Print

ღია მიმართვა - ამომრჩევლებს

საქართველოს მოსახლეობის გასაგონად სათქმელი,

ანუ ჩვენი პოლიტიკური ორიენტირი...

 

2010 წ. 30 მაისის მოწვევის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, მიზეზთა გამო, აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდგომად ანტიკონსტიტუციური გზით ქვეყნის სათავეში მოსული, ერთის მხრივ: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას, ხოლო მეორეს მხრივ: მათი სამართალმემკვიდრე - ედ. შევარდნაძის პოლიტიკური ხაზის გამგრძელებელმა, მ. სააკაშვილის მიერ დამყარებული, დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის წარმომადგენლებმა.

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომად, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, დაიწყო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. დანაშაულებრივი ურთიერთთანამშრომლობის ეტაპი.

მთელი საქართველოს მასშტაბით, გასაგებ მიზეზთა გამო, 2014 წ. ადგილობრივი ორგანოების ბიუჯეტი, სწორედ ამ დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის წარმომადგენელი „ნაცებისა“, და, მათთან მოთანამშრომლე, „ქოცების“ ე.წ. კოაბიტირებული შედეგია.

2014 წ. 15 ივნისის არჩევნების შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში მოსული პოლიტიკური გუნდი, იძულებული გახდება რა იმოქმედოს ამ ორგანოების წინა მოწვევის დეპუტაციის მიერ უკვე მიღებული საბიუჯეტო რეგულაციით განსაზღვრულ ჩარჩოებში, როგორც მინიმუმ 2014 წ. ბოლომდე, უძლური იქნება დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანების განხორციელებაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის გასაგონად ვაცხადებთ:

არ დაუჯეროთ არც ერთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც, ამ არჩევნებში თქვენი მხარდაჭერის სანაცვლოდ, რაიმე სასიკეთო ცვლილების გატარებას შეგპირდებათ.

2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, ჩვენის აზრით, უნდა იქცეს იმ საძირკვლად, რომელზეც - კანონიერი და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება იქნება შესაძლებელი.

 

ქვეყნის საკანონმდებლო სფეროს ძირითადი განმსაზღვრელი: 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტი, მასში წარმოდგენილი ისეთი პოლიტიკური ძალების ერთობაა, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას არ გამოხატავენ.

ჩვენის აზრით, საქართველოს მოსახლეობამ 2014 წ. 15 ივნისის არჩევნებში მხარი ისეთ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭიროს, რომელიც სახელისუფლო ბერკეტების მოპოვების შემდეგ, უახლოეს პერიოდში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრე პოზიციის გამხმოვანებელი იქნება.

 

„უფლის სახელით...“-ს არჩევნებში მონაწილე ჩვენი პოლიტიკური გუნდი, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში მომქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც არამარტო მომხრე ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა, არამედ გაგვაჩნია ასეთი არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო კონკრეტული იურიდიული მექანიზმი.

 

ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გადმოცემული მექანიზმის განხორციელება დიდწილადაა დამოკიდებული, საქართველოს მომავალ ბედზე ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალი მოსახლეობის მხარდაჭერაზე.

ამიტომ, თუ თქვენც იზიარებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების წარმოდგენილ მექანიზმს - შემოგვიერთდით, და - ერთად შევქმნათ საქართველოს გაბრწყინებისათვის საჭირო საფუძველი.

 

№ 7 საარჩევნო გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი