Print

იურიდიული კომიტეტიდან მიღებული № 2 "პასუხი"

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

ასლი: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ

ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მ3-2 კ., ბ. 95,

ტ. 263-63-36

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

დასკვნა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებამ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ საკანონმდებლო წინადადებით [№3178, 12.02.2014 წ.] მომართა საქართველოს პარლამენტს  საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოითხოვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 76-ე მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი“.

გარდა მოცემულისა, ავტორი მოითხოვს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 76-ე მუხლს დაემატოს, ასევე მე-10 პუქტი, რომლის თანახმადაც, „ხელახალი არჩევნები ტარდება ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა“.

საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“. აღნიშნული მუხლის თანახმად, ყოველი მოქალაქისთვის, რომელიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს, გარანტირებულია საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც პასიური, ასევე აქტიური. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება, კანონით დადგენილ ფარგლებში. მოქალაქის უფლებაა აგრეთვე მონაწილეობა არ მიიღოს არჩევნებში.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებამ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე ოლქში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობას მიიღებს ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50% + 1. იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებულია არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება, თეორიულად, შესაძლებელია არ მივიდეს ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაშია განსაზღვრული, რაც იმავე საკანონმდებლო წინადადების თანახმად უნდა იწვევდეს ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ასეთ ვითარებაში, შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს კანონმდებლობით განსაზღვრული არცევითი ორგანოების ფფორმირება, რაც გამოიწვევს, მოცემული ორგანოს ახალი შემადგენლობით ფორმირებამდე, ძველი შემადგენლობით საქმიანობის წარმართვას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად წარმოდგენილი პროექტის მიღება.

 

პატივისცემით

ვახტანგ ხმალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე