Print

ნ. ბურჯანაძის მხარდამჭერებს

მიხეილ [გელა] სალუაშვილი:
"ვაი თქვენდა [თანამედროვე] ფარისეველნო და მწიგნობარნო"



მავანნი ცდილობენ, "ქოცებისა" და "ნაცების" ალტერნატივად ნ. ბურჯანაძე და მის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი წარმოაჩინონ...
სწორედ მათდა გასაგონად, მინდა აღვნიშნო შემდეგი:

ნინო ბურჯანაძე - თანაზიარია ყველაფერი იმისა, რასაც ედ. შევარდნაძის მიერ ფუძეჩაყრილი უკანონო და დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემა და მისი "ამონაყარი" - ზ. ჟვანიასა და მ. სააკაშვილის მიერ შექმნილი, ასევე დანაშაულებრივი რეჟიმი ჰქვია...

ყველა ის, ვინაც დღეის მდგომარეობით თავს მოიაზრებს ნ. ბურჯანაძის სახელთან ასოცირებულ ნებისმიერ გაერთიანებაში, თავადვე ხდება "ავტორი" მის მიერ ჩადენილი პოლიტიკური ნაბიჯებიდან მომდინარე შედეგისა...

პოლიტიკა ბინძური მხოლოდ მაშინაა, როდესაც ხელისუფლების სათავეში - ბინძური ადამიანები არიან!

ხოლო ყველა ის, ვინაც - ერთი "სიბინძურის" მეორე "სიბინძურით" ჩანაცვლებას ხელს შეუწყობს, თავადვე ხდება ამ სიბინძურის მატარებელი...

და კიდევ - სიბინძურე, ხარისხით არ განიზომება, რამეთუ "სიბინძურე" სიბინძურეა; ისევე, როგორც - "აქლემისა და ნემსის ქურდი, ორივე ქურდია" და სწორედ ამიტომაცაა უარსაყოფი...

მითუმეტეს, როდესაც როგორც "ნაცები", ასევე მათი ფესვის ამონაყარი "ქოც-ნაცები" და ნ. ბურჯანაძის ალიანსი, თავად არიან ერთი დიდი [პირობითი] "აქლემის" ქურდები...

ჭეშმარიტი სამართალი მხოლოდ - უფლისმიერია, რომელიც თავადვეა - სიცოცხლე. ამიტომ, ისევე როგორც ორიათასი წლის წინათ, ეხლაც [თანამედროვე ყოფაშიც] დიახაც რომ აქტუალურია მოწოდება - "ნეტარია ვინც არ შემცდარა ჩემში..."

დიახ, ნეტარია ვისაც ესმის [და შესაბამისადაც აღიქვამს] ბიბლიისეულ შეგონებებს, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 

„ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებე მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა...” [2 რჯ. 30,19-20];

და კიდევ - „...მიპასუხა და თქვა: ეს არის ფიქრი ბრძოლაზე, რომელიც უნდა გამართოს ყოველმა ადამიანმა, ამქვეყნად შობილმა. თუ დამარცხდა, ისე დაიტანჯება, როგორც შენ თქვი; თუ გაიმარჯვა, იმას მოიხვეჭს, რასაც მე გეუბნები. რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“ [3 ეზრა 7,57-59].

ღმერთმა ყველას მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!!!