Print

გიორგი მარგველაშვილს - 2014 წ. 25 თებერვალი

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღია მიმართვა

 

ბატონო გიორგი!

ძირითადი საკითხის თაობაზე საუბარს მცირე შესავლით დავიწყებთ.

როგორც მოგეხსენებათ „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად:

1. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით [მუხლი 70,1].

2008 წ. 5 იანვარს პრეზიდენტის პოსტზე არჩეულ მ. სააკაშვილს, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ათვლა, მის მიერ ფიცის დადებიდან, ანუ - 2008 წ. 20 იანვრიდან დაიწყო და 2013 წ. 20 იანვარს ამოიწურა, მიზეზთა გამო მთელი 10 თვე [2013 წ. 17 ნოემბრამდე] უკანონოდ ეკავა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი;

2. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, ოთხი წლის ვადით აირჩევა [იხ. მუხლი 49-1].

კონსტიტუციური ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2008 წლის 21 მაისის მოწვევის პარლამენტს, რომლის პირველი სხდომაც 2008 წლის 7 ივნისს გაიმართა, თავისი - ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა - 2012 წლის 7 ივნისს ამოეწურა. მიზეზთა გამო, 2008 წ. 21 მასის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრები მთელი 5 თვე [2012 წ. 18 ოქტომბრამდე] უკანონოდ სარგებლობდნენ სადეპუტატო უფლებამოსილებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურას სრული უფლება [და ვალდებულება] აქვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და 2008 წ. 21 მაისის მოწვევის პარლამენტის წევრთა მიმართ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, რამეთუ სახეზეა, მათ მიერ - ხელისუფლების უზურპაცია, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვა.

ბატონო გიორგი!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით - „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 133,1-2].

როგორც მოგეხსენებათ, 2010 წ. 30 მაისის მოწვევის საკრებულოთა პირველი სხდომა 2010 წ. 16 ივნისს ჩატარდა, საიდანაც ათვლით მათთვის კანონით განსაზღვრული 4 წლიანი ვადა 2014 წ. 16 ივნისს იწურება.

შესაბამისად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა დაინიშნოს იმ ვადაში [როგორც მინიმუმ 2014 წ. 16 ივნისამდე ორი კვირით ადრე], რომ 2010 წ. 30 მაისის მოწვევის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ვადა არ გადასცილდეს კანონით განსაზღვრულ 4 წლიან ვადას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა დაინიშნოს:

არა უადრეს - 2014 წ. 30 მაისისა [პარასკევი], და

არა უგვიანეს - 2014 წ. 2 ივნისისა [ორშაბათი].

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით - „მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“ [მუხლი 6].

 

ბატონო გიორგი!

იმედს ვიტოვებთ, რომ წინამორბედი პრეზიდენტისაგან განსხვავებით, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდთან ერთად დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამკვიდრებელი გახლდათ, ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კანონით მკაცრად განსაზღვრულ ვადაში დაინიშნოს, რათა 2010 წ. 30 მაისს არჩეულ საკრებულოს წევრთა მიერ სადეპუტატო უფლებამოსილება არ გადასცილდეს 4 წლიან ვადას.

იმედს იტოვებთ, რომ თქვენ, გამოიჩენთ კეთილგონიერებას, და თქვენს საქმიანობას არ დააყენებთ მომქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებს მიღმა.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

ტელ.: 5(91) 63-63-36;

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

თბილისი, 2014 წ. 25 თებერვალი

წერ. ჩაბ. № 15/78, 25. 02. 2014 წ.