2013 წ. 8 მარტის მიმართვა - ცესკოს
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს
ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ზურაბ!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ ცესკოში წარმოდგენილ 2013 წლის 26 თებერვლის განცხადებაში, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობეთ, რომ:
- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, 2013 წლის 27 აპრილს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;
„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან იმავე დღეს გადმოგვეცა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარ-დამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი ბლანკი.
2013 წლის 26 თებერვლიდან დავიწყეთ რა შესაბამისი საქმიანობა, „საარჩევნო კო-დექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონა-წილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას, საერთო რაოდენობით:
26 277 [ოცდაექვსი ათას ორასსამოცდაჩვიდმეტი]
დანართი:
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, სულ: 878 [რვაას სამოცდათვრამეტი] ფურცელი.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა) სალუაშვილი
თბილისი, 2012 წლის 8 მარტი
ტელ.: 5 (91) 63-63-36
ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.