Print

მიმართვა ეპარქიებს

 

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური

 

მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს!

 

საქართველოში და

 

ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეს

 

მდებარე სამრევლოებს! 

 

 

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

 

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ლასკარის

 

მიმართვა

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისათვის აქტიური ქმედების დაწყებამდე კურთხევის აღების მიზნით, 2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-, ჩვენი სამოქმედო გეგმის მოკლედ გაცნობის შემდეგ, იმ საკითხზე ვესაუბრეთ, რასაც _ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ჰქვია.

აღნიშნული შეხვედრის სულისკვეთებიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს _ ლასკარი- 2011 წლის 31 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დამტკიცებული _ პოლიტიკური პრიორიტეტების რამოდენიმე საკითხი- პირველ პუნქტად _ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება განისაზღვრა [იხ. გაზ. ...უფალია ჩვენი სიმართლე, # 3(796), 7/01-2012 .].

შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი 2012 წლის 7 იანვარს გამართულ ...უფალია ჩვენი სიმართლე- ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დამტკიცდა, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია-ში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ასახვის მიზნით შემუშავებული _ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები- პროექტი [იხ. გაზ. ...უფალია ჩვენი სიმართლე, #4 (797), 14/01-2012 .].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ...უფალია ჩვენი სიმართლე განსახილველად წარმოგიდგენთ: საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მიზნით მომზადებულ საკითხთა სრულ პაკეტს.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება _ 2012 წლის 1 მარტამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით _ ინფო@უფალი.გე], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის (1990 . 4 მარტი) 22- წლისთავისადმი მიძღვნილ _ 2012 წლის 4 მარტისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას მომავალი თანამშრომლობისათვის.

 

 

 

მართლმადიდებლობის

 

სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების საკითხისათვის

ქართულმა გენმა, არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, თავისი სულიერების საბოლოო ნავსაყუდელს - ქრისტიანული რელიგიის წიაღში მიაგნო.

 

ქრისტეს კვართისა და ღვთისმშობლის წილხვედრილობის უდიდეს მადლს ზიარებულ ქართულ მიწაზე, წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულთა მიერ გაკვალულმა გზამ, საბოლოოდ, წმ. ნინოს სუსტ მხრებზე მოკიდებული ჯვრისმტვირთველობის შედეგად, ჩვენი ქვეყანა _ ჭეშმარიტი რელიგიის სრულად შეცნობამდე მიიყვანა.

ნიკეაში 325 . შემდგარი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომად, ღმერთის ნებით, ქართლის სამეფო _ პირველი ქვეყანა გახდა, სადაც _ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული.

IV საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, საერო და სასულიერო იერარქთა შეთანწყობილი მოქმედება, დიდწილად განსაზღვრავდა, მათ მიერ ქართული სახელმწიფოებრივი უღლის ტარების შედეგად დამჩნეული ხნულის ავკარგიანობას. რომელიმე მათგანისწაფორხილება“, მყისიერად აისახებოდა, როგორც - მეწყვილის, ასევე - მთელი ქვეყნის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ჩვენი დრევანდელი ყოფის ავ-კარგში გასარკვევად აუცილებელია სულისმიერი ასპექტების შინა-არსში კარგად გარკვევა და დაგროვილი ისტორიული გამოცდილების გაზიარება.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე- რიგებში გაერთიანებულთ მიგვაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, წლების წინ მართებულად დაწყებული, მაგრამ, მავანთა ძალისხმევით გაწყვეტილი გზასავალის გამთლიანებაშია საძიებელი. ორიენტირად, უფალ იესუ ქრისტეს მრისხანე შეძახილის ქვეტექსტში შეფარული არსის გააზრება გამოგვადგება _ ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც გარედან წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც(მათე 23,25-26).

 

და მართლაც, თუ დავაკვირდებით _ გარეგნულად, თითქოსდა, მართლაც ყველაფერიწესრიგშია“:

 

_ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიადე-ფაქტოდ [1917 წლის 12 მარტიდან] და დე-იურედ [1990 წლის 4 მარტიდან] ავტოკეფალურია; სწორედ ასევე:

_ 1991 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული საქართველო დე-ფაქტო და დე-იურე დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მატარებელია.

წინამდებარე განსახილველი საკითხის თემატიკიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვეხებით საქართველოს საერო თუ სასულიერო სფეროთა პერსონალიების როლსა და მნიშვნელობას. ამჟამად, ჩვენი მიზანია _ საკითხის შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ურთიერთმიმართებაში გავერკვეთ, და ერთადერთი მართებული ორიენტირი გამოვკვეთოთ.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“- თვალთახედვით: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს.

 

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული დამოუკიდებელი საქართველო, ქართული სახელმწიფოებრივი უღლის გამწევ იმ ერთიანი სხეულის მქონე ძალად იქცევა, რომლის მიერ კაცობრიობის ისტორიაში გაკვალული გზასავალი, საუკუნეების მანძილზე ნასაზრდოებ - ივერიის გაბრწყინებით უნდა დასრულდეს.

 

დასახული მიზანი შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე ვერ იქნება მიღწეული. ეს უკანასკნელი კი, უნდა ეფუძნებოდეს ღმერთის თანადგომით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთიან ძალისხმევას. უნდა გვახსოვდეს, რომ _ „... დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდება. დაე, აღსრულდეს ნება ღვთისა! ნება ერისა!..“ (ზვიად გამსახურდია).

 

ამასთანავე, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოც-ხადებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული  არა მარტო ქართული მართმადიდებე-ლი ეკლესიის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, არამედ დღეისათვის მსოფლიოში არსებული რეალობა.

 

 

 

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისას გასათვალისწინებელ საკითხთა

სავარაუდო ჩამონათვალი

- ქართული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ-ზნეობრივ საწყისებს.

- სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას.

- საქართველოს კონსტიტუციით: მართლმადიდებლობა  სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს. მხოლოდ იგი უნდა სარგებლობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერითა და მფარველობით.

- მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრფეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს.

- სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება, იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

- მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიის ნიშნით.

- საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა...

 - საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს უნდა წარმოადგენდნენ. მათი შექმნისათვის სახელმწიფო ნებართვა არ იქნება საჭირო და რაიმე სახის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსაგან არ მიღებენ.

- ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას.

- სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში. მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა.

- საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას განაგებს: საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

- საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სტატუსის წყალობით ეკლესიის კანონიკური სამართალი: „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება“ - აღიარებული უნდა იყოს  სახელმწიფოს მიერ, რაც დარეგულირდება  _ საქართველოს  ეკლესიის კონსტიტუციით [საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება], რომლის კანონად მიღებასაც პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს.

- ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

- საჯარო (საზოგადოებრივი) სამართლის იურიდიული პირის (სუბიექტის): საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა  სინოდის  გადაწყვეტილებას,  საპარლამენტო  კანონის  ძალა  გააჩნია.  თუ სინოდი  ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც პარლამენტის პრეროგატივაა, პარლამენტი კონტროლის უფლებას იტოვებს.

- სახელმწიფომ ეკლესიის საკუთრებად უნდა ცნოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული.

- სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში.

- უნდა აღდგეს სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ბუნებრივი კავშირი, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც დაემყარება.

- არ უნდა არსებობდეს საეკლესიო გადასახადი.

- ნებაყოფლობითი შემოწირულობით, გრანტებით, ინვესტიციებით, დახმარებებით, საეკლესიო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციითა და სხვა საეკლესიო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლების გარდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება. ამ მიხნით - ფინანსირება იწარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან [ქვეყნის ბიუჯეტის - 10%], რომელიც განკუთვნილი იქნება - საგანმანათლებლო საქმიანობის, სოციალურად დაუცველ პირთა შემწეობის, ტაძრების მშენებლობისა და აღდგენისათვის..

- სამღვდელო იერარქიის ღვთისმსახურები და საეკლესიო პირები, არსებულის გარდა, ხელფასს მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით იმ ოდენობით, როგორც _ მასწავლებლები.

- ეკლესია თავისუფლდება მიწისა და საშემოსავლო გადასახადებისაგან.

- საეკლესიო ქორწინება  და  ნათლობა აღიარებული უნდა იყოს ოფიციალურ დოკუმენტებად

- საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღვთისმსახურები უნდა სარგებლობდნენ სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების უფლებით.

- გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა საკითხებიც.

 

 

პროექტი

 

საქართველოს კონსტიტუციური კანონი 

საქართველოს კონსტიტუციაში

ცვლილებების შეტანის შესახებ

 

       მუხლი 1.  საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

_ 1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც  განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

 

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

 

3. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

 

4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.“.

 

_ 2. 48- მუხლის შემდეგ დაემატოს 481 მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატებისაგან.“;

 

_ 3. 49- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა შედგება საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 80 პარლამენტის წევრისაგან.

 

2. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.

 

3. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

 

4. მხოლოდ პარლამენტის წარმომადგენელთა პალატას აქვს იმპიჩმენტის აღძვრის უფლება.“;

 

_ 4. 49- მუხლის  შემდეგ დაემატოს 491  და 492 მუხლები, რომლებიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 491

 

„1.პარლამენტის მხარეთა პალატაში შედის საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით - . თბილისიდან, აგრეთვე ავტონომიური, საოლქო და საქართველოს ყოველი მხარიდან, მაჟორიტარული სისტემით არჩეული 35 საერო პარლამენტის წევრი;

 

და

 

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დადგენილი წესით არჩეული 35 სასულიერო პარლამენტის წევრი.

 

2. პარლამენტის მხარეთა პალატის წევრები აირჩევა ოთხი წლის ვადით.

 

3. პარლამენტის მხარეთა პალატის საერო წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია არანაკლებ ათი წელი და არჩევის მომენტში იმ ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს სადაც ირჩევენ.

 

4. . თბილისის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ექვს საერო პარლამენტის წევრს.

 

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ოთხ-ოთხ საერო პარლამენტის წევრს.

 

6. ცხინვალის ოლქის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის სამ საერო პარლამენტის წევრს.

 

7. გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ორ-ორ საერო პარლამენტის წევრს.“;

 

მუხლი 492

 

„1. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი, მის მიერვე დადგენილი წესით, პარლამენტის მხარეთა პალატის წარმომადგენლად ირჩევს მღვდლობის უმაღლესი (მესამე) ხარისხის მქონე (მთავარეპისკოპოსი / ეპისკოპოსი), ეკლესიის შვიდივე საიდუმლოს შესრულების მადლისმიერი უფლების მქონე 35 სასულიერო პარლამენტის წევრს.

 

2. საქართველოს პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარე არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ქვოტით არჩეული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი.

 

3. პარლამენტის მხარეთა პალატა საერო და სასულიერო წევრებიდან ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარის თითო მოადგილეს. პარლამენტის მხარეთა პალატა ირჩევს სხვა თანამდებობის პირებს.

 

4. მხოლოდ პარლამენტის მხარეთა პალატას აქვს იმპიჩმენტის წესით საქმის განხილვის განსაკუთრებული უფლება. ამ მიზნით მოთათბირე  პარლამენტარები დებენ ფიცს ან იძლევიან საზეიმო პირობას.

 

როდესაც იხილება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე, პარლამენტის მხარეთა პალატის სხდომას თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. არც ერთ პირს არ დაედება მსჯავრი პარლამენტის მხარეთა პალატის პარლამენტართა ორი მესამედის თანხმობის გარეშე.

 

იმპიჩმენტის საქმეებზე გამოტანილი განაჩენი ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენებას და საქართველოს სამსახურში, რომელიმე საპატიო, ოფიციალური ან შემოსავლის მომტანი თანამდებობის დაკავების უფლების აყრას, თუმცა, ამგვარად დასჯილი პირი, კანონის შესაბამისად, შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და დაისაჯოს სასამართლოს წესით.“;

 

_ 5. 92-  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 92

 

1. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა და მხარეთა პალატა, კონსტიტუციის 62- მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

2. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა გამოსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების _ ათი პროცენტი.

 

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება კანონით.~.

 

მომავალი თანამშრომლობის იმედითა და პატივისცემოთ:

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

 

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ(გელა)

 

სალუაშვილი

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაციატელ.:  5 (91) 63-63-36

 

                                   ინტერნეტ გვერდი: www.ufali.ge

 

                                   ელექტრონული ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.