Print

27 ნოემბერი 2013 წ. - მიმართვა გურამ ოდიშარიას!

საქართველოს კულტურის მინისტრს

ბატონ გურამ ოდიშარიას!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 ღია მიმართვა:

ბატონო გურამ!

2013 წ. 13 მაისს სპეციალური წერილით მივმართეთ მაშინდელ პრემიერ მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს [ჩაბ. №16 308], რომელშიც კერძოდ ვწერდით:

„...ვფიქრობთ, ედ. შევარდნაძისა და მ. საკაშვილის რეჟიმებისაგან განსხვავებით, ამჟამად არ დგას იმის აუცილებლობა რათა შეგახსენოთ, თუ რაოდენ დიდია მეოცე საუკუნეში მოღვაწე - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნული ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

როგორც მოგეხსენებათ - 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან გასული 20 წელი; ხოლო 2014 წ. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა.

ბატონო ბიძინა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით, რათა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიქმნას - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისია.

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისია, მთავრობისადმი წარსადგენად, შეიმუშავებს წინადადებათა პაკეტს, მათ შორის:

- ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ზვიად გამსახურდიას სათანადო როლის გამოკვეთა;

- ზვიად გამსახურდიასათვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭება;  

- ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული [მისი] პოლიტიკური განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და გამოცემა;

- საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად ძეგლების დადგმა;

- სხვადასხვა დაწესებულებებისათვის [ქუჩა, სკვერი, სკოლა, აეროპორტი და ა.შ.] ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება;

- საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ...“

 

ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, აღნიშნულ მიმართვაზე პასუხი - დღემდე არ მიგვიღია.

 

ბატონო გურამ!

აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ 2012 წ. 17 სექტემბერს სპეციალური მიმართვა გავუგზავნეთ მაშინდელ საქართველოს პრეზიდენტს მ. სააკაშვილს, სადაც კერძოდ აღვნიშნავდით:

„...მოგმართავთ წინადადებით, რათა:

საქართველოს წინაშე  გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის გამო - მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობო ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის უშეღავათო ბრძოლაში საქართველოსთვის ზვარაკად შეწირულ ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მამულიშვილს -

ზვიად გამსახურდიას, მიენიჭოს:

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, და სიკვდილის შემდეგ გადაეცეს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნულიგმირისორდენი...“.

 

ერთწლიანი „ფიქრის“ შემდეგ, ვადაგასულმა პრეზიდენტმა, პასუხი მხოლოდ „კარების გაჯახუნების“ წინ, ანუ 2013 წ. 26 ოქტომბერს „ამოილუღლუღა“ – მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასროცა არავის ახსოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, ზვიად გამსახურდია იყო ის, ვინც იყო ამ ეროვნული ჩირაღდნის მატარებელი. ის იყო მაშინდელი საქართველოს სიმბოლო, 90-იანი წლების დასაწყისის...“.

იგი იქვე ამბობს - „მივიღე გადაწყვეტილება, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს მერაბ კოსტავასაც, რომელიც ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო ამ იდეის მატარებელი - ის ერთი წამით არ შეტოკებულა, ერთი წამით არ დათანხმებია არანაირ თანამშრომლობას მჩაგვრელებთან“

[ცნობისათვის: 1993 წლის სექტემბერში, ზუგდიდში გამართულ სესიაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მერაბ კოსტავას - ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა].

 

ბატონო გურამ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, რათა თქვენდამი დაქვემდებარებული სამინისტროს ბაზაზე, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება - საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში უდიდესი წვლილის მქონე პიროვნების, „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდებით ზემოთაღნიშნული საკითხის სათანადო გადაჭრის საქმეს.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს დანიშნულ შეხვედაში მონაწილეობისათვის, რათა წარმოგიდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის ამსახველი მასალა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ საბოლოო პოზიციაშეიმუშაოთ, აღნიშნული წინადადების მიღებისათვის საჭირო ერთ-ერთ საკითხზე.    

 ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 

2013 წლის 27 ნოემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

წერილის ჩაბარების № 11 658,

27.11. 2013 წ.