Print

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს - გიორგი კეკელიძეს!

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს

ბატონ გიორგი კეკელიძეს !

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღია წერილი

ქვაზე დადებული მადლი, ანუ რამოდენიმე შენიშვნა

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ლიტერატურის შემცველ სამტომეულთან დაკავშირებით

 

ა) წინათქმა

ბატონო გიორგი!

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წ. 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის მიერ დამუშავებული პროექტის ფარგლებში მომზადებული სამტომეულის წარდგინება.

თავისთავად, ეს პროექტი - „...მიზნად ისახავს ბეჭდურ მედიაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული საქართველოს სახელმწიფო ხელმძღვანელების საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების, ასევე განსაკუთრებით საინტერესო ოფიციალური დოკუმენტების ერთად თავმოყრას და გამოცემას...

განზრახულია ყველა ამ თანამდებობის მატარებელი პოლიტიკოსის ან აღნიშნულ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებელი პირების საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების გამოცემა. ცხადია, გამოსაქვეყნებელ სერიაში ვერ შევა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის დაკავებამდე და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან გადადგომის შემდეგ გამოქვეყნებული საჯარო გამოსვლები“ [იხ. ტ. 1, გვ. 9].

პირველი, სამ ტომად დაბეჭდილი, კრებული ეხება - ზვიად გამსახურდიას. იქვე მითითებულია, რომ წინამდებარე - „მასალები შეკრიბა, ბიბლიოგრაფიული აღწერილობა დაურთო და გამოსაცემად მოამზადა პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მზია ხოსიტაშვილმა...“[ტ. 1, გვ.10].

6 თებერვალს, სამტომეულის წარდგენისას გაკეთებულ ჩემს მოკლე გამოსვლაში აღვნიშნე - „ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს 1994 წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით შექმნილმა „სარედაქციო კოლეგიამ“, ედ. შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმის მხრიდან, ჩვენს მიმართ წარმოებული სასტიკი დევნისა და შევიწროების პირობებში, თავი მოუყარა და 1994–1996 წ.წ. გამოსცა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ლიტერატურის შემცველი არაერთი კრებული. თითოეული მათგანი სხვადასხვა ბიბლიოთეკის, და მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის, საცავებშია დაცული.

შესაბამისად, ჩვენის მხრიდან, დიახაც რომ მივესალმებით სახელმწიფოებრივ დონეზე შესრულებულ ყველა ასეთი ახალი პროექტის განხორციელებას, და მადლობას მოვახსენებთ მასში ჩართულ თითოეულ პიროვნებას გაწეული საქმიანობისათვის“.

კრებულისათვის საჭირო მასალის შეგროვებისას, საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მზია ხოსიტაშვილი, სხვა წყაროებთან ერთად, ალბათ გამოიყენებდა [ან, როგორც მინიმუმ, გაეცნობოდა] ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცულ მასალებსაც, მათ შორის ჩვენს მიერ 1994-1996 წლებში გამოშვებულ შემდეგ კრებულებს, კერძოდ: 

1. „ოთხმოცდათერთმეტი:  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია [მიმართვები  და  სატელევიზიო  გამოსვლები  სარედ კოლ.:  მიხეილ (გელასალუაშვილი (მთრედ.) და სხვ.]. - თბ. :ხმა ერისა, 1995. – 122 გვ. ; 21 სმ...].  UDC: 342.511(479.22) + 323(479.22)

 K 222.960/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-395 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 70.761/3 - ხელუხლებელი ფონდი

2. 1991 წლის ოცდაორი შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან[სარედ კოლ.:  მიხეილ (გელასალუაშვილი (მთრედ.) და სხვა]. - თბ. :  ხმა ერისა, 1995. – 126 გვ. ; 21სმ...],  UDC: 342.511(479.22) + 325.8(479.22)

(22)342.5(092)/-373 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 70.693/3 - ხელუხლებელი ფონდი

P 497/1995 - ხელუხლებელი ფონდი

3. „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 1992-1993“ [სარედკოლ.: მიხეილ (გელასალუაშვილი (მთრედდა სხვ.)]. - თბხმა ერისა, 1995. – 50 გვ. ; 20 სმ...],   UDC: 342.511(479.22)(092)

 K 224.121/3 - საერთო ფონდი

K 224.122/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-323 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 71.702/3 - ხელუხლებელი ფონდი

P 496/1995 - ხელუხლებელი ფონდი

4. „ცხრა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან“ [სარედკოლ.: მიხეილ (გელასალუაშვილი (მთრედ.) და სხვ.]. - თბ. : ხმა ერისა, 1995. – 38 გვ. ; 20 სმ...],  UDC: 342.511(479.22)

 K 224.119/3 - საერთო ფონდი

K 224.120/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-197 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 71.701/3 - ხელუხლებელი ფონდი

5. „ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი [თბ. სამართლ. აღდგენის კავშირი "ხმა ერისა", [1994]. – 66 გვ. ; 20 სმ...], UDC: 94(479.22) "1991.12-1992.01" + 325.8 (479.22)

K 220.990/3 - წიგნთსაცავი

K 221.269/3 - წიგნთსაცავი

K 221.270/3 - წიგნთსაცავი

K 221.271/3 - წიგნთსაცავი

(.28)342.5(092)/-197 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 69.867/3 - საარქივო ფონდი

6. „ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე, 1991-1995[სარედ კოლ.: მიხეილ  (გელა სალუაშვილი  (მთ რედ.) და სხვ.]. - თბ. სამართლ აღდგენის კავშირი ხმა ერისა", 1995. – 164 გვ. ; 20 სმ...],  UDC: 94(479.22)"1991.12-1992.01" + 325.8(479.22) + 342.511(479.22)

 K 222.495/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-587 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 70.550/3 - ხელუხლებელი ფონდი,

და, უპირველეს ყოვლისა, ამ კრებულთა ბაზაზე შედგენილ ორტომეულს: „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“  [საქართველოს  რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე წარმოთქმული სიტყვებისატელევიზიო გამოსვლები, მიმართვები, ინტერვიუები პრესკონფერენციები : ნაწილად [სარედ კოლ.:  მიხეილ (გელა სალუაშვილი (მთრედდა სხვ.)]. - თბ. ხმა ერისა, 1995. – 20 სმ...] : 

ნაწ. 1.  291 გვ...  UDC: 342.511(479.22) + 342.511.7(479.22) + 328(479.22)  6 + 5

 K 259.291/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-197 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 71.664/3 - ხელუხლებელი ფონდი

P 495/1995 - ხელუხლებელი ფონდი

ნაწ. 2. 292 გვ.. UDC: 342.511(479.22 გამსახურდია.) + 328(479.22)

 K 258.731/3 - საერთო ფონდი

(22)342.5(092)/-197 - ქართველოლოგიის განყოფილება

F 71.665/3 - ხელუხლებელი ფონდი

 

რომელშიც მოცემულია, ერთის მხრივ - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნისას, მის მიერ გაკეთებული - სხვადასხვა სახის პოლიტიკური განცხადება [სულ - 198 ერთეული]; და მეორეს მხრივ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, დევნილობის  1992-1993 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები [სულ - 53  ერთეული].

კრებულებში დაცულ თითოეულ მასალას, მცირე გამონაკლისის გარდა [ბეჭვდისას დაშვებული კორექტურული შეცდომის გამო], თანდართული აქვს შესაბამისი წყაროს [გაზეთის]  მითითება.

როგორც ქვემოთ ვნახავთ, ქ-ნ მზია ხოსიტაშვილის მიერ მოზადებულ სამტომეულში დაცული, თემატიკის შესაბამისი 238 მასალიდან, 185 ერთეული სწორედ ჩვენს მიერ დაბეჭდილ ორტომეულშია წარმოდგენილი.

შესაბამისად, ჩვენთვის ერთგვარად „აუხსნელია“ ის ფაქტი, რომ ქ-ნ მზიას, დამოწმებული აქვს, ჩვენს მიერ დაბეჭდილი მხოლოდ ორი კრებული [ძირითადად ის მასალა, რომლებსაც, კრებულის დაბეჭვდისას დაშვებული კორექტურული შეცდომის გამო  არ აქვთ მითითებული შესაბამისი წყარო - გაზეთის დასახელება]:

1. „ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი [თბ. 1994 წ,] -იხ. ტ. 3, გვ.: 78, 83, 109 და 323; და

2. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 1992-1993“ [თბ. 1995 წ.] - იხ. ტ. 3, გვ.: 295, 320 და 333.

1994-1995 წლებში ჩვენს მიერ დაბეჭდილი კრებულები, მათთვის იყო [და არის] განკუთვნილი, ვისაც, ამა თუ იმ ფორმით, აინტერესებს ერთერთი უდიდესი ქართველი მამულიშვილის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური აზროვნების სიღრმეები. ხოლო იმ საკითხის შეფასება, მავანი დაიმოწმებს თუ არა ჩვენს მიერ შედგენილ კრებულის გამოყენების ფაქტს, ეს უკვე ჩვენი პრობლემა აღარაა, რამეთუ ჩვენთვის მთავარი - ქვაზე დადებული მადლია.

ღმერთმა ყველას მისცეს მართებული გადაწყვეტილების უნარი.

 

ბ) რამოდენიმე შენიშვნა

ბატონო გიორგი!

სამტომეულის მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ, გვინდა ვისარგებლოთ კრებულში გამოთქმული თხოვნით, რომ - „...პროექტის ავტორები სიამოვნებით გაიზიარებენ ყველა შენიშვნას...“ .[ტ. 1, გვ.10], და, ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილ ნაშრომთან - „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუები“ - მიმართებაში, რამოდენიმე ჩვენი შეხედულება დავაფიქსიროთ.

 

ტომი პირველი

კრებულის პირველი ტომი 361 გვერდისაგან შედგება. მასში - „...მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას ოფიციალური მიმართვები, განცხადებები, მნიშვნელოვანი დადგენილებები, ბრძანებულებები, გამოსვლები, ინტერვიუები, გამოქვეყნებული 1990 წლის ნოემბრიდან 1991 წლის 16 აპრილამდე...“ [იხ. გვ. 11]. სულ წარმოდგენილია 60 მასალა.

როგორც მოგეხსენებათ ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 1990 წ. 14 ნოემბერს დაიკავა.  მიუხედავად წიგნის წინასიტყვაობაში გაცხადებულსა, რომ - „...გამოსაქვეყნებელ სერიაში ვერ შევა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის დაკავებამდე“ გამოქვეყნებული მასალაო [იხ. გვ. 9], პირველი ტომის გვ. 12 და 17-ზე დაბეჭდილია 1990 წ. 8 და 13 ნოემბრით დათარიღებული ორი მასალა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ ათეულობით კანონსა თუ დადგენილებას, დიახაც ახლავს ზვიად გამსახურდიას ხელმოწერა, რომელიც, ბუნებრივია რომ, ვერ ჩაითვლება ხელმომწერი პირის მიერ უშუალოდ შესრულებულ დოკუმენტად.

შემდგენლების მიერ, პირველ ტომში, ხსენებული ათეულობით ამდაგვარი მასალიდან, დაბეჭდილია 8 კანონი და 5 დადგენილება, რაც ერთგვარად ამოვარდნილია კრებულის შედგენის თემატიკიდან. [ამ კუთხით, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთგვარ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს კრებულის 301-304 გვ. გამოქვეყნებული „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

აქვე აღვნიშნავთ, რომ განსახილველ პირველ ტომში, თემატიკის შესაბამისად მოყვანილი 44 მასალიდან, 36 ერთეული დაბეჭდილი გვაქვს ჩვენს მიერ 1995 წელს დაბეჭდილ ორტომეულში - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“.

კრებულში გამოქვეყნებული მასალები ძირითადად მიჰყვება მათი შესრულების ქრონოლოგიას. თუმცა, მიზეზთა გამო, აქაც არის მცირეოდენი ხარვეზი. კერძოდ კრებულის - 41, 47, 111, 207, 230, 245, 259, 264 და 266-ე გვერდებზე წარმოდგენილი მასალები ქრონოლოგიური რიგის დარღვევითაა დაბეჭდილი.

