Print

2013 წ. 28 იანვარი - თეა წულუკიანს და არჩილ კბილაშვილს

საქართველოს იუსტიციის მინისტრს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ არჩილ კბილაშვილს!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 

ღია მიმართვა:

კონსტიტუციურ მოთხოვნათა დაცვა აუცილებელია!

 

ქალბატონო თეა!

ბატონო არჩილ!

 

წმიდათა წმიდა წიგნი - ბიბლია გვაუწყებს, რომ:

შეუმცდარი ადამიანი არ არსებობს, და რომ

არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, ხოლო

რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ [ეკლესიასტე 9,11].

ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული შეცდომის გამოსწორება, ანუ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. შერჩევითობის პრინციპზე დაყრდნობილი სამართლიანობის აღდგენა - სრულყოფილი ვერ იქნება, და საქმის ამ გზით წარმმართველთა მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის უცილობელ დაყენებას გამოიწვევს.

 

ამოსავალ დებულებათა ნაწილის თაობაზე

„საქართველოს კონსტიტუციის“ 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქცია, ჩვენს მიერ განსახილველ საკითხთან მიმართებაში, მკაცრად განსაზღვრავს, რომ:

- „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხისახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითდადგენილ ფარგლებში“ [მუხლი 5,1];

- აღნიშნული „კონსტიტუციით დადგენილი ფარგლების“ დარღვევა დაუშვებელია, რამეთუ - „საქართველოს კონსტიტუციასახელმწიფოს უზენაესი კანონია...“ [მუხლი 6,1];

- რადგანაც „საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან...“ [მუხლი 38,1], და - „ყველა ადამიანი დაბადებითთავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია...“ [მუხლი 14];

- შესაბამისად: „საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა დაკანონმდებლობის მოთხოვნებს“ [მუხლი 44,1].

ყოველივე ზემოთქმულზე დაყრდნობით, ამოსავალი დებულება, რომ - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდმოიპოვოს ხელისუფლება“ [მუხლი 5,3], - ყოველთვის, და - ყველას მიერ აუცილებლად უნდა სრულდებოდეს.

 

ხელისუფლების უწყვეტობის საკითხისათვის

კონსტიტუციურ მოთხოვნათა თანახმად, ხელისუფლების მთავარი წყარო - „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებსრეფერენდუმისუშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“ [მუხლი 5,2], ხოლო ყოველგვარი - „...ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში“ [მუხლი 5,1], რომლის მოთხოვნების დაცვა - აუცილებელია.

როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო სამართალი ეფუძნება ხელისუფლების არჩევითი რგოლების [პრეზიდენტი, პარლამენტი და სხვა] უფლებამოსილების უწყვეტობის ფუძემდებლურ პრინციპს, რომელიც კონსტიტუციური ვადებითაა შემოფარგლული. კერძოდ:

 

ა) პარლამენტი

პარლამენტთან მიმართებაში, რომელიც აირჩევა - „... 4 წლის ვადით...“ [მუხლი 49,1], განსაზღვრულია, რომ წინა - „პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4],

და რადგანაც, პარლამენტის მორიგი - „...არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისკალენდარული წლის ოქტომბერშიარჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60დღისა“ [მუხლი 50,21], ხოლო - „საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან20 დღის განმავლობაში...“ [მუხლი 51], ყოველივე, ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ ამა თუ იმ მოწვევის პარლამენტართათვის, ხალხის მიერ არჩევნების შედეგად მინიჭებული უფლებამოსილების ვადა - 4 წელს არ უნდა გადასცილდეს.

ასეთ შემთხვევაში, ანუ 4 წლის ვადით არჩეული დეპუტაციის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არანაირი სამართლებრივი აქტის მიღება არაა საჭირო, რამეთუ წინა მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ავტომატურად - „...წყდებაახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4].

ქვეყნის უზენაესი კანონის თანახმად - „პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში...“ [მუხლი 511].

თავის მხრივ, პარლამენტართა უფლებამოსილება წყდება, პრეზიდენტის მიერ ამ კონსტიტუციური უფლების გამოყენების დღიდანვე, ანუ - „პარლამენტი საქმიანობას წყვეტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან...“ [მუხლი 50,31].

ამა თუ იმ მიზეზის გამო - „...პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდებაპარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან მესამოცე დღესხოლო რიგგარეშე არჩევნებისთარიღს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე“ [მუხლი 50,3].

მიუხედავად იმისა, რომ - „...პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე დათხოვნილი პარლამენტი იკრიბება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამტკიცების, ანდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად... პარლამენტის შეკრება არ იწვევს პარლამენტის წევრების საპარლამენტო თანამდებობებისა და ხელფასების აღდგენას. პარლამენტი წყვეტს საქმიანობას ზემოაღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე“ [მუხლი 50,31].

ამდენად, პარლამენტართა უფლებამოსილება:

    1. კონსტიტუციით განსაზღვრულ 4 წლიანი ვადის სრულად ჩამთავრების შემთხვევაში - „...წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4]; ხოლო

2. პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში - „პარლამენტი საქმიანობას წყვეტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან...“ [მუხლი 50,31].

 

ბ) პრეზიდენტი

კონსტიტუციის თანახმად _ „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაოთანასწორი და პირდაპირი საარჩევნოუფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1], ხოლო ქვეყნის მოსახლეობის მიერ პრეზიდენტად არჩეული პირისათვის მინიჭებული ხუთწლიანი ვადის ათვლა - საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან იწყება. აღნიშნული - „...ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2].

და რადგანაც, კონსტიტუციით, - „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადისამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერშიარჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 70,9], ამიტომ ყველა ეს პროცედურა ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა - 5 წელს არ უნდა გადასცილდეს.

ასეთ შემთხვევაში, 5 წლით არჩეული პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არანაირი დამატებითი სამართლებრივი აქტის მიღება არაა საჭირო, რამეთუ მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება ავტომატურად - „...წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2].

კონსტიტუციაში იქვე გათვალისწინებულია ორი ისეთი შემთხვევის ალბათობაც, როდესაც პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, მიზეზთა გამო, შეუძლებელი ხდება. კერძოდ, კონსტიტუციის 76-ე მუხლში ვკითხულობთ:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოსპრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებსპარლამენტის თავმჯდომარე...“ [მუხლი 76,1].

ორივე ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება სპეციალური სამართლებრივი აქტის მიღების გზით, რომელთაც მიეკუთვნება:

- პრეზიდენტის მიერ, საკუთარი ნებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება; ანდა

- პარლამენტის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების, ან პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

 

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული მდგომარეობის არსობრივი საკითხისათვის

პროცესების ნორმალურად განვითარების შემთხვევაში, კონსტიტუციის 70-ე მუხლით განსაზღვრული ორი მოთხოვნა, კერძოდ ის, რომ - „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაოთანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებისსაფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1], და რომ - „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდებაპრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერშიარჩევნების თარიღს ნიშნავსსაქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 70,9], ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რამეთუ თავის თავშივე მოიცავს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამისი გათვლებით დაგეგმილი პროცედურების განხორციელების შემთხვევაში, პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფ პირს, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი უფლებამოსილების ვადა ავტომატუად შეუწყდება - „...ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2].

მოდით ვნახოთ, თუ როგორ არეგულირებს კონსტიტუცია, ამა თუ იმ მიზეზისა გამო, პრეზიდენტის პოსტზე მყოფი პირისათვის, საპრეზიდენტო უფლებამოსილების, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის გასვლამდე შეწყვეტის შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისათვის - „...უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაშისაქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“ [მუხლი 76,1], ხოლო თავად - „პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მისჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი“ [მუხლი 76,3].

კონსტიტუციით განსაზღვრული 45 დღის გათვალისწინებით არჩეული პრეზიდენტისათვის, კონსტიტუციის მუხლი 70,1 -ით მინიჭებული - თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, შეიძლება დამთავრდეს, როგორც - პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებისათვის დადგენილ [მუხლი 70,9] - ოქტომბრის თვეში, ასევე - ოქტომბრის თვემდე და ოქტომბრის თვის შემდგომად. მოდით განვიხილოთ სამივე სავარაუდო შემთხვევა.

1. თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი 18-29 აგვისტოს შუალედში იქნება მიღებული, მაშინ, როგორც აქედან ათვლით 45 დღეში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე, პრეზიდენტად არჩეული პირის მიერ ფიცის დადებისათვის განკუთვნილი - „...პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღე...“ [მუხლი 71,2] - სწორედ, კონსტიტუციის მუხლი 70,9 -ით განსაზღვრულ - ოქტომბრის თვეში დაფიქსირდება.

შესაბამისად, აქედან ათვლილი საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადა, პროცესების ნორმალურად წარმართვის შემთხვევაში, კვლავ ოქტომბრის თვეზე მოვა;

2. თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი აგვისტო-სექტემბრის თვეთა გასაყარზე, ან ოქტომბრის თვის 25-26 რიცხვამდე იქნება მიღებული, მაშინ, აქედან ათვლით 45 დღეში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ოქტომბრის შუა, ან დეკემბრის პირველ მესამედამდე დაფიქსირდება,  ხოლო აქედან ათვლით საპრეზიდენტო ფიცის დადებისათვის განკუთვნილი - „...მესამე კვირა დღე...“ [მუხლი 71,2] - ნოემბრის თვის დასაწყისს, ან დეკემბრის თვის ბოლოს დაემთხვევა.

ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან მუხლი 70,1 -ით განსაზღვრული საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადა ნოემბრის თვის დასაწყისში, ან დეკემბრის თვის ბოლოს ამოიწურება, ხოლო კონსტიტუციური მოთხოვნის თანახმად - „პრეზიდენტის მორიგი არჩევნებიტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 70,9], მაშინ პრეზიდენტად არჩეულ პირს - არასრული 5 წლით [კერძოდ - 4 წელი და 10-11 თვე] მოუწევს თავისი მოვალეობის შესრულება, რამეთუ მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება შეწყდება, ოქტომბრის თვეში - „...ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2];

3. თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი 28 ოქტომბრიდან მოყოლებული მომავალი წლის აგვისტოს თვის შუა [16-17] რიცხვებამდე იქნება მიღებული, მაშინ, აქედან ათვლით 45 დღეში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან [მუხლი 76,3] აღებული საპრეზიდენტო ფიცის დადებისათვის დადგენილი - „...მესამე კვირა დღე...“ [მუხლი 71,2]მინიმუმ - იანვრის თვეზე, ხოლო მაქსიმუმ - ოქტომბრის შუა რიცხვებზე მოვა.

შესაბამისად, იანვრის [ან შუა ოქტომბრის] თვიდან ათვლილი მუხლი 70,1 -ით განსაზღვრული საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადა, მე-5 წლის იანვარში [ან შუა ოქტომბრისთვის] ამოიწურება, ანუ კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის კალენდაული წლის ოქტომბერში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასა და ფიცის დადებამდე, მაქსიმუმ - ათი თვით, ან მინიმუმ - რამოდენიმე [5-10] დღით ადრე.

ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციურ მოთხოვნათა დაცვის გაცვის გარანტი ხდება, კონსტიტუციის მუხლი 76,1 -ით განსაზღვრული ვალდებულება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისშეუძლებლობის ...  შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“ .

აღნიშნული მოთხოვნა ითვალისწინებს არა მარტო იმას, რომ ამ თანამდებობაზე მყოფი პირი, ვთქვათ - გარდაიცვალა; ან - მძიმედ არის ავად; ანდა, მიზეზთა გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გადახვეწილი; არამედ, ვინაიდან მუხლი 70,1 -ის თანახმად საპრეზიდენტო ვადა მკაცრადაა შემოსაზღვრული 5 წლით, ხოლო - მუხლი 5,3-ის პრინციპიდან გამომდინარე [„არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“], განსახილველი მუხლი 76,1-ის მითითებული მოთხოვნა, წინასწარვე უშვებს [განსაზღვრავს] იმის ალბათობასაც, რომ ამ პირს - ამ თანამდებობაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი აღარ აქვს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირისათვის, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადა, ამა თუ იმ მიზეზით, მინიმუმ - იანვრის, და მაქსიმუმ - ოქტომბრის შუა რიცხვებში ამოეწურება, მის მიერ ამ თანამდებობაზე კანონიერად ყოფნა უკვე შეუძლებელი იქნება, და მაშინ, მუხლი 76,1 -ის თანახმად, პრეზიდენტი მოვალეობის შესრულების ვალდებულება ეკისრება - პარლამენტის თავმჯდომარეს.  

ასეთ შემთხვევაში, მდგომარეობის დარეგულირება, ქვემოთ გადმოცემული  - ორი სამართლებრივი აქტიდან, ერთ-ერთის მიღების გზით იქნება შესაძლებელი. კერძოდ:

1. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა პირმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, და საპრეზიდენტო ხუთწლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა.

ასეთ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედება მუხლი 76,1 -ით განსაზღვრული მოთხოვნის ავტომატურად ამოქმედებას, და 5 წლიანი ვადის ამოწურვიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს;

2. თუკი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი დროულად არ მიიღებს ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას, მაშინ საჭირო გახდება პარლამენტმა, კონსტიტუციის  66-ე მუხლის შესაბამისად, მიიღოს მუხლი 76,1 -ით შექმნილი მდგომარეობის დამარეგულირებელი სამართლებრივი აქტი, სადაც, კერძოდ, დაფიქსირდება:

- პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირისათვის საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ამოწურვის თარიღი;

- საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი ამ თანამდებობაზე კანონიერად ყოფნის შეუძლებლობა;

მუხლი 76,1 -ით შექმნილი მდგომარეობის გამო, საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ამოწურვის დღიდან, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების [ოქტომბრის თვეში] ჩატარებამდე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ვალდებულება; და

- მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების, კონსტიტუციის მუხლი 70,9 -ით გათვალისწინებულ - ოქტომბრის თვეში ჩატარების თარიღი.

 

დღევანდელი რეალობით გამოწვეული

მდგომარეობის დარეგულირების მექანიზმი

2007 წლის ნოემბრის მოვლენების გამო, 2004 წ. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მ. სააკაშვილი, იძულებული გახდა  დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო.

2008 წ. 5 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, მ. სააკაშვილის მიერ - 2008 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1 -ით განსაზღვრული 5 წლიანი  საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა - 2013 წ. 20 იანვარს ამოიწურა.

შესაბამისად, 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით მ. სააკაშვილს აღარ აქვს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის - კანონიერი უფლება [იხ. მუხლი 5,3 და მუხლი 70,1].

აქედან გამომდინარე:

- ვინაიდან, კონსტიტუციით - „...პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2],

- ვინაიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული - თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების უწყვეტობა, მკაცრადაა შემოფარგლული 5 წლიანი ვადით [იხ. მუხლი 70,1], და არ არის დამოკიდებული - ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღების დროზე [იხ. მუხლი 71,2],

- ვინაიდან,  კონსტიტუციის, განსახილველი 76,1 მუხლი, სწორედაც რომ, მხოლოდ, სავარაუდო - საგანგებო მდგომარეობის დასარეგულირებელ მექანიზმს წარმოადგენს,

ამიტომ, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, საკითხის კონსტიტუციურ [მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ მოახდინოს ინიცირება მის მიერ მისაღები სპეციალური გადაწყვეტილებისა - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ ასეთი სახის უნდა იყოს:

 

პროექტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება


„მიხეილ სააკაშვილისთვის

2013 წლის 20 იანვარს

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის

ამოწურვასთან დაკავშირებით“

 

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით - „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს იწურება;

და

4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით - 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მ. სააკაშვილის მხრიდან - „საქარ-თველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევასთან,

ვადგენთ:

1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს - 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი ექნება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს“.

 

კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:

„1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა [რაც - მინიმუმ 50 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.], თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

11 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი [რაც - ზოგადად - 90, ხოლო დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით - 89 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.].

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი... [რაც - მინიმუმ 76 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.]“ [მუხლი 66,1-2].

ჩვენის აზრით, სასურველია თუკი აღნიშნული დადგენილება - „კონსტიტუციური შეთანხმების” სახით, ანუ - 90 სადეპუტატო ხმით იქნება მიღებული, რამეთუ კონსტიტუციის მუხლი 68,4-ის თანახმად პრეზიდენტის მიერ დაწუნებული კანონპროექტის [ე.წ. ვეტოს დადების შემთხვევა]საბოლოო მისაღებად, სწორედ - 90 [89] სადეპუტატო ხმაა საჭირო.

 

კონსტიტუციის მოსალოდნელი დარღვევის

თავიდან აცილების მიზნით გადადგმული ნაბიჯები

საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის მხრიდან არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული. კერძოდ, ჩვენს მიერ, ადრესატებისათვის გაგზავნილი ღია მიმართვებისა და საგაზეთო პუბლიკაციების მეშვეობით გასაჯარისებული მასალის ჩამონათვალი ასეთი სახისაა:

1. 2012 . 15 ოქტომბერი - საქართველოს პრეზიდენტს  ბატონ მიხეილ სააკაშვილს ! ღია მიმართვა: სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა: პატივი ვცეთ კონსტიტუციას;

2. 2012 . 5 ნოემბერი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!;

3. 2012 . 12 ნოემბერი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!;

4. 2012 . 24 ნოემბერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს! საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს! ღია მიმართვა;

5. 2012 . 28 დეკემბერი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!;

6. 2013 წლის 21 იანვარი - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფ ბატონ მიხეილ სააკაშვილს !ღია მიმართვა: დაემორჩილეთ კონსტიტუციურ მოთხოვნას! [იხ. დანართი №1];

7. 2013 წლის 21 იანვარი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს!საქართველოს პარლამენტის ღირსებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე მდგარ თითოეულ დეპუტატს! ღია  მიმართვა [იხ. დანართი №2];


აღნიშნულის თაობაზე მასალები გამოქვეყნდა:


- გაზ. „...უფალია ჩვენი სიმართლე“ [2012 -2013 წ.წ.];

- გაზ. „კვირის ქრონიკა“ [2012 წ. 19 ნოემბერი];

- გაზ. „ასავალ-დასავალი“ [2012 წ. 10 დეკემბერი];

- გაზ. „ახალი თაობა“ [2013 წ. 4 – 18 - 22 იანვარი].

 


მოგიწოდებთ - აღკვეთოთ

თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტი

დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით:

- ვინაიდან მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის მუხლი 70,1 -ით განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა: 2013 წ. 20 იანვარს ამოეწურა;

- ვინაიდან, დღემდე, არც - მ. სააკაშვილის, და არც - საქართველოს პარლამენტის მხრიდან არ არის მიღებული არანაირი სამართლებრივი აქტი, რომლითაც აღკვეთილი იქნებოდა მოქალაქე მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის ფაქტი;

- ვინაიდან, 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის თითოეული დღე ადასტურებს, რომ სახეზე გვაქვს მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციისმუხლი 5,3-ისა და მუხლი 70,1-ის დარღვევის ფაქტი

გაცნობებთ:

- ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის გამო, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, ანუ - მ. სააკაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტთან გვაქვს საქმე;

- ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი მ. სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, ანუ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციისავე მოთხოვნით, დაუყოვნებლივი რეაგირების ვალდებულება [და უფლება] აქვს საქართველოს პარლამენტს;

- ვითვალისწინებთ რა, რომ დღემდე საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა მხრიდან არ მომხდარა კონსტიტუციის 63-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლების გამოყენება; და

- ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პარლამენტი -ზოგადად, და თითოეული მისი წევრი - კონკრეტულად, არ ახდენს რა დროულ რეაგირებას საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფი მ. სააკაშვილის დანაშაულებრივ საქციელზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა გამო თავადვე გვევლინება დანაშაულის თანამონაწილე

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარი

უფლებამოსილი და ვალდებულია:

 

დააყენოს საკითხი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წინაშე, რათა:

 

2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ყველა იმ დეპუტატის მიმართ, რომელიც, თავისი უმოქმედობით, ხელისშემწყობი და თანამონაწილე ხდება - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფი მ. სააკშვილის მიერ კონსტიტუციურ მოთხოვნათა დარღვევის, ანუ - დანაშაულის ჩადენისა,

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისი დეპუტატის მხრიდან - თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ კანონიერების სადარაჯოზე მყოფი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთავარი პროკურატურა, თქვენი სახით, ყველაფერს გააკეთებს, თქვენთვის კანონით მონიჭებული უფლების გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის, ანუ დანაშაულის აღკვეთისათვის.

ამ მიზნის განსახორციელებლად, მზად ვართ თანამშრომლობისათვის, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ხელისუფლების მთავარი წყაროს - ხალხის ნების სამართლებრივი ვალდებულების ფორმით რეალიზებაში.

 

დანართი:

1. 2013 წლის 21 იანვარი - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფ ბატონ მიხეილ სააკაშვილს !ღია მიმართვა: დაემორჩილეთ კონსტიტუციურ მოთხოვნას! – 1 ფურცელი;

2. 2013 წლის 21 იანვარი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს! საქართველოს პარლამენტის ღირსებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე მდგარ თითოეულ დეპუტატს! ღია  მიმართვა - 1 ფურცელი.

 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა -   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.


თბილისი,

2013 წ. 28 იანვარი