Print

2012 წ. 3 აგვისტო - ცსკ-იას

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ბატონო ზურაბ!

„საარევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის შესაბამისად - „მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება - 1. ცესკო; ... ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს... [მუხლი 14, 1-], 

- „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 აგვისტოს სხდომაზესაქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა“[იხ. ცსკ- ვებ-გვერდი],

რომელშიც არაფერია ნათქვამი იმ პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირების ვადის თაობაზე, რომელთაცსაარჩევნო კოდექსის“ 113- მუსლის: 1-; და მე-9 პუნქტის შესაბამისად ევალებათ - „...არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია“.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტი, ზუსტად განსაზღვრავს ასეთ /-ათა რეგისტრაციის ვადას - „...ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59- დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს...“ [მუსლი 113,10].

ზემოთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ განგვიმარტოთ

 რამ გამოიწვია ცსკ- 2 აგვისტოს სხდომაზე დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის: 1-ბ; და 9 პუნქტებით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირების ვადების მიუთითებლობა.

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ № 01/08/01 განკარგულების შესაბამისად 2012 წლის არჩევნები 1 ოქტომბერსაა დანიშნული.

შესაბამისად „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს - „...არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59- დღისა“, ანუ არა უგვიანეს - 2012 წლის 3 აგვისტოსი.

ამავე დროს დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად:

- არა უგვიანეს 47-ე დღისა 15 აგვისტო ოთხშაბათი:

1. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ცესკოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 %) ამომრჩევლის სიას, ხოლო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სიას (113-ე მუხლის მე-9 პუნქტი)

პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილება, მისი წარდგენიდან 10 დღეში საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით (113-ე მუხლის მე-9 პუნქტი);

- არა უგვიანეს 37-ე დღისა 25 აგვისტო შაბათი

1. მთავრდება საარჩევნო ბლოკების საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა (114-ე მუხლის მე-7 პუნქტი) (ბოლო ვადა)

2. საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პარტიების მხარდამჭერთა სიას (მისი წარდგენიდან 10 დღეში) ამოწმებს ცესკოს შესაბამისი სამსახური საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით (113-ე მუხლის მე-9 პუნქტი)

3. საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ცესკოში იმართება წილისყრა საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა მონაწილეობით იმ საარჩევნო ბლოკებისათვის (გარდა იმ ბლოკებისა, რომლებიც  შექმნილია 2008 წლის 21 მაისის პარლამენტის არჩევნების მონაწილე პარტიების მიერ) რიგითი ნომრების მინიჭების მიზნით. (ცესკოს დადგენილება №25/2012)“.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ განგვიმარტოთ:

თუკი 25 აგვისტოს ბლოკებად რეგისტრაცია მთავრდება, როგორ უნდა მოესწროს ამავე დღეს შემოწმებული მხარდამჭერთა სიების წარმომდგენ პ/გ-ათა:

1. საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაცია;

2. ბლოკში სავარაუდო გაერთიანება; და

3. მათთვის რიგითობის განმსაზღვრელ კენჭისყრაში მონაწილეობა ?

 

ბატონო ზურაბ!

2012 წლის 2 აგვისტოს ჩვენს მიერ ცსკ-ში წარმოდგენილ განცხადებაში უკვე მოგახსენეთ, რომ:

„... 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების - 1 ოქტომბერს დანიშვნა, „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შექმნილი იურიდიული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის აზრით ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 - ცსკ-მ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, და „საარჩევნო კიდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით დანიშნოს იგი, ზემოთ გაჟღერებული 25 აგვისტოს მომდევნო დღიდან ათვლით ნებისმიერ მისთვის სასურველ იურიდიულად გამართულ დროს...“.

დიახ - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების 1  ოქტომბერს დანიშვნის ფაქტი, წინააღმდეგობაში მოდის „საარჩევნო კოდქსის“ მოთხოვნებთან, რომლის თანახმადაც არჩევნები არ შეიძლება დაინიშნოს 2012 წლის 24 ოქტომბრამდე.


ბატონო ზურაბ!

„საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადის გათვალისწინებით 113-ე მუხლის: 1-ბ, და მე-9 პუნქტებით გამოკვეთილი პ/გ საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაცია არ შეიძლება მოხდეს 2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომ დროში.

ამით, ასეთ პ/გ აღარ ეძლევათ კანონიერი გზით საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალება, ანუ ისინი ხელოვნურად რჩებიან არჩევნების პროცესს მიღმა.

აქედან გამომდინარე თუკი, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო იქნება - უკანონო!

იმედი გვაქვს თქვენგან მოვიღებთ ზემოთ წამოჭრილ კითხვების პასუხს.

პატივისცემით:

 

სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი