Print

2013 წლის 13 თებერვლის მიმართვა ბ. ივანიშვილს

საქართველოს  პრემიერ-მინისტრს

ბიძინა ივანიშვილს!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

ღია მიმართვა:

ბოლო გაფრთხილება, ანუ ვიდრემდის ჯერ კიდევ არის დრო!

 

ბატონო ბიძინა!

საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში თქვენი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ გაერთიანებას - სამართლიანობის აღდგენის იმედით დაუჭირა მხარი.

სამართლიანობის აღდგენის პროცესი კი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. შერჩევითობის პრინციპზე დაყრდნობილი სამართლიანობის აღდგენა - სრულყოფილი ვერ იქნება, და საქმის ამ გზით წარმმართველთა მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის უცილობელ დაყენებას გამოიწვევს.

ჩვენთვის მიუღებელი [და შესაბამისად აუხსნელი] მიზეზისა გამო, საქართველოს პარლამენტში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი დეპუტაცია [ძირითადად - რესპუბლიკური პარტია, და ე.წ. თავისუფალი დემოკრატები] ყველანაირად ცდილობს ბლოკირება გაუკეთოს იმ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საკითხის სამართლებრივად გადაჭრას, რასაც - 2013 წლის 20 იანვრიდან მ. სააკაშვილის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნა ჰქვია.

დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუცია“ თავის თავშივე მოიცავს ამ საკითხის დარეგულირების მექანიზმს.

საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენის მხრიდან არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული. კერძოდ, ჩვენს მიერ, ადრესატებისათვის გაგზავნილი ღია მიმართვებისა და საგაზეთო პუბლიკაციების მეშვეობით გასაჯარისებული მასალის ჩამონათვალი ასეთი სახისაა:

უპირველეს ყოვლისა გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ თქვენდამი წარმოდგენილი იქნა სამი მიმართვა. კერძოდ:

1. 2012 წ. 5 ნოემბრის მიმართვაში - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის” [ჩაბ. № 6595], დეტალურადაა გაშიფრული მ. სააკაშვილის მხრიდან თქვენი სამთავრობო გუნდის სავარაუდო დათხოვნის  მექანიზმი, და მისი ამოქმედების დროითი მიჯნები, რომელიც 2013 წლის იანვრიდან ათვლით აპრილის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი;

2.  2012 წ. 12 ნოემბრის [ჩაბ. № 7875] მომართვაში - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების დროითი საკითხისათვის”,  წარმოდგენილი გახლავთ - საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით გაკეთებული პოლიტიკური ანალიზი - საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავების თაობაზე, რომელიც 2013 წ. 20 იანვრამდე უნდა ყოფილიყო მიღებული და ამოქმედებული;

3. 2012 წ. 28 დეკემბრის [ჩაბ. № 14919] მომართვაში - „გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო“, კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტა, მაქსიმუმ - 90 სადეპუტატო ხმის მეშვეობითაა სესაძლებელი;

 

ამასთანავე, საქართველოს პარლამენტს ორი სპეციალური მიმართვა ჩავაბარეთ, კერძოდ:

1. 2012 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ვახტანგ ხმალაძეს, თბილისში, პირადად გადავეცით მისადმი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნ დავით უსუფაშვილისადმი განკუთვნილი სპეციალური მიმართვა [№24/11- 24 ნოემბერი, 2012 წ.], სადაც გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები დადგენილების პროექტი -  „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, რომლის მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე შესაძლებელია საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა.

2. 2013 წლის 21 იანვარს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს! საქართველოს პარლამენტის ღირსებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე მდგარ თითოეულ დეპუტატს! გავუგზავნეთ [საფოსტ. გზავნ. №010003918936] ღია  მიმართვა: დაემორჩილეთ კონსტიტუციურ მოთხოვნას!

 

აღნიშნულის თაობაზე მასალები გამოქვეყნდა:

- გაზ. „...უფალია ჩვენი სიმართლე“ [2012 -2013 წ.წ. ნომრებში];

- გაზ. „კვირის ქრონიკა“ [2012 წ. 19 ნოემბერი];

- გაზ. „ასავალ-დასავალი“ [2012 წ. 10 დეკემბერი და 2013 წლის 28 იანვარი];

- გაზ. „ახალი თაობა“ [2013 წ. 4 – 18 - 22 იანვარი];

- გაზ. „საერთო გაზეთი“ [2013 წ. 6 თებერვალი].

განსახილველი თემატიკის განხილვას მიეძღვნა, რამოდენიმე სატელევიზიო გადაცამა, კერძოდ:

- 2012 წ. 23 ნოემბერი [მედია-კავშირი „ობიექტივი“];

- 2013 წ. 17 იანვარი [მე-2 არხი: „პრაიმ-ტაიმი“];

- 2013 წ. 1 თებერვალი [მედია-კავშირი „ობიექტივი“].

 

დასასრულს, 2013 წლის 28 იანვარს სპეციალური სარჩელით - „კონსტიტუციურ მოთხოვნათა დაცვა აუცილებელია!“ [ჩაბ. № 01/13 – 10413] მივმართეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით:

- ვინაიდან მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის მუხლი 70,1 -ით განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა: 2013 წ. 20 იანვარს ამოეწურა;

- ვინაიდან, დღემდე, არც - მ. სააკაშვილის, და არც - საქართველოს პარლამენტის მხრიდან არ არის მიღებული არანაირი სამართლებრივი აქტი, რომლითაც აღკვეთილი იქნებოდა მოქალაქე მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის ფაქტი;

- ვინაიდან, 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის თითოეული დღე ადასტურებს, რომ სახეზე გვაქვს მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ისა და მუხლი 70,1-ის დარღვევის ფაქტი

გაცნობებთ:

- ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის გამო, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, ანუ - მ. სააკაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტთან გვაქვს საქმე;

- ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი მ. სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, ანუ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციისავე მოთხოვნით, დაუყოვნებლივი რეაგირების ვალდებულება [და უფლება] აქვს საქართველოს პარლამენტს;

- ვითვალისწინებთ რა, რომ დღემდე საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა მხრიდან არ მომხდარა კონსტიტუციის 63-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლების გამოყენება; და

- ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს პარლამენტი -ზოგადად, და თითოეული მისი წევრი - კონკრეტულად, არ ახდენს რა დროულ რეაგირებას საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფი მ. სააკაშვილის დანაშაულებრივ საქციელზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა გამო თავადვე გვევლინება დანაშაულის თანამონაწილე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი უფლებამოსილი და ვალდებულია, დააყენოს საკითხი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წინაშე, რათა:

2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ყველა იმ დეპუტატის მიმართ, რომელიც, თავისი უმოქმედობით, ხელისშემწყობი და თანამონაწილე ხდება - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფი მ. სააკშვილის მიერ კონსტიტუციურ მოთხოვნათა დარღვევის, ანუ - დანაშაულის ჩადენისა,

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისი დეპუტატის მხრიდან - თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით“.

 

ბატონო ბიძინა!

ქვეყნისათვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება-არმიღების საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ გამოიჩინოთ პოლიტიკური ნება და, როგორც კოალიცია - „ქართული ოცნება“-ს ლიდერმა ყველაფერი გააკეთოთ, რათა საქართველოს პარლამენტმა:

1. ზემოთხსენებული დადგენილების - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ - თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პარალელურად:

2. საქართველო სკონსტიტუციის მუხლი 75,2-ით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო, გამოიყენოს მათთვის საქართველოს  კონსტიტუციის მუხლი 63,1-ით მინიჭებული უფლება, და აღძრან - იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან . სააკაშვილის გადაყენების საკითხი.

 

ბატონო ბიძინა!

ვფიქრობთ, რომ აუცილებელია - 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვრის დაცვა, ანუ - ქვეყნისა და ხალხის განთავისუფლება თვითმარქვია პრეზიდენტისაგან.

თქვენი უშუალოდ ჩარევის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ - დადგენილების მიღებით, აღიკვეთება . სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის ფაქტი; ხოლო

დღეის მდგომარეობიდან გამომდინარე . სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გამო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, საფუძველი გახდება მის მიმარ სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის.

 

ზემოთქმულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ჩვენ- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი,  . სააკაშვილის გაუწონასწორებელ ქმედებათა გამო, საქართველოში მოსალოდნელი მოვლენების შემდგომ განვითარებაზე მთელ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, ერთის მხრივ - საქართველოს პარლამენტს, და მეორეს მხრივ - თქვენს კოალიციაში გაერთიანებულ იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც, ყოვლად გაუმართლებლად და კონსტიტუციურ მოთხოვნათა საპირისპიროდ, მხარს უჭერენ . სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლისოქტომბრამდე.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში ჭეშმარიტი, არაშერჩევითი სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

იმედია ყველას გვახსოვს ბიბლიური შეგონება - რაკი წრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას [ეკლესიასტე 9,11].  დიახ, თავის წილ პასუხისმგებლობას - ვერავინ გაექცევა.

ღმერთმა მოგცეთ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,  2012 წლის 13 თებერვალი,

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.