2014 წ. 20 სექტემბრის სხდომა
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2014 წლის 20 სექტემბერი
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 20 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.
მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსადმი გასაგზავნი ღია მიმართვის თაობაზე, რომელიც ეხება პარტიის მიერ შემუშავებულ თემატიკას - „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის“.
სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი