Print

31 იანვარი გამოხმაურება - მიმართვა

პოლიტიკური ორგანიზაცია
"განახლებული საქართველოსთვის"
თავმჯდომარეს
ქალბატონ ნანა გულუას!
პარტია "განახლებული საქართველოსთვის" 
მთავარ მრჩეველს
საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში
ბატონ მინდია გულუას!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
გამოხმაურება

  ქალბატონო ნანა!
  ბატონო მინდია!
  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“- ეთანხმება რა თქვენს მიერ გამოჩენილ ინიციატივას _ "შეიქმნას ეროვნული თანხმობის საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს გააერთიანებს და დაიწყებს მუშაობას ქვეყანაში პოლიტიკური კონფრონტაციის აცილების მექანიზმზე, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ნორმალური, მშვიდი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება და ხალხს მიეცეს საშუალება დაუბრკოლებლივ გამოხატოს თავისი ნება" [გაზ. "ახალი თაობა", 30/01-2012 წ., გვ.4],
  გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს აღნიშნული საკითხის მომზადებაში, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ დროული ინიციატივის პრაქტიკულად განხორციელების საქმეში.
  ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ ყველა პოლიტიკური გაერთიანება თავის ქმედებებში საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტებით უნდა ხელმძღვანელობდეს, აქვე წარმოგიდგენთ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“- ს ლასკარის მიერ 2011 წლის 31 დეკემბერს, ბატონ ზვიად გამსახურდიას ამქვეყნიდან წასვლის მე-18 წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო სხდომაზე დამტკიცებულ, ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტების ნუსხას:


1. საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების - სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;
2. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების (სამხედრო გზით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება) ისტორიულ-სამართლებრივი შეფასება;
3. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების (სამხედრო გზით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება) შემდგომად ქვეყანაში დარღვეული კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის მექანიზმის შემუშავება;
4. ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება;
5. საქართველო უნდა იყოს სამხარეო პრინციპებზე დაფუძნებული უნიტარული სახელმწიფო;
6. საქართველო უნდა გახდეს მუდმივი აქტიური ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო;
7. საქართველო არ უნდა იყოს რომელიმე სამხედრო, თუ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი ქვეყანა;
8. საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს არ უნდა განთავსდეს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები;
9. საქართველოს შეიარაღებული კონტინგენტი არასოდეს არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში;
10. საქართველოს საგარეო კურსი აგებული იქნება კეთილმეზობლურ პოლიტიკაზე, რაც დაეფუძნება საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ ნებისმიერ გაერთიანებასა, თუ მის ცალკეულ წევრ სახელმწიფოსთან ორმხრივად მისაღები ურთიერთობის ფუნდამენტურ დებულებებს;
11. საქართველო, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფო, ესწრაფვის - „კავკასიის მშვიდობიანი სახლის“ ჩამოყალიბებასა და მასში თავისი აქტიური როლის გამოკვეთის გზით მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში თავისი წვლილის შეტანას;
12. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის მხოლოდ მშვიდობიანი და არჩევნების გზით ცვლილების დამკვიდრებისათვის საჭირო იურიდიული, სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების შემუშავებისათვის;
13. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის გზით უნდა მოხდეს ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი მძლავრი სისტემის ჩამოყალიბება;
14. საკანონმდებლო დონეზე შემუშავებული უნდა იქნეს მედია-ცენტრების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის საჭირო ის სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საინფორმაციო საშუალებათა ფართო სპექტრის რეალურ დამოუკიდებლობასა და მათი ე.წ. მეოთხე სახელისუფლო შტოდ ჩამოყალიბებას;
15. უნდა შემუშავდეს ქვეყანაში მომქმედი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო სექტორის ნორმალური, ურთიერთმისაღები და თანამშრომლობისათვის საჭირო ძირითადი პრინციპები;
16. უნდა შეიქმნას სამართლებრივი ბაზა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისათვის საჭირო გარემოს ჩამოყალიბებისათვის.

მომავალი თანამშრომლობის იმედითა და პატივისცემოთ:


სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლეს ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 5 (91) 63-63-36
ინტერნეტ გვერდი : წწწ.უფალი.გე
ელექტრონული ფოსტა: ინფო@უფალი.გე