2012 წ. 18 აგვისტო - მიმართვა -2 ცესკოს
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს
ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე”-ს
ლასკარის თავმჯდომარის
მიხეილ (გელა) სალუაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ზურაბ!
როგორც მოგეხსენებათ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.
„საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლის 2-3 პუნქტების შესაბამისად გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი პ/გ-ის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დადგენილი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ, ჩვენი საარჩევნო კამპანიის ხარჯების - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი.
პატივისცემით:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“--ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი