Print

იურიდიული კომიტეტიდან მიღებული № 1 "პასუხი"

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

ასლი: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ

ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“

 

ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მ3-2 კ., ბ. 95,

ტ. 263-63-36

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

დასკვნა

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებამ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ საკანონმდებლო წინადადებით [№2597, 05.02.2014 წ.] მომართა საქართველოს პარლამენტს  საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“.

წარმოდგენილი პროექტის ავტორი მოითხოვს ორგანული კანონის მიღებას. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზედაც საქართველოს კონსტიტუციაშია მითითებული. შესაბამისად, საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.

ასევე აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ დასახელებული პოლიტიკური პარტიები არიან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები და ვიდრე ისინი კანონით დადგენილი წესით არ იქნება აკრძალული, მათი წევრებისთვის თანამდებობის დაკავების შეზღუდვა, ანტიკონსტიტუციური აქტი იქნება. კერძოდ, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებთან.

რაც შეეხება წარმოდგენილი კანონპროექტის მე-4 თავს, რომლითაც მოითხოვს კონსტიტუციის 54-ე მუხლზე დაყრდნობით სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კონსტიტუციის მუხლი ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და შემთხვევებს, რომლებიც წინასწარ არის გათვალისწინებული. სხვა საფუძვლის დამატება აუცილებლად მოითხოვს ხსენებული კონსტიტუციის მუხლში ცვლილების განხორციელებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიღება.

 

პატივისცემით

ვახტანგ ხმალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე