Print

26 აგვისტო, 2012 წ. - №1 მიმართვა ცესკოს თავმჯდომარეს

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

 

ბატონო ზურაბ!

2012 წლის 12 აგვისტოს,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგინეთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, საერთო რაოდენობით:  26 896 [ოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი] ხელმოწერა.

2012 წლის 16 აგვისტოს ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ აღნიშნული სიის შემოწმების შედეგად, მიზეზთა გამო, გაბათილებულ იქნა 11 322 (თერთმეტი ათას სამასოცდაორი) ხელმოწერა და დარჩა 15 574 (თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი) ხელმოწერა.

დაფიქსირებული ხარვეზის შესავსებად განკუთვნილი დროის ვადაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჩვენს მიერ შეგროვილი და თქვენდამი 2012 წლის 18 აგვისტოს  წარმოდგენილი -  „უფლის სახელით - უფალია  ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის საერთო რაოდენობა გახლდათ:12 339 [თორმეტი ათას სამას ოცდაცხრამეტი].

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ 2012 წ. 18 აგვისტოთი დათარიღებულ აქტში [იხ. დანართი], კერძოდ, ვკითხულობთ - „... თანამიმდევრობით სულ შემოწმდა 412 ფურცელზე 12 339 (თორმეტი ათას სამას ოცდაცხრამეტი) ხელმოწერა; შემოწმების შედეგად გაბათილდა 113 ფურცელზე 3390 {სამი ათას სამას ოთხმოცდაათი) ხელმოწერა და დარჩა 8 949 (რვა ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ხელმოწერა“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ქ-ნ ელისაბედ ველიძის მიერ იქვე გაკეთებული ზეპირი განმარტებით ირკვეოდა, რომ ბლანკზე ხელმოწერებისშეგროვებისათვისპასუხისმგებელპირთამიერ, მათი ხელმოწერის თარიღი, თითქოსდა, არასრულად იყო მითითებული, რამეთუ, მაგ. წერია - „17.08.12 წ.“, რაც არასრულია, და უნდა ეწეროს - „17.08.2012 წ.“-იო.

მაშასადამე, გამოდიოდა, რომ ჩვენთვის უკვე ჩათვლილ   - 15 574 (თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტ) ხელმოწერას, ემატებოდა, „მხოლოდ“ - 8 949 (რვა ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ხელმოწერა, რაც ჯამში გვაძლევს - 24 523(ოცდაოთხი ათას ხუთას ოცდასამი) ხელმოწერას, და ასეთი „ოპერაციის“ შედეგად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ 25 000 სავალდებულო ხელმოწერას, „აკლდებოდა“ – 477 ხელმოწერა, ანუ ჩვენ აღარ გვეძლეოდა - საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების უფლება.

 

ბატონო ზურაბ!

აღნიშნულთან მიმართებაში  თქვენს მიერ მიღებულ №51/2012 განკარგულებაში, ჩვენთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების არდაკმაყოფილების მითითება, ზუსტად არ ასახავს სინამდვილეს.

როგორც მოგეხსენებათ, ხსენებული მუხლი გვაუწყებს:

- „4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 37-ე მუხლის მე-4  პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები“ [მუხლი 38,4], ხოლო:

- „4. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით“ [მუხლი 37,4];

ამასთანავე, ხელმოწერის შესრულების თარიღთან მიმართებაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის 3-დ პუნქტი გვაუწყებს:

- „3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

... დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას“;

ჩვენს მიერ წარმოდგენილი მხარდამჭერთა ხელმომწერი ბლანკები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ყველა მოთხოვნათა სრული დაცვითაა შესრულებული, კერძოდ კი - ყველგან მითითებულია: ხელმოწერის თარიღი, რომელიც ზუსტად ემთხვევა: „ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას“. 

რაც შეეხება უკვე აღნიშნულ ე.წ. ხარვეზს, რომ ხელმოწერის თარიღი თითქოსდა არასრულად იყოს მითითებული, რამეთუ, მაგ.

წერია - „17.08.12 წ.“, რაც არასრულია, და უნდა ეწეროს - „17.08.2012 წ.“-იო,

იგი [ეს ე.წ. ხარვეზი] არ შეიძლება გახდეს ჩვენი პ/გ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, როგორც მაგ. - „17.08.12 წ.“, ასევე -  „17.08.2012 წ.“, ერთმანეთის იდენტურია და ზუსტად განსაზღვრავს, რომ ხელმოწერა შესრულებულია მიმდინარე - ორი ათას თორმეტი წლის 17 აგვისტოს.

შესაბამისად, ჩვენს პ/გ „უფლის სახელით - უფალია  ჩვენი სიმართლე“-ს ექნება არა - 24 523(ოცდაოთხი ათას ხუთას ოცდასამი) ხელმოწერა, არამედ - 27 913 (ოცდაშვიდი ათას ცხრაას ცამეტი) ხელმოწერა, რაც სრულ საფუძველს იძლევა ჩვენი პ/გ-ს „უფლის სახელით - უფალია  ჩვენი სიმართლე“-ს  საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებისათვის.

 

ბატონო ზურაბ!

ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, ჩვენი პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო სუბიექტად არდარეგისტრირების თაობაზე, თქვენს მიერ - 2012 წლის 20 აგვისტოს მიღებული №51/2012 განკარგულება, ჩვენ, მხოლოდ - 2012 წლის 24 აგვისტოს გადმოგვეცა [იხ. დანართი].

აღნიშნული №51/2012 განკარგულების მიღებიდან, მისი, ჩვენთვის, მხოლოდ მე-4 დღეს ჩაბარებისა გამო, ჩვენ შეზღუდულნი აღმოვჩნდით გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარევნო კოდექსის“ მე-9 თავით [საარჩევნო დავის განხორციელება] განსაზღვრული, ჩვენთვის კანონით მონიჭებული - გასაჩივრების 2 დღიანი ვადის უფლება [77-ე მუხლის მე-5 პუნქტი; 78-ე მუხლის მე-10 პუნქტი].

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით - გაითვალისწინოთ ზემოთქმული და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარევნო კოდექსით“ თქვენთვის მონიჭებული უფლებით მიიღოთ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენი პ/გ „უფლის სახელით - უფალია  ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების   გადაწყვეტილება.

იმედი გვაქვს თქვენგან მოვიღებთ ზემოთ წამოჭრილი კითხვების შესაბამის პასუხს.

დანართი: 

1. 2012 წ. 18 აგვიტოს აქტი - 1 ფურცელი;

2. განკარგულება №51/2012 – 1 ფურცელი.

   პატივისცემით:

 

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ხელმძღვანელი

„სამართლიანობისაღდგენის  კავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე“-ს

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

 

 

მორიგი „პასუხი პასუხისათვის“,

ანუ - „მე ვარ და ჩემი ნაბადი...“

 

სამართლიანობისაღდგენისკავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლე”-

ლასკარისთავმჯდომარეს

მიხეილ (გელა)  სალუაშვილს

 

ბატონო მიხეილ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეისწავლა, თქვენი 2012 წლის 26 აგვისტოს №1/2666 და №2/2667 განცხადებები, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ შემდეგს:

2012 წლის 26 აგვისტოს № 1/2666 განცხადებაში მითითებულია, რომ პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ცესკოს თავმჯდომარის 2012 წ. 20 აგვისტოს №51/2012 განკარგულება გადაეცა 2012 წ. 24 აგვისტოს, რის გამოც პ/გ  „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-მ ვერ გამოიყენა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-9 თავით განსაზღვრული და კანონით მინიჭებული გასაჩივრების 2 დღიანი ვადის უფლება.

აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ცესკოს თავმჯდომარის №51/2012 განკარგულება მიღებულია 2012 წ. 20 აგვისტოს, ხოლო პ/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-მ ჩაიბარა 2012 წლის 24 აგვისტოს. ასევე დადგინდა, რომ 2012 წ. 16 და 18 აგვისტოს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანამშრომლებისა და თქვენს მიერ შედგენილი აქტის თანახმად, თქვენთვის 18 აგვისტოსვე ცნობილი გახდა, რომ პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ ცესკოში წარმოდგენილი მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 24 523, ანუ 25 000-ზე ნაკლები, რაც საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენდა პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

შესაბამისად, 2012 წ. 20 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ იქნა განკარგულება №51/2012, რომლითაც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის - პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო რეგისტრაციაზე ეთქვა უარი.

ხსენებული განკარგულება თქვენ, მოთხოვნის შემთხვევაში, გადმოგეცემოდათ დაუყოვნებლივ, თუმცა არ დაფიქსირებულა განკარგულების მოთხოვნა 21 აგვისტოს 12.00 საათამდე.

ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 20 აგვისტოსვე, განკარგულება №51/2012 გამოგეგზავნათ საქართველოს ფოსტის საშუალებით, ხოლო შემდგომ ამისა, თქვენი ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე, განკარგულება ასევე გამოგეგზავნათ, ხელმეორედ 24 აგვისტოს, კურიერის საშუალებით.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თქვენ უფლებამოსილი იყავით, საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის 2012 წლის 201 აგვისტოს №51/2012 განკარგულება გაგესაჩივრებინათ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენს მიერ დარღვეულია ცესკოს თავმჯდომარის 2012 წლის 20 აგვისტოს №51/2012 განკარგულების, როგორც გასაჩივრების ვადა, რადგან განკარგულება არ გასაჩივრებულა მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, აგრეთვე მისი გასაჩივრების წესი, რადგან განკარგულება არ გასაჩივრებულა თბილისის საქალაქო სასამართლოში…

პატივისცემით

ზურაბ ხარატიშვილი

კომისიის თავმჯდომარე.

თბილისი

2012 წ. 29 აგვისტო