Print

2014 წ. 13 იანვრის მიმართვა კულტურის სამინისტროს

საქართველოს კულტურის მინისტრს

ბატონ გურამ ოდიშარიას!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 

ღია მიმართვა:

 

ბატონო გურამ!

ჩვენს მიერ თქვენდამი გამოგზავნილ ღია წერილში [ჩაბარების № 11 658, 27.11. 2013 წ.] გთხოვდით, რომ ვინაიდან - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნულ ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდიას 2014 წ. 31 მარტს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა - შექმნილიყო:

ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისია.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისიის სამუშაო გეგმის პროექტის მოკლე მონახაზს:

- ეთხოვოს თბილისის საკრებულოს 2014 წ. იანვრის ბოლომდე განიხილოს საკითხი თბილისის აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით;

- ეთხოვოს საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს, 2014 წ. იანვრის ბოლომდე განიხილონ საკითხი მათი ქალაქის სხვადასხვა ადგილებისათვის [ქუჩა, სკვერი, სკოლა, და ა.შ.] ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე;

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისია, მთავრობისადმი წარსადგენად, შეიმუშავებს წინადადებათა პაკეტს, რათა სამთავრობო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით:

- 2014 წ. 10 თებერვლამდე გამოცხადდეს კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის თბილისის აეროპორტში, ამ ფაქტის დამაფიქსირებელი მინიშნების [ბარელიეფის ან ბიუსტის] განთავსებისათვის საჭირო პროექტის გამოსავლენად;

- 2014 წ. 31 მარტს მოხდეს ხსენებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით დამზადებული მინიშნების [ბარელიეფი ან ბიუსტი] საზეიმო გახსნა;

 2014 წ. 25 მარტამდე მოხდეს:

- ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული [მისი] ლიტერატურული და პოლიტიკური [განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების] მემკვიდრეობის მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და შესაბამისი სრული კრებულების გამოცემა;

- საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად ძეგლების დადგმა;

- საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ.

 

ბატონო გურამ!

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკითხები, ერთგვარად შეავსებს თქვენი სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბებული ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისიის წევრთა მიერ გასათვალისწინებელ საკითხთა ნუსხას.

ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ რა სურვილს, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩავერთოთ ხსენებული კომისიის მუშაობაში, მზად ვართ თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს დანიშნულ შეხვედრებში მონაწილეობისათვის, რათა წარმოგიდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის ამსახველი მასალა.

 ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 2014 წლის 13 იანვარი

ტელ.: 5 (91) 63-63-36;

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. "

 

[წერილის ჩაბარების № 327, 13.01.2014 წ.]