Print

2012 წ. 19 ნოემბრის მიმართვა - პროკურატურას

საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ არჩილ კბილაშვილს!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე"-ს

ლასკარის

მიმართვა

 

ბატონო არჩილ!

„საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად: საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, ოთხი წლის ვადით აირჩევა [იხ. მუხლი 49,1].

2004 წლის 28 მარტის მოწვევის პარლამენტის მიერ 2006 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2006 წ. 27 დეკემბერს ხელმოწერილი იქნა საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიერ [№4133–რს, იხ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 11/01/2007; მუხლი 44.].

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაში, კერძოდ ვკითხულობთ:

„... 1. 50- მუხლის: ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.“;

2. 70- მუხლის: ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.“.

2004 წ. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში 4 წლის ვადით არჩეული პარლამენტარების მიერ, მორიგი საპარლამენტო არჩევნების თვედ - პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის დადგენა, მათი მხრიდან განხორციელებული ანტიკონსტიტუციური ქმედება გახლდათ, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, სადაც ვკითხულობთ - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“.

2004 წლის 28 მარტის მოწვევის პარლამენტის მიერ, 2008 წლის მარტის თვეში მორიგი ანტიკონსტიტუციური ცვლილება განხორციელდა. 2008 წ. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებული“ მ. სააკაშვილის მიერ 2008 წ. 11 მარტს ხელმოწერილ [№5833–Iს] ამ ცვლილებაში ვკითხულობთ 

- „... 4. 1041 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2008 წელს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მაისში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.“.

აქედან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ისა და მუხლი 49,1 -ის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები - 2008 წლის 21 მაისს ჩატარდა, ანუ 2004 წ. 28 მარტს 4 წლით არჩეულმა პარლამენტმა ორ თვეზე მეტი ხნით - მიითვისა ძალაუფლება.

 

ბატონო არჩილ!

ანტიკონსტიტუციური საქმიანობის აღკვეთის მიზნით, 2012 წ. 5 ივნისს, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნ დავით ბაქრაძისადმი გაკეთებულ მიმართვაში [ჩაბ. №    ], კერძოდ ვწერდით:

„... კონსტიტუციური ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, რომლის პირველი სხდომაც 2008 წლის 7 ივნისს გაიმართა, თავისი - ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა - 2012 წლის 7 ივნისს ამოეწურება. მაშასადამე - 2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული, 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტის საქმიანობა მომქმედ კანონმდებლობასთან მოვა წინააღმდეგობაში, ანუ - ანტიკონსტიტუციური იქნება.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი, ეყრდნობა რა ქვეყანაში მომქმედ კონსტიტუციურ მოთხოვნებს, მოგმართავთ თხოვნით, რათა:

1. საქართველოს პარლამენტის საქმიანობა, შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „საქართველოს კონსტიტუციასთან“ [მუხლი 49-1];

2. უახლოესი 48 საათის განმავლობაში მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა [მუხლი 61-2], წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით [მუხლი 61-3]:

ა) პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა [54-ე მუხლის 1 პუნქტი];

ბ) პარლამენტის წევრთა მხრიდან დადგენილ გასამრჯელოს მიღებაზე უარის თქმა [53-ე მუხლის 3 პუნქტი].

თუკი, მიზეზთა გამო, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტი უარს იტყვის - თავისი საქმიანობის მომქმედ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ეს უდავოდ გახდება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, რამეთუ სახეზე იქნება:

1. საქართველოს პარლამენტისა და მისი წევრების მიერ ხელისუფლების უზურპაცია;

2. საქართველოს პარლამენტისა და მისი წევრების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება;

3. საქართველოს პარლამენტისა და მისი წევრების მიერ საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვა.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პარლამენტი - ზოგადად, და მისი თითოეული წევრი გამოიჩენს კეთილგონიერებას, და თავის საქმიანობას არ დააყენებს მომქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებს მიღმა.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის...“.

 

ბატონო არჩილ!

აღნიშნულის პარალელურად, 2012 წლის 5 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურორის ბ-ნ მურთაზ ზოდელავას სახელზე, პროკურატურაში წარდგენილ მიმართვაში [ჩაბ. №     ], ჩვენ კერძოდ ვწერდით:

„... კონსტიტუციური ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, რომლის პირველი სხდომაც 2008 წლის 7 ივნისს გაიმართა, თავისი - ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა - 2012 წლის 7 ივნისს ამოეწურება. მაშასადამე - 2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული, 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტის საქმიანობა მომქმედ კანონმდებლობასთან მოვა წინააღმდეგობაში, ანუ - ანტიკონსტიტუციური იქნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტი „საქართველოს კონსტიტუციის“: 61-ე მუხლის 2 და 3 პუნქტების თანახმად, უახლოესი 24 საათის განმავლობაში - არ მოიწვევს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, კონკრეტული, წინასწარგანსაზღვრული დღის წესრიგით:

ა) პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა [54-ე მუხლის 1 პუნქტი];

ბ) პარლამენტის წევრთა მხრიდან დადგენილ გასამრჯელოს მიღებაზე უარის თქმა [53-ე მუხლის 3 პუნქტი],

მაშინ კონსტიტუციურ ნორმათა მოთხოვნიდან გამომდინარე, სრულიად აშკარა იქნება, რომ 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტი, მისთვის კონსტიტუციური ნორმით განსაზღვრული ოთხწლიანი ვადის ამოწურვის, ანუ 2012 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული:

1. ახდენს საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპაციას;

2. პარლამენტის წევრები ბოროტად იყენებენ თავის თანამდებობრივ მდგომარეობას;

3. კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის განხორციელებისას ახდენს საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვას.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი, ეყრდნობა რა ზემოთქმულს, უფლებამოსილი და ვალდებულია მოგმართოთ თხოვნით:

2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტისა - ზოგადად, და მისი თითოეული წევრის მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, მათი მხრიდან:

- ხელისუფლების უზურპაციის;

- თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და

- საბიუჯეტო სახსრების უკანონოდ ხარჯვის ფაქტთან დაკავშირებით.

იმედი გვაქვს თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის...“.

სამწუხაროდ, არც ერთი ზემოთხსენებული სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან, ჩვენს მიერ გაკეთებულ მიმართვებზე - პასუხი არ მიგვიღია.

 

ბატონო არჩილ!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 50,4 -ის თანახმად - „პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“.

შესაბამისად, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, თავისი უფლებამოსილება - 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს, ანუ - 2012 წლის 21 ოქტომბერს შეუწყდა;

რის გამოც, 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5.3 -ისა და მუხლი 49,1 -ის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, თითქმის ხუთი თვის მანძილზე ჰქონდა მითვისებული ხელისუფლება., ანუ ადგილი ჰქონდა:

 1. საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპაციას;

2. პარლამენტის წევრები ბოროტად [უკანონოდ] იყენებდნენ თავის თანამდებობრივ მდგომარეობას;

3. კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის განხორციელებისას ახდენდნენ საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვას.

 

ბატონო არჩილ!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე:

- ვითვალისწინებთ რა, რომ 2004 წლის 28 მარტის მოწვევის პარლამენტისა და 2004 წლის 4 იანვარს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული ანტიკონსტიტუციური საკონსტიტუციო შესწორების მიღების გამო, 2004 წ. 28 მარტის მოწვევის პარლამენტი - ორი თვის მანძილზე ახდენდა ხელისუფლების უზურპაციას;

-  ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტისა და 2008 წლის 5 იანვარს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ არ გადადგმულა კონსტიტუციურ ნორმათა [მუხლი 5,3; მუხლი 49,1 და მუხლი 50,21] ურთიერთშესაბამისობაში მოყვანისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები; და

- ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5.3 -ისა და მუხლი 49,1 -ის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, თითქმის ხუთი თვის მანძილზე ჰქონდა მითვისებული ხელისუფლება

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო „ლასკარი“, უფლებამოსილია და ვალდებულია მოგმართოთ თხოვნით, რათა:

2004 წ. 28 მარტისა და 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტისა - ზოგადად, და მისი თითოეული წევრის მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, მათი მხრიდან:

- ხელისუფლების უზურპაციის;

- თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და

- საბიუჯეტო სახსრების უკანონოდ ხარჯვის ფაქტთან დაკავშირებით.

 

ბატონო არჩილ!

იმედი გვაქვს თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

“სამართლიანობის აღდგენისკავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი,

 2012 წ. 19 ნოემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36;  

ელ. ფოსტა - ინფო@უფალი.გე