Print

2013 წლის 21 იანვრის მიმართვა მ. სააკაშვილს

 

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე

უკანონოდ მყოფ

ბატონ მიხეილ სააკაშვილს !


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

ღია მიმართვა: 

დაემორჩილეთ კონსტიტუციურ მოთხოვნას!

 

ბატონ მიხეილ! 

 ვინაიდან, ქვეყნის უმაღლესი კანონის საქართველოს კონსტიტუციის უმთავრეს მოთხოვნის თანახმად - „.საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში [მუხლი 5,1],

  ვინაიდან, დაქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდაა დაფიქსირებული საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა - „... საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1];

  ვინაიდან, 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, თქვენს მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა;

  ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“ [მუხლი 5,3],

  უფლებამოსილნი ვართ განგიცხადოთ, რომ - 2013 წლის 20 იანვრიდან მოყოლებული, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ისა და მუხლი 70,1-ის მოთხოვნათა თანახმად, თქვენ კონსტიტუციის დარღვევით, ანუ - უკანონოდ გიკავიათ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა.

  ზემოთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

  2013 წლის 20 იანვარს საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტისათვის მინიჭებული 5 წლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააკეთეთ განაცხადი - თქვენს მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების შეწყვეტასთან დაკავშირებით და გადადექით დაკავებული თანამდებობიდან!

  წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის მიღებამდე, 2013 წლის 20 იანვრიდან ათვლით, თქვენს მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე გატარებული პირველივე დღიდან - თქვენი, როგორც - საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ისა და მუხლი 70,1-ის მოთხოვნის დამრღვევის წინააღმდეგ, კონსტიტუციის 63-ე და 75-ე მუხლის მეორე პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტს, სრული უფლება [და ვალდებულება] აქვს დააყენოს - იმპიჩმენტის წესით დაკავებული თანამდებობიდან თქვენი გადაყენების საკითხი.

  დაემორჩილეთ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3 -ისა და მუხლი 70,1-ის მოთხოვნას, რომლის ძალითაც თქვენ 2013 წლის 20 იანვრიდან აღარ შეგიძლიათ კანონიერად გეკავოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა. 

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ საკუთარ თავში იპოვით ძალას თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების საქმეში.

    ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი,

2013 წ. 21 იანვარი