 

ტომი მეორე

კრებულის მეორე ტომი 434 გვერდისაგან შედგება. მასში - „...მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოფიციალური მიმართვები, განცხადებები, მნიშვნელოვანი დადგენილებები, ბრძანებულებები, გამოსვლები, ინტერვიუები, გამოქვეყნებული 1991 წლის აპრილიდან 1992 წლის იანვრამდე...“ [იხ. გვ. 10].

ჩვენთვის გაუგებარ მიზეზთა გამო, 1991 წ. 5 და 14 აპრილით დათარიღებული ორი მასალა, პირველი ტომის ნაცვლად [სადაც წარმოდგენილია ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას გაკეთებული სხვადასხვა განცხადება], კრებულის მეორე ტომშია წარმოდგენილი [სადაც დაცულია ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას გაკეთებული სხვადასხვა განცხადება]:

1. რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტისათვის, ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წ. 5 აპრილს მიცემული ინტერვიუ [გაზ. „რესპუბლიკა“, 1991 წ. 16 აპრილი, №14/47]; და

2. 1991 წ. 14 აპრილის - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა“ [გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1991 წ. 16 აპრილი, №73/93].

კრებულში, მცირე გამონაკლისის გარდა, დაცულია მასალათა გამოქვეყნების ქრონოლოგიური რიგი. სამწუხაროდ, ამ „რიგიდან“ ამოვარდნილია - 13, 30, 290, 318, 343 და 346 გვერდებზე დაბეჭდილი მასალა.

უდავოდ ტექნიკური ხარვეზია ის, რომ - ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, კრებულში - ორჯერაა დაბეჭდილი; ჯერ: 80-97; ხოლო შემდეგ: 110-127 გვერდებზე.

განსახილველ მეორე ტომში მოყვანილი 87 მასალიდან, 60 ერთეული დაბეჭდილი გვაქვს ჩვენს მიერ 1995 წელს დაბეჭდილ ორტომეულში - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“.

 

ტომი მესამე

კრებულის მესამე ტომი 343 გვერდისაგან შედგება. მასში - „...თავმოყრილია ზვიად გამსახურდიას განცხადებები, ბრძანებულებები, მიმართვები, წერილები და ინტერვიუები, გამოქვეყნებული 1992 – 1993 წლების გაზეთებში...“ [იხ. გვ. 9].

პირველი უზუსტობა, შემდგენლისაგან კრებულის დასაწყისში დაბეჭდილ წერილშია დაშვებული. კერძოდ, დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა არა - 1992 წ. 23 სექტემბერს [იხ. გვ. 9], არამედ - 1993 წ. 24 სექტემბერს.

მესამე ტომი იწყება 1991 წ. 25 დეკემბრით დათარიღებული მასალით - „მიმართვა ქართველ ერს“ [გვ. 10]; რომელიც, განმეორებითაა დაბეჭდილი ამავე ტომის 206-ე გვერდზეც. აღსანიშნავია, რომ ეს მიმართვა დაბეჭდილია კრებულის მეორე ტომშიც [იხ. გვ. 421].

გარდა ამისა, მესამე ტომში, კიდევ სამი მასალაა ორ-ორჯერ დაბეჭდილი, კერძოდ: 1) 143 და 153 გვ.; 2) 158 და 168 გვ.; და 3) 283 და 284 გვერდებზე.

მესამე ტომის სარჩევში გამოტოვებულია კრებულის 191-ე გვერდზე დაბეჭდილი მასალის მითითება.

კრებულის წინა ტომების მსგავსად, მესამე ტომშიც არაერთი მასალაა, რომელიც ამოვარდნილია ქრონოლოგიური რიგიდან. ესენია - 27,34, 35, 73, 74, 80, 82, 94, 106, 114, 116, 125, 143, 153, 167, 177, 179, 208, 212, 213, 217, 221, 223, 243, 261, 280, 294 და 321-ე გვ.

ამასთანავე, 75-77 გვერდებზე დაბეჭდილია 1990 წ. 20 მაისით დათარიღებული მასალა, რაც ასევე არ ჯდება კრებულით განსაზღვრულ დროის ფარგლებში.

ამდენად, მესამე ტომში წამოდგენილი 112 მასალიდან: 4 განმეორებითაა დაბეჭდილი, 1 დროით ფარგლებს არ შეესაბამება. დარჩენილი 107 მასალიდან, 89 ერთეული დაბეჭდილი გვაქვს ჩვენს მიერ 1995 წელს გამოცემულ ორტომეულში - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“.

სტატისტიკისათვის გვინდა დავსძინოთ, რომ კრებულის სამივე ტომში, თემატიკის შესაბამისად წარმოდგენილი - 238 [44+87+107] მასალიდან - 185 [36+60+89], ანუ  დაახლოებით 78%, დაბეჭდილი გვაქვს, ხსენებულ, ჩვენს მიერ 1995 წელს გამოცემულ ორტომეულში - „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“.

ჩვენის მხრიდან, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კრებულის შემდგენელს, ქ-ნ მზია ხოსიტაშვილს, დღემდე ჩვენთვის ხელმიუწვდომელი 53 ახალი მასალის [რაც საერთო ოდენობის 22%-ია] მოძიებისათვის.

 

გ) დასკვნის მაგიერ

ბატონო გიორგი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ მთლიანობაში გავიაზრებთ კრებულის სამტომეულში დაშვებულ შეცდომებს, მათი საერთო სურათი ასეთი იქნება:

უზუსტობაა დაშვებული მესამე ტომის დასაწყისში დაბეჭდილ წერილში „შემდგენლისაგან“ [გვ. 9].  კერძოდ, დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა არა - 1992 წ. 23 სექტემბერს [იხ. გვ. 9], არამედ - 1993 წ. 24 სექტემბერს;

სხვადასხვა ტომებში მოცემული 19 მასალა [იხ. ტ. 1: გვ. 12; 17; 18; 41; 43; 44; 45; 47; 48; 49; 52; 53; 68; 238 და 239; ტ. 2: გვ. 11 და 13; ტ. 3: გვ. 10 და 206] ერთგვარად ამოვარდნილია კრებულის შედგენის თემატიკიდან;

სხვადასხვა ტომში წარმოდგენილი 43 მასალა [იხ. ტ. 1: გვ.: 41, 47, 111, 207, 230, 245, 259, 264 და 266; ტ. 2: გვ.: 13, 30, 290, 318, 343 და 346; ტ. 3: გვ. 27,34, 35, 73, 74, 80, 82, 94, 106, 114, 116, 125, 143, 153, 167, 177, 179, 208, 212, 213, 217, 221, 223, 243, 261, 280, 294 და 321] ქრონოლოგიური რიგის დარღვევითაა დაბეჭდილი;

მესამე ტომის სარჩევში გამოტოვებულია კრებულის 191-ე გვერდზე დაბეჭდილი მასალის მითითება;

მეორე ტომში წარმოდგენილი - ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, კრებულში - ორჯერაა დაბეჭდილი; ჯერ: 80-97; ხოლო შემდეგ: 110-127 გვერდებზე;

მესამე ტომში, ოთხი მასალა ორ-ორჯერაა დაბეჭდილი, კერძოდ: 1) 10 და 206 გვ.; 2) 143 და 153 გვ.; 3) 158 და 168 გვ.; და 4) 283 და 284 გვ.

წერილის დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამქვეყნად შეუმცდარი არავინაა, რამეთუ  ჩვენს მიერ გაკეთებულ მცირე თუ დიდ საქმეებს, მიზეზთა გამო, ხშირად ახლავს ხარვეზები, რომელთა გამოსწორების სურვილითაც დაიწერა კიდეც წინამდებარე ღია წერილი.

იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილული სამტომეულის მეორე გამოცემა კიდევ უფრო ნაკლები ხარვეზით იქნება გამოცემული.

გისურვებთ წარმატებებს ქვეყნისათვის სასარგებლო ყოველ საქმიანობაში.

პატივისცემით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

11 თებერვალი, 2014 წ.

[წერილის ჩაბ. №57]