Print

24 ივნისის მიმართვა - ნინო ბურჯანაძეს

ღია მიმართვა

ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს!

 

ქალბატონო ნინო!

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მათში თქვენი როლის თაობაზე ბიბლიაში დაფიქსირებული მინიშნებების შესახებ, ჯერ კიდევ 2005 წლის 24 ნოემბრით დათარიღებულ, პარლამენტის კანცელარიაში დატოვებულ თქვენდამი განკუთვნილ მიმართვაში [ჩაბ. № 15 910/1 – 29, 24.11.2005 წ.] - გაფრთხილებდით:

„ღმერთი გვავალდებულებს - „როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები - მეთქი, შენ კი არაფერს ეტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენ სულს“-ო [ეზეკ. 33,8-9]...

ჩვენ - თქვენთან მოგვიყვანა სწორედ ჩვენი სულების ხსნაზე ფიქრმა, და თქვენც ამასვე გირჩევთ - სანამ კიდევ არის დრო, ჩაუფიქრდით თქვენს მიერ განვლილ გზას და თუ შესძლებთ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი:

რაც მოსანანიებელი გეჩვენოთ - მოინანიეთ,

რაც არადა - შეინარჩუნეთ...

ოღონდ იცოდეთ, რომ - განკითხვის დღე ახლოსაა!

ჩვენ გაგვიფრთხილებიხართ - არჩევანი თქვენზეა, და არ ვისურვებდით რომ თქვენზე ასრულებულიყოს ესაიას ნათქვამი:

„თქვა [აქ - უფალმა]: წადი და უთხარი მაგ ხალხს:

სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს“ [ესაია 6,9-10]“.

ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების სათავეში თქვენი სამეულის [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] მოსვლისა, და შემდგომი საქმიანობის შეფასების თაობაზე, ბიბლიაში ვკითხულობთ:

„სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება:

უკანასკნელ ხანებში  (აქ - 2003 წ. 21-23 ნოემბერი; 2004 წ. 4-25 იანვარი] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე) და ბევრს შეყრის მათ სამეფოში [თავიდან მართლაც ბევრმა ირწმუნა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“]და გაბატონდებიან დედამიწაზე [ბოლო ჟამის ძირითადი მოვლენების განვითარების ადგილი - საქართველო].

და მის [საქართველოს] მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი [აქ - ედ. შევარდნაძისა და „მოქკავშირის“ მმართველობასთან შედარებაზეა მინიშნება]. ამიტომ ეწოდათ მათ არწივის [აქ - ბოროტების სიმბოლოს] თავები.

ესენი [ანუ სამეული: მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] არიან, ვინც დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის]ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“ [3 ეზრა 12,22-25].

ამდენად, მთლიანობაში, ბიბლიის მიხედვით - „სამი მეფის“, ანუ თქვენი ე.წ. სამეულის - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიასა და ნ. ბურჯანაძის საქმიანობა, ასეთი ტერმინოლოგიითაა შეფასებული:

1. „გაბატონდებიან... უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი“;

და

2. „დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელსაც განახორციელებენ“.

ქალბატონო ნინო!

არა - განკითხვის, არამედ - მხილების სახარებისეულ ვალდებულებაზე დაყრდნობით გიმეორებთ:

ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ჩაუფიქრდით თქვენს მიერ განვლილ გზას და თუ შესძლებთ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი:

რაც მოსანანიებელი გეჩვენოთ - მოინანიეთ,

რაც არადა - შეინარჩუნეთ...

ოღონდ იცოდეთ, რომ - განკითხვის დღე ახლოსაა!

ჩვენ გაგვიფრთხილებიხართ - არჩევანი თქვენზეა!!!

უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს:

- „... მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.

ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენი სიტყვებით განიკითხები“ [მათე 12,36-37].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გირჩევთ:

- უარი თქვით პოლიტიკურ საქმიანობაზე!

- იფიქრეთ სულის გადარჩენაზე და მონანიების შემდეგ, ცხოვრებისეულ სხვა სფეროში ჩართვით, სცადეთ ეხლა მაინც გამოადგეთ სამშობლოს.

ღმერთმა მოგცეთ - მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი!

ქრისტესმიერი სიყვარულით:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2013 წ. 24 ივნისი