგეობის წევრებს და თავად ქ-ნ ნანას, პირად საუბრებში, არაერთხელ განუცხადა ჩვენგან დანაბარები, რომ - ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, არასათანადო საქციელს, აუცილებლად მოჰყვებოდა შესაბამისი უკუგება.

მიღებული „დუმილის“ საპასუხოდ, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი, ამჯერად ბოლო მიმართვა გაკვეკეთებინა. 2012 წლის 29 მაისით დათარიღებულ ქ-ნ ნანასადმი მიწერილ ღია წერილში ვკითხულობთ - „...მიზეზთა გამო, ჩვენს მიერ თქვენდამი სათანამშრომლოდ გადმოდგმულ ნაბიჯებს, სამწუხაროდ, სათანადო საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია რა, რომ თქვენ უკვე ინფორმირებულები ხართ, გვინდა დავაფიქსიროთ, რომ - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მხრიდან თქვენთან პოლიტიკური თანამშრომლობის რესურსი, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად ამოწურულია. ამის შემდგომად - ჯერი თქვენზეა!...“ (იხ. გაზ. № 24 (817), გვ. 2).

2012 წლის მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში თქვენი ოჯახის უზომო ტრაგედიით შეძრულებმა, გადავწყვიტეთ - კიდევ ერთხელ მოგვეხადა ჩვენი ადამიანური ვალი, და - 2012 წლის 12 ივნისს, ელ. ფოსტით, პირადად თქვენდამი მომართულ ღია წერილში, გთხოვეთ:

 - „...ბატონო მინდია!

მიზეზთა გამო, დღემდე ჩვენი განმეორებითი შეხვედრა - ვერ მოხერხდა; არადა ჩვენს წინ, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.

ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან [ანუ - ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო] წარმოგიდგინოთ, ბიბლიაში დაცული - მიმდინარე ეტაპის ამსახველი, სავარაუდო სამოქმედო გეგმის ის დეტალები, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს - მ. სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაში მთავარი როლის შემსრულებელი ძალა.

ამ ურთულეს გზაზე წარმატების მიღწევა, მხოლოდ ღმერთის მიერ წინასწარ ნაუწყების - თანამიმდევრულად და განუხრელად შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი. გვახსოვდეს - ჩვენ ყველანი, ჩვენი საქმეებით ვაგებთ პასუხს უზენაესის წინაშე.

იმედს ვიტოვებთ რომ, თქვენ - ნამდვილად ბრძანდებით ის პიროვნება, რომელმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, ბიბლიაში წინასწარნაუწყების ასრულების საქმეში.

ამიტომ, ვცდილობთ რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი თქვენს წინაშე, მზად ვართ, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროსა და ადგილზე, პირადად გაგაცნოთ ბიბლიაში დაფიქსირებული სამოქმედო გეგმის დეტალები...“ (იხ. გაზ. № 26 (819), გვ. 2).

აღნიშნული წერილის გამოგზავნის 10 დღის თავზე, მაშინ როდესაც თქვენ „ფეისბუქის“ გვერდზე ჩართული ბრძანდებოდით, უშუალოდ გთხოვეთ სავარაუდო შეხვედრის თაობაზე თქვენი პოზიციის დაფიქსირება. სამწუხაროდ, ათიოდე წუთის შემდეგ, თქვენ ისე გახვედით „საუბრის რეჟიმიდან“, რომ პასუხი არ გაგიციათ.

ასეთი პასუხის „მიღების“ შემდეგ, 2012 წლის 23 ივნისს  ჩვენი ლასკარის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, წინამდებარე წერილით, ბოლო მიმართვა გაგვეკეთებინა თქვენდამი.

ბატონო მინდია!

ჩვენ, თქვენთან კავშირზე გამოსვლა - წმიდა წერილისეულ ნიშნებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ. დასაწყისში, თქვენი საქმიანობის გარკვეული პოზიტიური თანხვედრა წინასწარდაწერილთან, გვაფიქრებინებდა, რომ თქვენს პოლიტიკურ ძალას შესწევდა უნარი ბოლომდე გაყოლოდა იმ გზასავალს, რომელიც წმიდა წერილშია მოცემული, და ასახავს ცრუწინასწარმეტყველ - მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის დასასრულს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსაჩენი (გამოსული) მთავარი მომქმედი ერთეულის მიერ გასაკეთებელ საქმეთა ერთობას.

მიზეზთა გამო, უკანასკნელ თვეებში თქვენს მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებში გამოკვეთილ, წმიდა წერილებში დაფიქსირებულიდან თანდათანობითი ჩამოცილების ტენდენციის თავიდან აცილების მიზნით, განხორციელებულ ჩვენს მცდელობას - პირად შეხვედრაში აგვეხსნა თქვენი ამდაგვარი საქმიანობის კორექტირების აუცილებლობა, თქვენის მხრიდან არანაირი შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ - თქვენი ინფორმირებულობის მიუხედავად, თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი, სავარაუდო ერთობლივი გზასავალიდან გადახვევის [ჩამოცილების] წინაპირობაა.

შესაბამისად, ვთვლით რომ ჩვენ, მთლიანად ამოვწურეთ, თქვენთან - ბიბლიაზე დაყრდნობით წარსარმართი პოლიტიკური თანამშრომლობის პრაქტიკული რესურსი.

დღეიდან მოყოლებული, ჩვენ - ვწყვეტთ თქვენთან ურთიერთობას, იმ - თეორიულად, ჯერ კიდევ, მოსალოდნელ მიჯნამდე, ვიდრე თავად არ დაინახავთ ამის პრაქტიკულად აღდგენის აუცილებლობას.

წინასწარვე გაცნობებთ {გაფრთხილებთ], რომ ბიბლიური ტექსტი [რომლის კოდირებული მინიშნებების გახსნისაგან ამჯერად თავს ვიკავებთ], საკმაოდ მკაცრ შეგონებას შეიცავს, რომელშიც, ქართული საეკლესიო ახალი წლიდან [სექტემბერი] ათვლით [„... მეათე თვის თორმეტში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი“ (ეზეკ. 29,1)] მოსახდენზე ასე გვეუწყება:

- „ადამის ძევ! [კოდია] მიმართე პირი ფარაონისკენ [კოდია], ეგვიპტის მეფისკენ [კოდია], და უწინასწარმეტყველე მას და მთელს ეგვიპტეს (2). ელაპარაკე და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი... (3)

მიხვდება ეგვიპტის ყველა მცხოვრები [კოდია], რომ უფალი ვარ, რადგან ლერწმის საყრდენი [კოდია] იყავი ისრაელის სახლისათვის [კოდია] (6). როცა ხელს გავლებდნენ, იმსხვრეოდი და ჩხვლეტდი მათ მკლავებს, როცა გეყრდნობოდნენ [კოდია], ტყდებოდი და წელში აშეშებდი მათ (7).

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: [დანარჩენი თავად შეგიძლიათ იხილოთ]... (8).

აღარ იქნება ის იმედად ისრაელის სახლისათვის [კოდია], დანაშაულს ახსენებდა, როცა მათკენ მიიქცეოდნენ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ“ (ეზეკ. 29,2-3; 6-8; 16).

ბატონო მინდია!

მიუხედავად უახლოეს მომავალში განსავითარებელი მოვლენებისა, ვიხდით რა ჩვენს ადამიანურ ვალს, გვინდა წარმატება გისურვოთ - თქვენს მიერ პირად და ქვეყნის სასიკეთოდ გადასადგმელ ნაბიჯთა ქმედებაში.

ღმერთი ყოფილიყოს თქვენი შემწე ყოველ კეთილ საქმეში.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

2012 წლის 24 ივნისი

პეტრე-პავლობის მარხვა.