Print

ქ. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადება

არჩევანი თქვენზეა...

2015 წ. 15 ივნისის არჩევნებში, მე - მიხეილ სალუაშვილი, დარეგისტრირებული ვარ - ქ. თბილისში, №10 გლდანის ოლქის №88 საარჩევნო უბანზე [№184 ბაგა-ბაღი, მუხიანის 1 მ/რ]; ამომრჩეველთა სიაში ჩემი ნომერია - 939.

მოვუწოდებ რა არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დააფიქსიროს თავისი არჩევანი, მინდა განვაცხადო შემდეგი:

მე, როგორც №7 საარჩევნო გაერთიანების: „უფლის სახელით...“ წარდგენილი ქ. თბილისის მერობის კანდიდატს, მიმაჩნია, რომ უნდა დაიმსხვრეს სტერეიტიპი, როდესაც ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი, საარჩევნო უბანზე თავის თავისთვის ხმის მისაცემად მიდის - არჩევნებში გამარჯვებისათვის გადამწყვეტი ფაქტორი მხოლოდ ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება უნდა იყოს.

შესაბამისად, ისევე როგორც 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, არ ვაპირებ 2014 წ. 15 ივნისის არჩევნებში მონაწილეობას და ამ ფორმით ჩემი კანდიდატურისთვის ხმის მიცემას. 

გისურვებთ მართებული არჩევანი გაგეკეთებინოთ: აირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ!