Print

3 სექტემბერი 2012 წ. - მიმართვა პროკურატურას

საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ მურთაზ ზოდელავას!

 

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი  ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

მიმართვა

ბატონო მურთაზ!

ნებისმიერი არჩევნები სამართლიანი და კანონიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში იქნება წარმართული.

დღეს მომქმედი - საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ზუსტად განსაზღვრავს და არეგულირებს არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. კერძოდ 113-ე მუხლის  თანახმად:

„მუხლი 113. პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:

ბ) საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ან არ იღებს დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტში ვკითხულობთ - „...9. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია...“,

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 38-მუხლისშესაბამისად - „მუხლი 38. მხარდამჭერთასიებისშემოწმება:

1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო... 5. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდადასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში...“.

ამდენად, კანონით, არა უგვიანეს 15 აგვისტომდე წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა, არაუგვიანეს 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს მოიცავს.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ამ და სხვა მოთხოვნათა გათვალისწინებით, რადგანაც, საქართველოში, საპარლამენტო - „...არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 108,2],

შესაბამისად, კანონით განსაზღვრული 60 დღიანი მონაკვეთის ათვლის, ანუ  საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების ქვედა მიჯნა სწორედ ზემოთ მოცემული - 25 აგვისტო გახლავთ.

მეორეს მხრივ, დღეს მომქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად - „პარლამენტისმორიგიარჩევნებიტარდებაპარლამენტისუფლებამოსილებისვადისამოწურვისკალენდარულიწლისოქტომბერში...“ [მუხლი 50, პუნქტი 21].

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოში მომქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ - საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღად შეიძლება განისაზღვროს საარჩევნო წლის ოქტომბრის თვის მხოლოდ: 24 – 31 ოქტომბერს შორის არსებული, მისთვის მისაღები რიცხვი.

 

ბატონო მურთაზ!

ჩვენთვის აუხსნელი მიზეზისა გამო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით [№01/08/01], საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღად 2012 წლის 1 ოქტომბერი გამოცხადდა.

აღნიშნული კანონდარღვევის დროულად აღმოფხვრის მიზნით, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სახელით, მეორე დღესვე, ანუ 2012 წლის 2 აგვისტოს, სპეციალური განცხადებით მივმართეთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს [იხ. დანართი №1], სადაც კერძოდ ვწერდით:

- „...ბატონო ზურაბ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების - 1 ოქტომბერს დანიშვნა, „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შექმნილი იურიდიული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის აზრით ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 - ცსკ-მ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, და „საარჩევნო კიდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით დანიშნოს იგი, ზემოთ გაჟღერებული 25 აგვისტოს მომდევნო დღიდან ათვლით ნებისმიერ მისთვის სასურველ იურიდიულად გამართულ დროს...“ [იხ. დანართი №1].

 

ბატონო მურთაზ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად - „.. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს...“ [მუხლი 113,10].

საპარლამენტო არჩევნების თარიღად 1 ოქტომბრის განსაზღვრისა გამო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი - „არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა“, იწურებოდა 2012 წლის 3 აგვისტოს, და ეს მაშინ, როდესაც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების ჩაბარების ვადა - 15 აგვისტომდე გახლდათ, რომელთა შემოწმებისათვის საჭირო 10 დღიანი ვადა [იხ. მუხლი 38,5] კი 25 აგვისტოს იწურებოდა.

გამოკვეთილი გარემოებების გასათვალისწინებლად, და მოსალოდნელი კანონდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, 2012 წლის 3 აგვისტოს კიდევ ერთი განცხადებით მივმართეთ ცესკოს თავმჯდომარეს  [იხ. დანართი № 2], სადაც კერძოდ ვწერდით:

- „ბატონო ზურაბ!

„საარევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის შესაბამისად - „მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება - 1. ცესკო; ... ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს... [მუხლი 14, 1-], 

- „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 აგვისტოს სხდომაზესაქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრისა რჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა“ [იხ. ცსკ-ს ვებ-გვერდი],

რომელშიც არაფერია ნათქვამი იმ პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირების ვადის თაობაზე, რომელთაცსაარჩევნო კოდექსის“ 113-მუსლის: 1-; და მე-9 პუნქტის შესაბამისად ევალებათ - „...არაუგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია“.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტი, ზუსტად განსაზღვრავს ასეთ /-ათა რეგისტრაციის ვადას - „...ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნი სსაფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს...“ [მუხლი 113,10].

ზემოთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ განგვიმარტოთ

 რამ გამოიწვია ცსკ- 2 აგვისტოს სხდომაზე დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის: 1-ბ; და 9 პუნქტებით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირების ვადების მიუთითებლობა...

 „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადის გათვალისწინებით 113-ე მუხლის: 1-ბ, და მე-9 პუნქტებით გამოკვეთილი პ/გ საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაცია არ შეიძლება მოხდეს 2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომ დროში.

ამით, ასეთ პ/გ აღარ ეძლევათ კანონიერი გზით საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალება, ანუ ისინი ხელოვნურად რჩებიან არჩევნების პროცესს მიღმა.

აქედან გამომდინარე თუკი, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო იქნება - უკანონო!“ [იხ. დანართი № 2].

ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებისა გამო - საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ ბ-მა ზურაბ ხარატიშვილმა, კანონსაწინააღმდეგო პროცედურების არდაშვების მიზნით, სამწუხაროდ, ჩვენთვის ხელმისაწვდომ არცერთ ქმედებას არ მიმართა.

 

ბატონო მურთაზ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევით, ანუ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კანონსაწინააღმდეგო თარიღში დანიშვნამ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჯაჭვს დაუდო სათავე.

საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ ბ-მა ზურაბ ხარატიშვილმა, 2012 წლის 6 - 20 აგვისტოს ფარგლებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევით, მიიღო 21 [ოცდაერთი] განკარგულება, სადაც გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტი.

როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს - „...არაუგვიანესარჩევნებისდღემდე 59-დღისა“;

შესაბამისად,

რადგანაც, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ასეთ პ/გ-თა რეგისტრაცია/ არრეგისტრაციის საკითხის განხილვის ზედა ზღვარი გახლავთ:  არა უგვიანეს - 2012 წლის 3 აგვისტო, ამ თარიღის შემდგომად ცესკოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე მიღებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, გახლვთ - კანონსაწინააღმდეგო [ანუ უკანონო].

აღნიშნულისა გამო, ჩვენ, 2012 წლის 26 აგვისტოს სპეციალური განცხადებით მივმართეთ ცესკოს თავმჯდომარეს [იხ. დანართი № 3], სადაც, კერძოდ ვწერდით, რომ მის მიერ მიღებული განკარგულებები:

- „...წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, ანუ არის - უკანონო!;

ხოლო თქვენი - ქმედება, არის უფლებამოსილების გადამეტებით ჩადენილი აქტი, ანუ - უკანონო.

ბატონო ზურაბ!

ამდაგვარი გზით, ანუ 2012 წლის 3 აგვისტოს შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე, თქვენს მიერ მიღებულია 21-ი განკარგულება [იხ. ცესკოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული - „თავმჯდომარის განკარგულებები“], ამათგან:

- თერთმეტი განკარგულება ეხება: საქართველოსპარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის, პარტიისა და მისი წარმომადგენლისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხს, ესენია:

1. განკარგულება №27/2012; . თბილისი 2012 წლის 9 აგვისტო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სახალხო ფრონტი” ; 2. განკარგულება №35/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”; 3. განკარგულება №36/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური პარტია „მთლიანი საქართველო”; 4. განკარგულება №37/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო,პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული)პარტია”; 5. განკარგულება №38/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა დასიღარიბის დაძლევის პარტია”; 6. განკარგულება №39/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი”; 7. განკარგულება №40/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველოგაბრწყინდება” (ჩვენები); 8. განკარგულება №47/2012; . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „განახლებული საქართველოსთვის”; 9. განკარგულება №48/2012, . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „დედა სამშობლო”; 10. განკარგულება №49/2012; . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „მამული”; 11. განკარგულება №51/2012; . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”;

ხოლო

- ათი განკარგულება ეხება: საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის, პარტიისა და მისი წარმომადგენლისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემის საკითხს, ესენია:

1. განკარგულება №24/2012; . თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, პოლიტიკური მოძრაობათავისუფლება - ზვიადგამსახურდიასგზა”; 2. განკარგულება №25/2012; . თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, პოლიტიკური პარტია ჩვენი ქვეყანა”; 3. განკარგულება №26/2012; . თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”; 4. განკარგულება №28/2012; . თბილისი 2012 წლის 11 აგვისტო, პარტია მომავალი საქართველო”; 5. განკარგულება №30/2012; . თბილისი 2012 წლის 13 აგვისტო,  საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”; 6. განკარგულება №33/2012; . თბილისი 2012 წლის 14 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება ხალხის პარტია”; 7. განკარგულება №43/2012; . თბილისი 2012 წლის 17 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს მშრომელთა საბჭო”; 8. განკარგულება №44/2012; . თბილისი 2012 წლის 17 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება სახალხო პარტია”; 9. განკარგულება №45/2012; . თბილისი 2012 წლის 18 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანებათეთრები”; 10. განკარგულება №46/2012; . თბილისი 2012 წლის 19 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანებამამულიშვილთა ორდენისამშობლო”; 

2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომად მიღებული აღნიშნული 21-ივე განკარგულება - წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, ანუ არის - უკანონო!;“ [იხ. დანართი № 3].

 

ბატონო მურთაზ!

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბ-ნ ზურაბ ხარატიშვილის მიერ 2012 წლის 8 - 19 აგვისტოს ფარგლებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევითა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილებებისა გამო, 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენო არჩევნებში მონაწილეობას იღებს, კანონდარღვევით დარეგისტრირებული ცხრა პ/გ-დან შვიდი პ/გ [ორმა პ/გ, (პოლიტიკური გაერთიანებათეთრები” დ  „მამულიშვილთა ორდენისამშობლო”),  უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, რათა:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბ-ნ ზურაბ ხარატიშვილის   წინააღმდეგ, - მის მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედებებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე;

2. გამოძიების დასრულებამდე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბ-ნ ზურაბ ხარატიშვილის მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მიღებული უკანონო განკარგულების საფუძველზე დარეგისტრირებულ შვიდ პ/გ-ს, კერძოდ:

№ 9 მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”;

№ 19 პოლიტიკური მოძრაობათავისუფლება - ზვიად გამსახურდიასგზა”;

№ 20 პოლიტიკური პარტია ჩვენი ქვეყანა”;

№26 პოლიტიკური გაერთიანება სახალხო პარტია”;

№ 35 პარტია მომავალი საქართველო”;

№ 36 პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს მშრომელთა საბჭო”;

№ 40საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”;

შეუჩერდეს საარჩევნო რეგისტრაცია.

 

ბატონო მურთაზ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პროკურატურა, ყველაფერს გააკეთებს, რათა 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები, ზემოთაღნიშნულ ქმედებათა გამო, თავიდანვე  არ გახდეს უკანონო, რაც უდავოდ გახდება მისი შედეგების წინასწარვე ბათილად გამოცხადების საფუძველი.

უკანონოდ დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად  [მასში ასევე უკანონოდ დარეგისტრირებული პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობის გამო] არჩეული ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, იქნება - უკანონო, ანუ არალეგიტიმური სახელისუფლებო სტრუქტურა.

იმედი გვაქვს, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი, 2012 წ. 3 სექტემბერი