25 დეკემბერი 2011 წ. - ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვაზე
საქართველოს ეკლესიის
წმიდა სინოდს,
სინოდის თავმჯდომარეს:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,
უწმიდესსა და უნეტარეს
ილია II-ს
თქვენო უწმიდესობავ!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ გამოხატავს რა თქვენს წინაშე უდიდეს პატივისცემას, მოგახსენებთ შემდეგს:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ _ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ მიერ 2004 წლის ივნისის თვეში, თქვენდამი წარდგენილ ორ მიმართვაში [I. 9 ივნისი, 2004 წ., ჩაბარების N 302/9; და II. 24 ივნისი,2004 წ., ჩაბარების N 366], საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წინაშე - „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვასთან დაკავშირებით“ წამოჭრილ მოთხოვნებს.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ იმედს იტოვებს, რომ თქვენი უწმიდესობის მეთაურობით მოქმედი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი, საკითხის გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ, სრულად გაიზიარებს რა იმ ნიშნებს, რომლებიც წმიდათაწმიდა წიგნ - ბიბლიაშია მოცემული, და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების იმ მონაკვეთს ასახავს, რომელსაც - ზვიად გამსახურდიას საქმიანობა ჰქვია, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, ზემოთქმულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უერთდება აღნიშნულ მიმართვაში გადმოცემულ მოთხოვნებს და თქვენს წინაშე კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, რათა:
ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისა გამო - ზვიად გამსახურდია, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ, შერაცხულ იქნეს წმიდანად, ეწოდოს მას სახელი - „წმიდა ზვიად ღვთით ცხებული“, და მის მოსახსენიებელ დღედ დადგენილ იქნეს - 31 დეკემბერი (13 იანვარი).
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს თქვენთან, აღნიშნული საკითხის დადებითად გადაჭრის საქმეში.
პატივისცემით:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
14 იანვარი, 2012 წ.