ღია მიმართვა - 24.09.2012 წ.
ღია მიმართვა:
2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები
უკანონოა
დღეს მომქმედი - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით: 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები უკანონოა [იხ. თანდართული დოკუმენტი];
შესაბამისად, დღეს მომქმედ კანონმდებლობათა დარღვევით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები წინასწარვე - ბათილია, ხოლო უკანონო არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, წარმოადგენს - უკანონო, ანუ არალეგიტიმურ სახელისუფლო სტრუქტურას.
დანართი:
კრებული - „2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები: უკანონოა“, 1 ეგზ., 40 გვ.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი
ტელ.: 5(91) 63-63-36;
ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
თბილისი,
2012 წ. 24 ოქტომბერი
მიმართვა გადაეცათ:
მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს პრეზიდენტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს;
დავით ბაქრაძეს - 2008 წ. მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს;
ივანე მერაბიშვილს - საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
ბიძინა ივანიშვილს - საარჩევნო ბლოკის: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“-ს ლიდერს;
შალვა ნათელაშვილს - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს;
გიორგი თარგამაძეს - საარჩევნო ბლოკის - „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”-ს ლიდერს.