Print

2012 წ. 15 ოქტომბერი - მ. სააკაშვილს

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ მიხეილ სააკაშვილს !

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 

ღია მიმართვა:

სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა:

პატივი ვცეთ კონსტიტუციას

 

ბატონ მიხეილ!

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის შესაბამისად:

„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება...“ [მუხლი 5,1-3].

კონსტიტუციაში მკაფიოდაა დაფიქსირებული ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურების არჩევის ვადები, რომელთა თანახმადაც:

საქართველოს პარლამენტი - 4 წლის [მუხლი 49,1], ხოლო

საქართველოს პრეზიდენტი - 5 წლის ვადით [მუხლი 70,1] ფლობს, ხალხის მიერ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე - 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული - საპრეზიდენტო, ხოლო ი/წ 21 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად:

- საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციით მინიჭებული 4-წლიანი არჩევის ვადა 2012 წლის 21 მაისს ამოეწურა; ხოლო

- საქართველოს პრეზიდენტის 5-წლიანი არჩევის დროის მონაკვეთი 2013 წლის 5 იანვარს იწურება.


ბატონო მიხეილ!

თქვენი და თქვენი მხარდამჭერი საპარლამენტო გუნდის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ:

- „...პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 501];

- „...პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 70,9].

აღნიშნული, ანტიკონსტიტუციური, საკონსტიტუციო ცვლილებით, თქვენ - ხელისუფლებაში წინასწარ განსაზღვრული ვადით არჩეულმა [მყოფმა] ძალამ - საკუთარ თავს გაუხანგრძლივეთ, ქვეყნის მართვის სათავეში ყოფნის დრო, კერძოდ:

2008 წ. 21 მაისს 4 წლით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრები:

ვინაიდან მათი - „...უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4], ხოლო

2012 წლის 1 ოქტომბერს - „...საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში...“ [მუხლი 51], რაც 2012 წლის 21 ოქტომბრამდელ დროს მოიცავს,

მთელი 5 თვით უკანონოდ არიან რა ქვეყნის სათავეში, ახდენენ ხელისუფლების მითვისებას, ანუ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციურ ნორმას, რომლის ძალითაც

 - „...არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება...“ [მუხლი 5,3].


ბატონო მიხეილ!

თქვენი მხარდამჭერი საპარლამენტო გუნდის მიერ, ზემოხსენებული ანტიკონსტიტუციური შესწორების შედეგად [იხ. მუხლი 50,21 და მუხლი 70,9], თქვენ, როგორც 2008 წლის 5 იანვარს 5 წლით არჩეული საქართველოს პრეზიდენტი, ასევე დგეხართ - კონსტიტუციური მოთხოვნის [მუხლი 70,1 და მუხლი 5,3] დარღვევის საშიშროების წინაშე, კერძოდ:

ხსენებული ანტიკონსტიტუციური ცვლილების თანახმად [მუხლი 70,9], თუკი საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2013 წლის ოქტომბრის თვეში დაინიშნება, და ვინაიდან - „1. თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს...  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე[მუხლი 71,1-2], მაშინ თქვენ, რომელსაც 2013 წლის იანვარში გეწურებათ კონსტიტუციის 70-ე მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრული - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, როგორც მინიმუმ - 9 თვის მანძილზე უკანონოდ გექნებათ მითვისებული ხელისუფლება.

შესაბამისად, 2013 წლის 5[20] იანვრის შემდეგ, თქვენი, როგორც - კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ის მოთხოვნის დამრღვევის წინააღმდეგ, კონსტიტუციის 63-ე და 75-ე მუხლის მეორე პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს 2012 წლის მოწვევის პარლამენტს, სრული უფლება ექნება დააყენოს - იმპიჩმენტის წესით დაკავებული თანამდებობიდან თქვენი გადაყენების საკითხი.

 

ბატონო მიხეილ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე,

თქვენი მხრიდან

კონსტიტუციური მოთხოვნის [იხ. მუხლი 5,3] დარღვევის თავიდან აცილების მიზნით,

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარი

უფლებამოსილია

განაცხადოს:

საპრეზიდენტო არჩევნების სამართალმემკვიდრეობის პრინციპის დაცვისა გამო, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შენარჩუნებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არაუმეტეს 5-წლიანი ვადით ყოფნის საკონსტიტუციო მოთხოვნა [მუხლი 70,9]. შესაბამისად:

- ვინაიდან 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თქვენს მიერ, კონსტიტუციის 71,2 მუხლის თანახმად [საპრეზიდენტო ფიცის მიღება], საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ათვლა 2008 წლის 20 იანვრიდან დაიწყო;

- ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაცვა, მხოლოდ თქვენს მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შემთხვევაშია შესაძლებელი; და

- ვინაიდან, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ:

პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი“  [მუხლი 76,2],

ამიტომ, მოგმართავთ წინადადებით, რომ

1. ან:

2013 წლის 5 იანვრამდე 60 დღით ადრე, ანუ - 2012 წლის 6 ნოემბერს დანიშნეთ საპრეზიდენტო არჩევნები;

2. ანდა:

არაუგვიანეს 2012 წლის 21 ნოემბრისა, საკუთარი ნებით გადადგეთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, თქვენი გადადგომიდან არა უმეტეს 45 დღისა, ანუ 2013 წლის 5 იანვარს დანიშნოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ საკუთარ თავში იპოვით ძალას თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების საქმეში.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი,

2012 წ. 15 ოქტომბერი