№ 2 მიმართვა ცსკ-ს - 18.01.2012 წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე”-ს
ლასკარის თავმჯდომარის
მიხეილ (გელა) სალუაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ზურაბ!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“ 2012 წლის 14 ივლისის სხდომაზე, კავშირის წესდების 6,5 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება - 2012 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:
- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;
- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ხელმძღვანელი პირია: ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, 1 მ/რ, 2 კორპ., 95 ბინა. ტელ.: მობ. 5(91) 63-63-36; სახლ. 263-63-36];
- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენელი ცსკ-ში გახლავთ: ნათელა მელქაძე, [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, თემქის დასახლება, 11 მ/რ, 3 კვარტ., 57-ა კორპ., 7 ბინა. ტელ.: 264-93-50], რომელიც სარგებლობს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ, საარჩევნო კომისიაში მივლენილი წარმომადგენლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებით.
ბატონო ზურაბ!
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2012 წ. ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენს მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.
გიგზავნით კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.
დანართი:
1. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა № 052 - 2 ფურცელი;
2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდება (ახალი რედაქცია) - 4 ფურცელი;
3. კავშირის ხელმძღვანელი პირის ლასკარის თავმჯდომარის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში - 1 ფურცელი.
პატივისცემით:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა) სალუაშვილი
18 ივლისი 2012 წ.