Print

2013 წ. 2 ივლისის საჩივარი - ცესკოს

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

პოლიტიკური გაერთიანება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის


ღია მიმართვა

 

ბატონო ზურაბ!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა, ისარგებლა რა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 95,1-ის თანახმად მისთვის მინიჭებული უფლებით

[„საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“],

2013 წლის 1 ივლისს მიღებული განკარგულებით, გამოაცხადა - საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გაცნობებთ:

 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლში ვკითხულობთ:

„მუხლი 6. არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება

მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“.

ამდენად კანონით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ -  „გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა“, ყველა სხვა - „მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი... შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“.

მაშასადამე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - კანონით განსაზღვრულ დასვენების დღეებში: შაბათ ან კვირა დღეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე - საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 1 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის 31 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის მოთხოვნასთან, რომლის თანახმადაც:

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - 2013 წლის ოქტომბრის [შემდეგ უქმე დღეეში] - 5, 6, 12, 13, 19, 20, 26, 27 რიცხვებში.


ბატონო ზურაბ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, და, კანონით თქვენთვის მონიჭებული უფლებიდან გამომდინარე, აცნობოთ საქართველოს პრეზიდენტს [და მის ადმინისტრაციას], რომ

1. მის მიერ 2013 წლის 1 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის 31 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის მოთხოვნასთან; და რომ

2. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ - 2013 წლის ოქტომბრის [შემდეგ უქმე დღეეში] - 5, 6, 12, 13, 19, 20, 26, 27 რიცხვებში.


 ბატონო ზურაბ!

იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველივე ზემოთქმულის შედეგად მოხერხდება და საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისი მოთხოვნებზე დაყრდნობით, ანუ - კანონიერად შეირჩევა.

აღნიშნული მიზნით, მზად ვართ თანამშრომლობისათვის. 

 პატივისცემით:

 

 

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

თბილისი,

2013 წ. 2 ივლისი

ჩაბარების № 1/853