Print

16 აგვისტო 2013 წ. ღია მიმართვა ცესკოს

საქართველოს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

 

საქართველოს

პრეზიდენტობის კანდიდატის

მიხეილ [გელა]

სალუაშვილის

ღია მიმართვა

თქვენს მიერ 2013 წლის 12 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

- „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. მან უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს განცხადებით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29- მუხლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართვე-ლოს პარლამენტის დადგენილებით. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან თავმჯდომარე გადამდგარად ჩაითვლება....“.

მაშასადამე, 12 აგვისტოდან ათვლით, 15 კალენდარული დღის ვადაში, ანუ - 26/27 აგვისტომდე, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარე გადამდგარად ჩაითვლება მხოლოდ - 28 აგვისტოდან.

 

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი“- თანახმად:

-  „ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია“ [მუხლი 15,1];

- „.. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:

) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა)“ [მუხლი 15, 3 - ,];

- „საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს. საქარ-თველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსი-ლების ვადაა 5 წელი.

2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაშიმისი წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობის ნახევარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე“ [მუხლი 12,1-3].

 

როგორც მოგეხსენებათ - 2007 წლის ოქტომბერში 5 წლით ცესკოს წევრად არჩეულ - ბატონ დავით კირთაძეს, რომელიც, ამავე დროს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თავისი უფლებამო-სილების ვადა - 2012 წლის ოქტომბერში ამოეწურა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსისმე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვალდებული იყო - დავით კირთაძისათვის ცესკოს წევრობის 5 წლიანი ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე, ანუ 2012 წლის სექტემბერში გამოეცა განკარგულება - „კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“. აღნიშნულის განუხორციელებლობისა გამო ადგილი აქვს - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, თანამდებობრივი გულგრილობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტს.

 

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდანსაქართველოს საარჩევნო კოდექსისმოთხოვნათა უხეში დარღვევის მიუხედავად, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულებრივ კატეგორია განეკუთვნება:

- ბატონ დავით კირთაძეს -  2012 . ოქტომბრიდან, ყოველგვარი დამატებითი სამართლებრივი აქტის მიღების გარეშე, „საქართველოს საარ-ჩევნო კოდექსისმე-12 მუხლის 1- პუნქტის თანახმად - შეწყვეტილი აქვს - საქართველოს ცენტრალური კომისიის წევრის უფლებამოსილება, და, აქედან გამომდინარე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის უფლება;

 

შესაბამისად, 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, საქართველოს მოქალაქის - დავით კირთაძის მიერ თანამდებობის მითვისების გზითცესკოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერი ფაქტი ითვლება კანონდარღვევად, და იურიდიული ძალის არმქონედ.

 

2013 წლის 12 აგვისტოდან, ანუ - -ნი ზურაბ ხარატიშვილის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან მოყოლებული,  „საქართველოს საარჩევნო კოდექსითგათვალისწინებული ყველა  სამართლებრივი აქტი [მათ შორის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციასთან დაკავშირებით - იხ. მუხლი 100,1-3], რომელიც ცესკოს თამჯდო-მარის ხელმოწერით უნდა იქნეს მიღებული, უნდა განხორციელდეს:

1. ან - თავად ზურაბ ხარატიშვილის, როგორც ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ;

2. ან - „საქართველოს საარჩევნო კოდექსითგათვალისწინებული პროცედურის დაცვის შემდეგ ახლად არჩეული ცესკოს თავმჯდომარის ხელმოწერით.

საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩვენო კოდექსი“- ზემოთაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით მიღებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი იქნება - უკანონო, და შესაბამისად - იურიდიული ძალის არმქონე.

იმედს ვიტოვებთ, რომ გაითვალისწინებთ საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

პატივისცემით

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

16 აგვისტო, 2013 წ.