Print

2012 წ. 29 ოქტომბრის მიმართვა - მ. სააკაშვილსა და ბ. ივანიშვილს

საქართველოს  პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილს!

საქართველოს  პრემიერ-მინისტრს

ბიძინა ივანიშვილს!

ღია მიმართვა:

გაფრთხილდით

ჯერ კიდევ არის დრო!

 

ბატონო მიხეილ!

ბატონო ბიძინა!

გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი, უფლებამოსილნი ვართ გაუწყოთ, რომ დღეს ჩვენ ყველანი - ბოლო ჟამში ვცხოვრობთ, რომელი დროის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აბსოლუტური უმრავლესობა - საქართველოში მომხდარი პროცესების აცხადებით სრულდება.

თავად ბოლო ჟამი მთავრდება - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად მობრძანებით. ამ დიადი წამის დადგომამდე ყველანი ჩვენ-ჩვენ მისიას ვასრულებთ, სწორედ ამიტომ, ვალდებულნი ვართ განგიცხადოთ, რომ - თქვენ, ორივე,  ბიბლიური პერსონაჟები ბრძანდებით:

 

ბატონო მიხეილ! - თქვენ ხართ ბიბლიური ცრუწინასწარმეტყველის [იგივე ჰეროდე ანტიპას] არსის მატარებელი;

ბატონო ბიძინა! - თქვენ ხართ იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი.

 

2012 წ. 1-25 ოქტომბრის შემდგომად დაწყებული თქვენი ერთობლივი გზასავალი, თავადაა უდიდესი ნიშანი - ბოლო ჟამის დროთა მდინარების მოახლოებული დასასრულისა, რამეთუ ბიბლია გვაუწყებს - "... ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან”-ო [3 ეზრა 12,21].

ღია წერილის სახით გთავაზობთ მასალას, რომელიც გაზ. „... უფალია ჩვენი სიმართლე”-ს 2012 წ. 27 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.

 

დანართი: წერილი - „გაფრთხილდით - ჯერ კიდევ არის დრო”, 4 გვ.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

 

თბილისი,

2012 წლის 29 ოქტომბერი,

ტელ.: 5 (91) 63-63-36