Print

2012 წ. 18 აგვისტო - მიმართვა -1 ცესკოს

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

ბატონო ზურაბ!

2012 წლის 12 აგვისტოს, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგინეთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, საერთო რაოდენობით:  26 896 [ოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი] ხელმოწერა.

2012 წლის 16 აგვისტოს ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ აღნიშნული სიის შემოწმების შედეგად, მიზეზთა გამო, გაბათილებულ იქნა 11 322 (თერთმეტი ათას სამასოცდაორი) ხელმოწერა და დარჩა 15 574 (თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი) ხელმოწერა.

დაფიქსირებული ხარვეზის შესავსებად განკუთვნილი დროის ვადაში, „საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჩვენს მიერ შეგროვილი და თქვენდამი წარმოდგენილი -  „უფლის სახელით - უფალია  ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის საერთო რაოდენობა გახლავთ:

12 339 [თორმეტი ათას სამასოცდაცხრამეტი]

 

დანართი:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, სულ: 412 [ოთხასთორმეტი] ფურცელი.

პატივისცემით

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი