Print

2013 წ. 13 მაისის მიმართვა - ბ. ივანიშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

ღია მიმართვა:

ბატონო ბიძინა!

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ - შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობის წინაშე წინამდებარე საკითხის დაყენების თხოვნით მოგმართოთ.

ვფიქრობთ, ედ. შევარდნაძისა და მ. საკაშვილის რეჟიმებისაგან განსხვავებით, ამჟამად არ დგას იმის აუცილებლობა რათა შეგახსენოთ, თუ რაოდენ დიდია მეოცე საუკუნეში მოღვაწე - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნული ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

როგორც მოგეხსენებათ - 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან გასული 20 წელი; ხოლო 2014 წ. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა.

 

ბატონო ბიძინა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით, რათა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიქმნას - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისია.

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისია, მთავრობისადმი წარსადგენად, შეიმუშავებს წინადადებათა პაკეტს, მათ შორის:

- ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ზვიად გამსახურდიას სათანადო როლის გამოკვეთა;

- ზვიად გამსახურდიასათვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭება;

- ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული [მისი] პოლიტიკური განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და გამოცემა;

- საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად ძეგლების დადგმა;

- სხვადასხვა დაწესებულებებისათვის [ქუჩა, სკვერი, სკოლა, აეროპორტი და ა.შ.] ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება;

- საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ.

 

ბატონო ბიძინა!

გამოვხატავთ რა საქართველოს უახლეს ისტორიაში თქვენს მიერ გაწეული ღვაწლისადმი ჩვენს უდიდეს პატივისცემას, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდებით ზემოთაღნიშნული საკითხის სათანადო გადაჭრის საქმეს.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს დანიშნულ შეხვედაში მონაწილეობისათვის, რათა უშუალო საუბარში დაზუსტდეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისიის შექმნა-ამოქმედებასთან დაკავშირებული ყველა ის საკითხი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ შეიმუშაოთ, აღნიშნული წინადადების მიღებისათვის საჭირო საბოლოო პოზიცია.    

 ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი


თბილისი, 

2012 წლის 13 მაისი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.