Print

5 სექტემბრის ღია მიმართვა - ბ. ივანიშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს

 

საქართველოს პრეზიდენტობის

ოფიციალერი კანდიდატის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღი მიმართვა:

 

საქართველოში

1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი

დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის

მიერ დაზარალებული იპოთეკარების

 საკითხის დარეგულირების  შესახებ


ბატონო ბიძინა!

1992 -2012 წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული, ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა, და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიას, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ - იპოთეკარები. მათი პრობლემის დასარეგულირებლად, ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით - უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“ [იხ. პოლიტიკური ნაწილის პირველი საკითხი]- შემუშავებული გვაქვს: „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, რომელიც ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მიღებული სპეციალური დეკრეტით იქნება რეალიზებული.

როგორც მოგეხსენებათ, მიზეზთა გამო, საქართველოს პარლამენტის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლების შეჩერებასთან დაკავშირებით კანონპროექტი“-ს განხილვა დროებით შეჩერებულია.

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის - იპოთეკართა პრობლემის მოგვარება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია, წარმოგიდგენთ ამ საკითხის დარეგულირებისათვის გადასადგმელ გადაუდებელ ღონისძიებათა გამათვალისწინებელ წინადადებათა პაკეტს:

 

1. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-3 პუნქტისა [„მთავრობა კონსტიტუციის, კანონების და პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებასა და განკარგულებას, რომლებსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი“] და 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის [„პრემიერ-მინისტრი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტსბრძანებას...“] საფუძველზე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება - „2014 წ. 1 იანვრამდე იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლების შეჩერებასთან დაკავშირებით“;

 

2. გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რათა ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას - იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. 2014 წლის საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6.  1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკარების დახმარების ფონდი-ს შექმნის საკითხს.  

 

ბატონო ბიძინა!

წარმოდგენილი პრობლემის გადაუდებლად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თქვენ გამოიჩენთ შესაბამის გულისხმიერებას, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ზემოთქმული გადაწყვეტილებები უახლოეს დროში იქნეს მიღებული.

ამასთანავე მზად ვართ ამ საკითხის მოგვრებასთან დაკავშირებით ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ დროს შემდგარ ორმხრივ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.

 

პატივისცემით:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

2013 წ. 5 სექტემბერი

წერილის სარეგისტრაციო  № 28663;

05.09.2013 წ.