Print

26/01-3 2012 წ. შალვა ნათელაშვილს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის

თავმჯდომარეს

ბატონ  შალვა ნათელაშვილს! 

 

ბატონ შალვა!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ გამოხატავს რა თქვენს წინაშე უდიდეს პატივისცემას, მოგახსენებთ შემდეგს:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2011 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ _ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ მიერ 2004 წლის ივნისის თვეში, საქართველოს საპატრიარქოსადმი წარდგენილ ორ მიმართვაში [I. 9 ივნისი, 2004 წ., ჩაბარების N  302/9; და II. 24 ივნისი,2004 წ., ჩაბარების N  366], საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წინაშე - „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვასთან დაკავშირებით“ წამოჭრილ მოთხოვნებს.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის იდეის სულისჩამდგმელისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასადმი, ქვეყნის წინაშე გაწეული მისი ღვაწლისადმი მართებული დამოკიდებულება, პოლიტიკურ ასპარეზზე (და არა მარტო) მომქმედი ძალებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყალგამყოფს წარმოადგენს.

 

ბატონ შალვა!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, ზემოთქმულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უერთდება რა აღნიშნულ მიმართვაში გადმოცემულ მოთხოვნებს, იმედს იტოვებს, რომ წარმოდგენილი მასალა თქვენი ამ საკითხისადმი სათანადო დამოკიდებულების  დაფიქსირებაში დაგეხმარებათ.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება _ უახლოე დღეებში მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით _ ინფო@უფალი.გე].

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა თქვენთან აქტიური თანამშრომლობისათვის.

 

დანართი:

კრებული _ ზვიად გამსახურდია წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის, თბ. 31 დეკემბერი, 2011 წელი; გვ.44.

პატივისცემით:

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

ტელ.: 5 (91) 63-63-36