Print

2012 წ. 12 აგვისტო - ცესკოს: სიების წარდგენა

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ბატონო ზურაბ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს მიერ ცსკ-ში წარმოდგენილ 2012 წლის 18 ივლისის განცხადებაში, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობეთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან იმავე დღეს გადმოგვეცა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი ბლანკი.

2012 წლის 18 ივლისიდან დავიწყეთ რა  შესაბამისი საქმიანობა, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას, საერთო რაოდენობით:

- 26 896 [ოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი] ხელმოწერა.

დანართი:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, სულ:

904 [ცხრაას ოთხი] ფურცელი, მათ შორის:

 

30 ხელმოწერით - 808 ფ.;

29 ხელმოწერით - 76 ფ.;

28 ხელმოწერით - 4 ფ.;

26 ხელმოწერით - 2 ფ.;

25 ხელმოწერით - 1 ფ.;

24 ხელმოწერით - 2 ფ.;

23 ხელმოწერით - 5 ფ.;

22 ხელმოწერით - 1 ფ.;

20 ხელმოწერით - 1 ფ.;

18 ხელმოწერით - 1 ფ.;

16 ხელმოწერით - 1 ფ.;

15 ხელმოწერით - 1 ფ.;

9 ხელმოწერით - 1 ფ..

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი