Print

გამოხმაურება ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაზე

 

ნახევარსიმართლე საქმეს ვერ უშველის

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების  

[1. თავისუფალი საქართველო კახა კუკავა; 2. ახალი მემარჯვენეები ფიქრია ჩიხრაძე; 3, საქართველოს ლეიბორისტულიპარტია შალვა ნათელაშვილი; 4. ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა გია ბერძენაძე; 5. რეფორმატორები ირაკლი ღლონტი; 6. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ბაჩუკი ქარდავა; 7. მერაბ კოსტავას საზოგადოება ვაჟა ადამია; 8. სახალხო პარტია ივანე (მამუკა) გიორგაძე; 9. ევროპელი დემოკრატები პაატა დავითაია; 10. ჩვენი საქართველო ვალერი გელბახიანი; 11. ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები) ზურაბ ხარატიშვილი]

მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული ე.წ. „ერთობლივი განცხადება“, კლასიკური ნიმუშია იმისა, რასაც - „ქარიშხალი ჭიქაში“ ჰქვია; რამეთუ იგი არა ქვეყნის წინაშე მდგარი რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ - არსებული რეალობისათვის კოსმეტიკური ფასადის შექმნას ემსახურება.

ამჯერად მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით, და წარმოგიდგენთ - ხსენებული „განცხადების“დასკვნით ნაწილში მოცემულ ე.წ. ოთხ მოთხოვნას, და იქვე თანდართულ მცირე კომენტარს, შეფასება მკითხველისათვის მოგვინდვია:


„...ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კრიზისული სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად,ქვემორე ხელისმომწერი სუბიქტები მივიჩნევთ, რომ:

1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარებულა დემოკრატიულად, ხოლო მისი შედეგი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმურ ასახვას“;

კომენტარი:

1991 – 1992 წლების გასაყარზე მომხდარი კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალებიდან მოყოლებული - დღემდე, ჩვენს ქვეყანას მართავს - 1992 წ. 2 იანვარს შექმნილი „სამხედრო საბჭოსა“ და 1992 წ. 10 მარტს ჩამოყალიბებული „სახელმწიფო საბჭოს“ სამრათალმემკვიდრე, ანუ იურიდიულად უკანონო ძალა.

ამ სამხედრო გადატრიალების მონაწილენი მრავლად არიან, როგორც სახელისუფლო [„ქოცები“ და „ნაცები“], ასევე ე.წ. ოპოზიციური სპექტრის რიგებში... უმრავლესი ამ პარტიათაგანი თავად წარმოადგენს: ან უშუალოდ დამნაშავე პოლიტიკური გუნდის, ან მათ ბაზაზე შემოკრებილ პირთა ერთობას.

1992 წლიდან დღემდე არ ჩატარებულა არცერთი არჩევნები, რომელსაც დემოკრატიული შეიძლება ეწოდოს, ხოლო ე.წ. „არჩევნების“ გზით ჩამოყალიბებული სახელისუფლო ძალა არასოდეს გამოხატავდა საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის  ნებას.

 

„2. მოვითხოვთ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოახდინოს სადავო უბნების გადათვლა. იქ, სადაც ვერ ხერხდება რეალური შედეგების დადგენა, ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა“;

კომენტარი:

იმ პირობებში, როდესაც - საარჩევნო კომისიათა მთელი ვერტიკალი „ქოცებისა“ და „ნაცების“ მიერ დაკომლექტებულ უმრავლესობას წარმოადგენს, მათ მიმართ გაკეთებული „მოთხოვნა“, რბილად რომ ვთქვათ - არაფრის მომტანია...

 

„3. პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ინფორმაციას დარღვევების შესახებ“;

კომენტარი:

საქართველოს პარლამენტი „ქოცებისა“ და „ნაცების“ დანაშაულებრივი თანამშრომლობის ორგანოა, და მათ მიერ ჩამოყალიბებული „საგამოძიებო კომისია“ როგორ შეიძლება გახდეს თავად ამ ორი [და არა მარტო მათი] დანაშაულებების აღმოფხვრის საწინდარი. ასე რომ ეს მოთხოვნაც - რბილად რომ ვთქვათ - არაფრის მომტანია...

 

„4. იქ სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული პროკურატურამ მიიღოს შესაბამისი ზომები“.

კომენტარი:

დღევანდელი სახელისუფლო შტოები [პარლამენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო], ან ჯერ კიდევ „ნაცების“, ან „ნაცებიდან“ „ქოცებში“ გადაბარგებული და მათ ირგვლივ გაერთიანებული 23 წლის მანძილზე ქვეყნის დაქცევაში მონაწილე პირებისაგანაა დაკომპლექტებული. შესაბამისად, ამ ძალას მოთხოვო - „შესაბამისი ზომების“ მიღება, ასევე არაფრის მომტანია.

 

ჩვენეული ხედვა, ქვეყნის წიმაშე მდგარი პრობლემის მოგვარებისა, შეგიძლიათ იხ. http://www.ufali.ge/index.php/პროგრამა/514-სამართლებრივი-კონცეფცია-საქართველოში-კანონიერი-ხელისუფლების-სამართალმემკვიდრეობის-საკითხისათვის

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

26 ივნისი, 2014 წ.