Print

2012 წ. 2 აგვისტო - ცსკ-იას

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ბატონო ზურაბ!

2012 წლის 18 ივლისს ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით წარმოდგენილ განცხადებაში, ვეყრდნობოდით რა „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც:

„მუხლი 113. პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:

ბ) საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ან არ იღებს დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტში ვკითხულობთ - „...9. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია...“,

კერძოდ გაცნობებდით, რომ - „...ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“... ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2012 წ. ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენს მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით. გიგზავნითკანონითგანსაზღვრულდოკუმენტაციას...“.

„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან იმავე დღეს გადმოგვეცა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი ბლანკი.

2012 წლის 18 ივლისიდან დავიწყეთ რა  შესაბამისი საქმიანობა - „საარჩევნო კოდექსით“ 15 აგვისტომდე დადგენილ ვადაში ჩვენ ვაპირებდით წარმოგვედგინა კიდეც საჭირო ოდენობის მხარდამჭერთა სიები.

„საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად - „მუხლი 38. მხარდამჭერთა სიების შემოწმება: 1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო... 5. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში...“.

ამდენად, კანონით, ჩვენს მიერ არა უგვიანეს 15 აგვისტომდე წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა, არაუგვიანეს 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს მოიცავს.

„საარჩევნო კოდექსის“ ამ და სხვა მოთხოვნათა შესაბამისად რადგანაც საქართველოში საპარლამენტო - „...არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 108,2], ამ თარიღის გამოცხადების ქვედა მიჯნა კი სწორედ ზემოთ მოცემული - 25 აგვისტო გახლდათ.


ბატონო ზურაბ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების - 1 ოქტომბერს დანიშვნა, „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შექმნილი იურიდიული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის აზრით ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 - ცსკ-მ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, და „საარჩევნო კიდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით დანიშნოს იგი, ზემოთ გაჟღერებული 25 აგვისტოს მომდევნო დღიდან ათვლით ნებისმიერ მისთვის სასურველ იურიდიულად გამართულ დროს.

როგორც მოგეხსენებათ „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად

- „ 10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა“ [მუხლი 113,10].

აქედან გამომდინარე თუკი, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის შინაარსის შექმნილ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გთხოვთ:

- საარჩევნო რეგისტრაციაში გაატაროთ ჩვენი პ/გ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო სახელდებით: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ [იხ. 2012 წლის 18 ივლისის განცხადებასთან ერთად  წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტები:

1. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა № 052- 2 ფურცელი;

2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს წესდება (ახალი რედაქცია)- 4ფურცელი;

3. კავშირის ხელმძღვანელი პირის ლასკარის თავმჯდომარის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში - 1 ფურცელი.].

მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ჩვენთვის, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვეული, ყველა ხელშემშლელი დროითი ფაქტორის ხარვეზის აღმოფხვრა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დაცვით წარვმართოთ არჩევნებამდე 60 დღის ვადაში გაწერილი საქმიანობა.

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ხელმძღვანელი პირია: ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, 1 მ/რ, 2 კორპ., 95 ბინა. ტელ.: მობ. 5(91) 63-63-36; სახლ. 263-63-36];

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენელი ცსკ-ში გახლავთ: ნათელა მელქაძე, [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, თემქის დასახლება, 11 მ/რ, 3 კვარტ., 57-ა კორპ., 7 ბინა. ტელ.: 264-93-50], რომელიც სარგებლობს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ, საარჩევნო კომისიაში მივლენილი წარმომადგენლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებით.

პატივისცემით:

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი