Print

30 იანვარი 2012 წ. ნანა გულუას

პოლიტიკური ორგანიზაცია

„განახლებული საქართველოსთვის“

თავმჯდომარეს

ქალბატონ ნანა გულუას! 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

მიმართვა

 

ქალბატონო ნანა!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისათვის აქტიური ქმედების დაწყებამდე კურთხევის აღების მიზნით, 2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ჩვენი სამოქმედო გეგმის მოკლედ გაცნობის შემდეგ, იმ საკითხზე ვესაუბრეთ, რასაც _ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.

აღნიშნული შეხვედრის სულისკვეთებიდან გამომდინარე, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს _ „ლასკარი“-ს 2011 წლის 31 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დამტკიცებული _ „პოლიტიკური პრიორიტეტების რამოდენიმე საკითხი“-ს პირველ პუნქტად _ „საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება“  განისაზღვრა [იხ. გაზ. „...უფალია ჩვენი სიმართლე“, #3(796), 7/01-2012 წ.].

შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი 2012 წლის 7 იანვარს გამართულ „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დამტკიცდა, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, „საქართველოს კონსტიტუცია“-ში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ასახვის მიზნით შემუშავებული _ „საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“-ს პროექტი [იხ. გაზ. „...უფალია ჩვენი სიმართლე“, #4(797), 14/01-2012 წ.].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე „...უფალია ჩვენი სიმართლე“ განსახილველად წარმოგიდგენთ: საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მიზნით მომზადებულ საკითხთა სრულ პაკეტს.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება _ 2012 წლის 1 მარტამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით _ ინფო@უფალი.გე], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის (1990 წ. 4 მარტი) 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილ _ 2012 წლის 4 მარტისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

 

დანართი:

1. „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ. 7 იანვარი, 20 გვერდი; და

2. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ., 16 გვერდი.

 

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

ტელ.: 5 (91) 63-63-36