Print

26 აგვისტო, 2012 წ. - №2 მიმართვა ცესკოს თავმჯდომარეს

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ბატონო ზურაბ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახად - „პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია...“,

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად - „მუხლი 38. მხარდამჭერთა სიების შემოწმება: 1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო... 5. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში...“.

ამდენად, კანონით, ასეთი პ/გ-ბების მიერ არა უგვიანეს 15 აგვისტომდე წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა, არაუგვიანეს 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს მოიცავს.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ამ, და სხვა მოთხოვნათა შესაბამისად, რადგანაც, საქართველოში, საპარლამენტო - „...არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 108,2], ამ თარიღის გამოცხადების ქვედა მიჯნა სწორედ ზემოთ მოცემული - 25 აგვისტო გახლდათ.

ბატონო ზურაბ!

2012 წლის 2 და 3 აგვისტოს ჩვენს მიერ ცესკოში წარმოდგენილ განცხადებაში უკვე მოგახსენეთ, რომ:

„... 2012 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების - 1 ოქტომბერს დანიშვნა, „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შექმნილი იურიდიული გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის აზრით ერთადერთი გამოსავალი არსებობს:

 - ცსკ-მ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოუწოდოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, და „საარჩევნო კიდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით დანიშნოს იგი, ზემოთ გაჟღერებული 25 აგვისტოს მომდევნო დღიდან ათვლით ნებისმიერ მისთვის სასურველ იურიდიულად გამართულ დროს...“.

დიახ - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების 1  ოქტომბერს დანიშვნის ფაქტი, წინააღმდეგობაში მოდის „საარჩევნო კოდქსის“ მოთხოვნებთან, რომლის თანახმადაც არჩევნები არ შეიძლება დაინიშნოს 2012 წლის 24 ოქტომბრამდე...

„საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადის გათვალისწინებით 113-ე მუხლის: 1-ბ, და მე-9 პუნქტებით გამოკვეთილი პ/გ საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაცია არ შეიძლება მოხდეს 2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომ დროში.

ამით, ასეთ პ/გ აღარ ეძლევათ კანონიერი გზით საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალება, ანუ ისინი ხელოვნურად რჩებიან არჩევნების პროცესს მიღმა.

აქედან გამომდინარე თუკი, „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად არ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი, მაშინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო იქნება - უკანონო!“.

ბატონო ზურაბ!

ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, სამწუხაროდ - საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული თარიღი - 1 ოქტომბერი არ შეიცვალა, რამაც ცხადი გახადა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები გახლავთ - უკანონო!

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კანონსაწინააღმდეგო თარიღში დანიშვნამ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჯაჭვს დაუდო სათავე.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს - „...არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59- დღისა“;

შესაბამისად,

რადგანაც, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ასეთ პ/გ-თა რეგისტრაცია/ არრეგისტრაციის საკითხის განხილვის ზედა ზღვარი გახლავთ:  არა უგვიანეს - 2012 წლის 3 აგვისტო, ამ თარიღის შემდგომად ცესკოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე მიღებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, გახლვთ - კანონსაწინააღმდეგო [ანუ უკანონო].

 

ბატონო ზურაბ!

ჩვენი პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიმართ თქვენს მიერ 2012 წლის 20 აგვისტოს მიღებულ №51/2012 განკარგულებაში, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტი [იხ. დანართი], რომელიც გვაუწყებს - „... ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს“.

აქ მითითებული - „...არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა“, კი გავიდა 2012 წლის 3 აგვისტოს.

შესაბამისად, თქვენს მიერ 2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომად, კერძოდ -  2012 წლის 20 აგვისტოს მიღებული № 51/2012 განკარგულება,  წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, ანუ არის - უკანონო!;

ხოლო თქვენი - ქმედება, არის უფლებამოსილების გადამეტებით ჩადენილი აქტი, ანუ - უკანონო.

 

ბატონო ზურაბ!

ამდაგვარი გზით, ანუ 2012 წლის 3 აგვისტოს შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე, თქვენს მიერ მიღებულია 21-ი განკარგულება [იხ. ცესკოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული - „თავმჯდომარის განკარგულებები“], ამათგან:

- თერთმეტი განკარგულება ეხება: საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის, პარტიისა და მისი წარმომადგენლისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხს, ესენია:

განკარგულება №27/2012; . თბილისი 2012 წლის 9 აგვისტო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სახალხო ფრონტი” ;

განკარგულება №35/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”;

განკარგულება №36/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური პარტია „მთლიანი საქართველო”;

განკარგულება №37/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია”;

განკარგულება №38/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია”,

განკარგულება №39/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი”;

განკარგულება №40/2012; . თბილისი 2012 წლის 16 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება” (ჩვენები);

განკარგულება №47/2012; . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „განახლებული საქართველოსთვის”;

განკარგულება №48/2012, . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „დედა სამშობლო”;

განკარგულება №49/2012; . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „მამული”;

განკარგულება №51/2012; . თბილისი 2012 წლის 20 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”;

ხოლო

- ათი განკარგულება ეხება: საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის, პარტიისა და მისი წარმომადგენლისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემის საკითხს, ესენია:

განკარგულება №24/2012; . თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, პოლიტიკური მოძრაობათავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”;

განკარგულება №25/2012; . თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, პოლიტიკური პარტია ჩვენი ქვეყანა”;

განკარგულება №26/2012; . თბილისი 2012 წლის 8 აგვისტო, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”;

განკარგულება №28/2012; . თბილისი 2012 წლის 11 აგვისტო, პარტია მომავალი საქართველო”;

განკარგულება №30/2012; . თბილისი 2012 წლის 13 აგვისტო,  საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”;

განკარგულება №33/2012; . თბილისი 2012 წლის 14 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება ხალხის პარტია”;

განკარგულება №43/2012; . თბილისი 2012 წლის 17 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს მშრომელთა საბჭო”;

განკარგულება №44/2012; . თბილისი 2012 წლის 17 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანება სახალხო პარტია”;

განკარგულება №45/2012; . თბილისი 2012 წლის 18 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანებათეთრები”;

განკარგულება №46/2012; . თბილისი 2012 წლის 19 აგვისტო, პოლიტიკური გაერთიანებამამულიშვილთა ორდენისამშობლო”;  

2012 წლის 3 აგვისტოს შემდგომად მიღებული აღნიშნული 21-ივე განკარგულება - წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, ანუ არის - უკანონო!;

 

ბატონო ზურაბ!

ცესკოს მიერ 2012 წლის 5 აგვისტოს მიღებული საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის თანახმად, არჩევნებამდე არა უგვიანეს 37-ე დღისა, ანუ 25 აგვისტოს:

- „1. მთავრდება საარჩევნო ბლოკების საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა (114-ე მუხლის მე-7 პუნქტი) (ბოლო ვადა);

2. საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პარტიების მხარდამჭერთა სიას (მისი წარდგენიდან 10 დღეში) ამოწმებს ცესკოს შესაბამისი სამსახური საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით (113-ე მუხლის მე-9 პუნქტი)...“.

ცესკოს შესაბამის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებულ დარეგისტრიებულ საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალში ფიგურირებს, 2012 წლის 3 აგვისტოს შემდეგ, კანონდარღვევით დარეგისტრირებული ზემოთხსენებული პოლიტიკური გაერთიანებებიც.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების უკანონო თარიღიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული, ზემოთხენებული ათივე პ/გ-ის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამო, ამ პ/გ-თა არჩევნებში მონაწილეობა არის - უკანონო!

 

ბატონო ზურაბ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე პ/გ

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

უფლებამოსილია

განაცხადოს,

რომ:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, კანონსაწინააღმდეგოდ განსაზღვრული არჩევნების თარიღისა გამო, გახლავთ - უკანონო;

2. ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს - „...არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59- დღისა“;

შესაბამისად,

რადგანაც, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ასეთ პ/გ-თა რეგისტრაცია/ არრეგისტრაციის საკითხის განხილვის ზედა ზღვარი გახლავთ:  არა უგვიანეს - 2012 წლის 3 აგვისტო, ამ თარიღის შემდგომად ცესკოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული პ/გ-თა რეგისტრაცია/არრეგისტრაციის თაობაზე მიღებული, ზემოთმითითებული  21-ივე განკარგულება გახლავთ - უკანონო;

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების უკანონო თარიღიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, 113-ე მუხლის: 1-თ და მე-9 პუნქტით განსაზღვრული, ზემოთხენებულ პ/გ-ის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამო, 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში 25 აგვისტოს მდგომარეობით დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებიდან ცხრა მათგანის, კერძოდ საარჩევნო ნომრით:

№ 2 პოლიტიკური გაერთიანებამამულიშვილთა ორდენისამშობლო”;

№ 9 მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”;

№ 19 პოლიტიკური მოძრაობათავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”;

№ 20 პოლიტიკური პარტია ჩვენი ქვეყანა”;

№26 პოლიტიკური გაერთიანება სახალხო პარტია”;

№ 31 პოლიტიკური გაერთიანებათეთრები”;

№ 35 პარტია მომავალი საქართველო”;

№ 36 პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს მშრომელთა საბჭო”;

№ 40 საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”;

მონაწილეობა, არის - უკანონო!

4. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიდრე 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაბამისობაში არ მოვა დღეს მომქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებთან, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, მთლიანობაში იქნება - უკანონო,

ხოლო

ამ დღეს დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგი, დღეს მომქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ იქნება საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი, ხოლო ამ გზით არჩეული ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი - იქნება არალეგიტიმური, უკანონო სახელისუფლებო სტრუქტურა.

 

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით:

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი,

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

თბილისი, 2012 წ. 26 აგვისტო