Print

2013 წ. 2 ივლისი - მიმართვა ცესკოს - პარტიის სახელით

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ატონ ზურაბ ხარატიშვილს!

 

პოლიტიკური გაერთიანება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის

 

ბატონო ზურაბ!

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა, ისარგებლა რა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 95,1-ის თანახმად მისთვის მინიჭებული უფლებით, 2013 წლის 1 ივლისს მიღებული განკარგულებით, გამოაცხადა - საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გაცნობებთ:

 

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 97-ე მუხლში ვკითხულობთ:

მუხლი 97. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება 

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით“

ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-მ [რეგისტრაციის № 0052], მიიღო გადაწყვეტილება ისარგებლოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 97,1-ით ჩვენთვის მონიჭებული უფლებით.

 

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 98,2-ში ვკითხულობთ:

„მუხლი 98. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი 

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები“.

გაცნობებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდების 6,5 მუხლის თანახმად, პარტიის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“  მიერ მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით [№18/05-3] -  2013 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულია ჩვენი პარტიის „ლასკარი“-ს თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ დასახელებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მონაცემებს:

ა) სახელი, გვარი:  მიხეილ სალუაშვილი

ბ) დაბადების თარიღი:  16 ივლისი 1958 წ.

გ) პროფესია: ინჟინერ-მშენებელი

დ) თანამდებობა (საქმიანობა): „ლასკარი“-ს თავმჯდომარე

ე) სამუშაო ადგილი: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

ვ) რეგისტრაციის ადგილი:   ქ. თბილისი, მუხიანის I მ/რ, მე-2 კ., ბ.95

ზ) პარტიულობა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრი

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა: 55 წელი [დაბადებიდან დღემდე]

ი) წარმდგენი პარტიის დასახელება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ [რეგისტრაციის №052].

 

3. განცხადებას თან ერთვის: 

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - დაბადების მოწმობის ასლი 

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - სამი ფოტოსურათი.

 

ბატონო ზურაბ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რათა მოგვეცეს, ჩვენთვის კანონით განსაზღვრული პროცედურების დაწყების შესაძლებლობა

პატივისცემით:

 

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი